20 საუკეთესო საზაფხულო ფილმი კინოკლასიკიდან


გააზიარე სტატია


ავტორი: მანონ გარიგი

მაშინ, როცა ტემპერატურა ციებ-ცხელების დონეს აღწევს, გამოიკეტეთ გრილ ოთახში, ჩამოაფარეთ ფარდები და გაუხსენით გზა საკუთარ თავს ამ შეუცვლელი საზაფხულო კლასიკური ფილმების სამყაროში.

 

Roman Holiday (1954)

ანნა (ოდრი ჰეპბერნი, ოსკარი საუკეთესო როლისთვის) მეამბოხე პრინცესაა, რომელიც სამეფო ცხოვრების ჩაკეტილ სივრცეში იხრჩობა. სამეფო ვიზიტის დროს ის გარბის საელჩოდან რომის ქუჩებში, სადაც ხვდება ჯო ბრედლის (გრეგორი პეკი), ნიუიორკელ ჟურნალისტს, რომელიც მას ღამის გასათევ ადგილს სთავაზობს. ანნა მას ეუბნება, რომ სტუდენტია, მაგრამ ბრედლი ხვდება, რომ გოგონა კარგ საგაზეთო ამბად შეიძლება იქცეს. და ინტრიგა? ჯოს პრინცესა მალევე უყვარდება.

 

To Catch a Thief (1955)

საიუველირო ძარცვების ფონზე აწყობილი To Catch A Thief ალფრედ ჰიჩკოკის 1955 წლის ფილმია, რომელიც მითიურ სასტუმრო კარლტონშია გადაღებული. ლაჟვარდოვანი სანაპიროს მიმართ თავისი სისუსტეების მქონე ბრიტანელმა რეჟისორმა გრეის კელი მომაჯადოებელ ოთახებში გადაიღო. გრეის კელი  ძვირფასეულობის ქურდის, კერი გრანტის ინტრიგაში ეხვევა. ოთახი 623 უკვდავყოფილია ეკრანზე და ის დღეს ალფრედ ჰიჩკოკის სახელს ატარებს. 

 

And God Created Woman (1956)

ეს იყო ფილმი, რომელმაც ბრიჯიტ ბარდოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. სულ რაღაც 18 წლის ბრიჯიტ ბარდოს ობოლი გმირი დაუოკებელი სექსუალობით სამი მამაკაცის ყურადღებას იზიდავს.

 

Dr. No (1962)

ჯეიმს ბონდმა (შონ კონერი) უნდა იპოვოს Spectre-ისთვის  ასე სასურველი რუსული დეკოდერი. ბონდის მისია მას იამაიკაში გადაისვრის, სადაც ის ჰანი რაიდერს (ურსულა ანდრესი) ოკეანის ფირუზისფერ წყლებში, ხელში ნიჟარით ხვდება.

 

Pierrot le fou (1965)

Pierrot le fou is one ფრანგული “საგზაო” ფილმების პიონერია, რომელმაც ჟან პოლ ბელმონდოსა და ანა კარინასთან ერთად თავისი ანაბეჭდი დატოვა ფრანგულ “ახალ ტალღაზე”. ფილმის გმირები ფერდინანდ გრიფონი და მერიენ რენუარი ფერდინანდის სამსახურის დაკარგვის შემდეგ თავგადასავლების გზას ადგებიან, მაგრამ მალე მათ განგსტერების ბანდა აეკიდებათ. 

 

Two for the Road (1967)

ბოლო წუთში მიღებული გადაწყვეტილებით, წყვილი აწეწილი წარსულით 1000-კილომეტრიან მოგზაურობაში გადაეშვება – ლონდონიდან ლაჟვარდოვანი სანაპიროსკენ. 

 

La Piscine (1969)


1968 წლის ზაფხულში რომი შნაიდერი და ალენ დელონი ისევ ერთად აღმოჩნდნენ სენ ტროპეს მზის ქვეშ. ათი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ისინი პარიზის ორლის აეროპორტში შეხვდნენ ერთმანეთს თავიანთი დიდი სიყვარულის ისტორიის გარიჟრაჟზე. 1963 წელს მსახიობები ერთმანეთს არაოფიციალურად დაშორდნენ. მიუხედავად ამისა, ჟაკ დერეის რეჟისორობით გადაღებულ ფილმში რომი შნაიდერი და ალენ დელონი ერთმანეთს ფილმ “აუზში” ისევ შეხვდნენ, რაც უბრალო შემთხვევითობა როდი  იყო. ალენ დელონმა, ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა მსახიობმა მოითხოვა, რომ ფილმში მისი პარტნიორის როლი მის ყოფილ საყვარელს შეესრულებინა. დაშორების ქარტეხილების შემდეგ ორ მსახიობს შორის ისევ გაჩნდა “ქიმია”, რომელიც ადრინდელზე ბუნებრივიც კი აღმოჩნდა. ჯეინ ბირკინთან და მაურის რონეტთან ერთად მათ სული შთაბერეს თამაშს, რომელიც სავსე იყო ვნებით, სიყვარულითა და ეჭვიანობით – და ეს ყველაფერი საკულტო საცურაო აუზის ფონზე.

 

Lovers Like Us (1975)

მოღალატე ნელი (კატრინ დენევი) თავის საქმროს ტოვებს და კარაკასში გარბის, სადაც ის ქარიზმატულ მარტინს ხვდება (ივ მონტანი). მარტინი პარიზელი პარფიუმერია, რომელსაც ნელი თავისი ბოსისგან ნათხოვარი ტულუზ ლოტრეკის ნამუშევრის მიყიდვას ჰპირდება გაქცევის დასაფინანსებლად. 

 

Un moment d’égarement (1977)

ორი მამა თავიანთ 17 წლის ქალიშვილებთან ერთად დასასვენებლად მიემგზავრება. ერთ-ერთ მამას მეორეს ქალიშვილი შეაცდენს. 

 

French Fried Vacation (1978)

1978 წელს საფრანგეთმა საჩუქრად მიიღო French Fried Vacation, რომელიც სპილოს ძვლის სანაპიროზე არსებულ პარიზელთა სანაპირო კლუბის ცხოვრებას ასახავდა. პაპაი, ბერნარდი და ნატალი, ჟიჟი და ჟან კლოდ დუსი ფრანგულ  je-ne-sais-quoi იუმორის მასტერკლასს გვიჩვენებენ, რომელიც მომავალი თაობების შთაგონება  გახდება. 

 

One Deadly Summer (1983) enamored 

სამხრეთ საფრანგეთში 1970 წელია და იზაბელ აჯანი თავისი უსაშველო სილამაზითა და აღვირახსნილი სექსუალობით სასიყვარულო ისტორიაში ებმება უიმედოდ შეყვარებულ ალა სუშონთან ერთად. ჟან ბეკერის რეჟისორობით გადაღებული One Deadly Summer კაშკაშა ფილმია, რომელიც დამანგრეველი ვნების შედეგებს აღწერს. იზაბელ აჯანი ახალგაზრდა femme fatale ელეს როლში ამაფორიაქებელი და მომაჯადოებელია, რომელსაც ამ ფილმმა 1983 წელს César Award მოუტანა.

 

Thelma and Louise (1991)

სიუზან სარანდონი, ჯინა დევისი, მანქანა და იარაღი კლასიკური ფილმის ძირეული ინგრედიენტებია. ტელმა და ლუისი ორი ქალის შესახებ გვიყვება, რომლებიც პატრიარქალური მონოტონურობის წინააღმდეგ მიდიან, რომლებიც სიცილისა და ცრემლების მიღმა იკაფავენ გზას ამერიკული კინოს საუკეთესო ფინალურ სცენებს შორის.

 

Point Break (1991)

ადრენალინისა და მარილიანი წყლის მძლავრი დოზის მსგავსად, Point Break-მა კიანუ რივზი და პატრიკ სვეიზი დიდ ეკრანზე მაღალი წნევის ქვეშ მოგვივლინა. კიანუ FBI-ს აგენტია, რომელიც ამერიკის პრეზიდენტების ნიღბებში გამოწყობილი ბანკების მძარცველ სერფერებშია ჩანერგილი. ბოდჰი (პატრიკ სვეიზი) სერფერების ლიდერია, რომლის ოქროსფერი თმის ციალიც ძველ კალიფორნიულ ოცნებას ასხივებს. ბოლოს და ბოლოს აგენტი ჯონი იუტა გემოს უგებს ტალღებს, უყვარდება ისინი და მთელ თავის მისიას საფრთხის ქვეშ აყენებს. რეჟისორ ქეთრინ ბიგელოუს გადაღებული Point Break უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო სერფერული ფილმია, რომელიც ოდესმე გადაუღიათ. 

 

The Beach (1999)

რიჩარდი (ლეონარდო დიკაპრიო) ახალგაზრდა ამერიკელია, რომელსაც თავგადასავლები იზიდავს. მისი გზა ფრანგ წყვილთან – ფრანსუაზასა (ვირჯინია ლედოიენი) და ეტიენთან (გილომ კანეტი) გადაიკვეთება, და ყველა ერთად ტაილანდში საიდუმლო სანაპიროს საძებრად გაეშურება, სადაც  ლეგენდების მიხედვით თავისუფლად მცხოვრები სათვისტომო სახლობს.

 

The Talented Mr Ripley (1999)

პატრისია ჰიგსმითის ცნობილი წიგნის მიხედვით გადაღებულ ამ კინოადაპტაციაში The Talented Mr Ripley გვიყვება უფულო  ნიუიორკელის ამბავს, რომელსაც მდიდარი გემთმშენებელი დაიქირავებს თავისი შვილის იტალიიდან ამერიკაში დასაბრუნებლად. 

 

Vicky Cristina Barcelona (2008)

2008 წელს პენელოპა კრუზი ვუდი ალენის Vicky Cristina Barcelona-ს გადამღებ ჯგუფ შეუერთდა სკარლეტ იოჰანსონს, რებეკა ჰოლსა და ხავიერ ბარდემთან ერთად. მზით გაჟღენთილი და სენსუალური სურათი გვიჩვენებს პენელოპას მარია ელენას როლში, რომელიც ქარიზმატული არტისტის, ხუან ანტონიოს თითქმის გაშორებული ცოლის როლს თამაშობს. ხუან ანტონიო ერთიმეორის მიყოლებით აცდუნებს კრისტინასაც და ვიკისაც. დამუხტულმა თამაშმა ესპანელ მსახიობ ქალს მეორეხარისხოვანი როლისთვის ოსკარის 81-ე  ცერემონიის ჯილდო მოუტანა. ეს იყო პირველი ოსკარი ესპანელი მსახიობი ქალისთვის.

 

Somewhere (2010)

 

სოფია კოპოლას რეჟისორობით გადაღებულმა ამ ფილმმა ვენეციის მოსტრას კინოფესტივალზე ოქროს ლომი აიღო. ეს კინოდრამა მოგვითხრობს ჯონი მარკოსა და მისი ქალიშვილის, კლეოს (ელე ფანინგი) შორის არსებული რთული ურთიერთობების შესახებ. მოქმედება ლოს-ანჯელესის შატო მარმონტში ვითარდება. 

 

Swimming Pool (2013)

ინგლისელი მწერალი ქალი (შარლოტა რამპლინგი) რამდენიმე კვირას თავისი მორიგი კრიმინალური წიგნისთვის ინსპირაციის  ძიებაში ლუბერონში მდებარე ვილაში ატარებს. აქ ის ხვდება ვილის მეპატრონის ქალიშვილ ჯულის (ლუდივინ სანიერ), რომლის შიშველი სექსუალობაც შოკისმომგვრელი და აღმაფრთოვანებელია. 

 

Call Me By Your Name (2017)

ფილმ Call Me by Your Name-ის სახელი 2017 წელს ყველას პირზე ეკერა. მზით გაჯერებულმა სასიყვარულო რომანმა ჩვიდმეტი წლის,  საკუთარ სექსუალობაში დაეჭვებულ ელიო პერლმანსა (ტიმოთი შალამე ) და ოლივერს შორის, რომელიც ამერიკელი დოქტორანტი სტუდენტია, საუკეთესო კინოადაპტაციისთვის ოსკარი მიიღო და საფუძველი ჩაუყარა ახალი წიგნის გამოცემასაც.  

 

Mektoub My Love: Canto Uno (2017)

რეჟისორ აბდელატიფ კეშიშის სრულმეტრაჟიან ფილმში Mektoub My Love, Canto Uno შაინ ბუმედინს ერთხელაც არ წაუბორძიკია. ის ზაფხულის არდადეგებზე სახლში ჩასულ მედიკოს სტუდენტს თამაშობს, რომელიც უსაშველოდ მორცხვია, ქალებს შორიდან უთვალთვალებს და როცა შეუძლია, ფოტოებსაც უღებს მათ. ფილმის საოპერატორო ნამუშევარი მის ყურებას ინტენსიურ ვოიერისტულ სანახაობად აქცევს, გვიჩვენებს რა სტუდენტების თამაშს მათ ყოველდღიურობაში, არდადეგების დროს. 

 

ორიგინალი: https://www.vogue.fr


რეკომენდებული სტატიები
რა წავიკითხოთ ზაფხულში

რა წავიკითხოთ ზაფხულში

რა წავიკითხოთ ზაფხულში
ნათქვამია, რომ წიგნი ყველაზე კარგად სწორედ ზაფხულში იკითხება, აქედან გამომდინარე რეკომენდაციის სახით გთავაზობთ რამდენიმე გამოცემას, რომელიც ზაფხულში განსაკუთრებით  შეგერგებათ.
საზაფხულო ბანაკები

საზაფხულო ბანაკები

საზაფხულო ბანაკები
როგორ გაატარონ ბავშვებმა არდადეგებისთვის გამოყოფილი დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად? გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო საზაფხულო ბანაკს, რომლებიც სხვადასხვა ინტერესების მქონე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.