fbpx

10 ივლისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დღეს დილიდან გაცნობებთ, რომ ქუთაისელი სოპრანო ცისანა გიორგაძე ლა სკალას სცენაზე ვუდი ალენის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში იმღერებს. 

 

ქუთაისელი სოპრანო ვუდი ალენის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში – “ჯანი სკიკკიში” იმღერებს

25 წლის ცისანა გიორგაძე ლა სკალას სცენაზე გამოსვლისათვის ემზადება. რამდენიმე დღეში ის მსმენელის წინაშე ცნობილ ბარიტონ ამბროჯიო მაესტროსთან ერთად წარდგება. „უკვე დავასრულეთ რეპეტიციები. სპექტაკლი 15 ივლისს გვაქვს. ეს ჩემი დებიუტია ლა სკალაში. ძალიან დიდი პატივია, რომ ვუდი ალენის დადგმულ სპექტაკლში მივიღებ მონაწილეობას. მოსწონს ჩვენი შესრულება, თუმცა შენიშვნებიც მოგვცა. ემოციური და ამაღელვებელი განწყობა მაქვს”, – ამბობს ცისანა გიორგაძე. 

ცისანა გიორგაძე ლა სკალას აკადემიის კურსდამთავრებულია. გარდა ალენის სპექტაკლისა, სექტემბერში ქალაქ ვიჩენცას თეატრის სპექტაკლ “სიყვარულის ნექტარში” ადინას სადებიუტო როლს შეასრულებს.

წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/

 

ჯანუკა გარდენში სალათის ფურცლებით საქართველოს ვეება დროშა დახატეს. 

Image may contain: outdoor

ფოტო: https://www.facebook.com/

 

ლედი გაგამ კოსმეტიკის ბრენდი შექმნა.

ბრენდს სახელია HAUS LABORATORIES. წინასწარ შეკვეთა 15 ივლისიდან იქნება შესაძლებელი. 

წყარო: https://www.youtube.com

 

ჯესიკა ლენგისა და ევან პეტერსის შემდეგ AHS-ში მონაწილეობაზე უარი სარა პოლსონმაც თქვა

FX-ის ანთოლოგიაში პოლსონი პირველი სეზონიდან მონაწილეობდა და საინტერესო პერსონაჟებიც შექმნა. სარას წასვლის მიზეზი რაიან მერფის ახალი პროექტია, რომელსაც ის ნეტფლიქსისთვის იღებს. სარა მთავარ როლს ასრულებს მედდა რეჩედის შესახებ გადაღებულ სერიალში. სარას გარდა მერფის ახალ შოუში დიდებულ სამსახიობო ანსამბლს ვიხილავთ, მათ შორის – შერონ სტოუნს, სინტია ნიქსონს, ჯუდი დევისს, ამანდა პალმერს, ჩარლი კალვერს, ჰერიეტ ჰარისს და ფინ ვიტროცკის. როგორც ცნობილია, კომპანია ახალი სერიალის ორ სეზონად გადაღებას გეგმავს.

წყარო: https://www.vulture.com/

 

რაიან რეინოლდსი, დუენ ჯონსონი და გალ გადოტი ნეტფლიქსის ფილმში, Red Notice-ში მთავარ როლებს შეასრულებენ

Dwayne Johnson

რეჟისორი როუსონ მარშალ თურბერია. ფილმის სიუჟეტი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის ექშენ-კომედიისა და თრილერის ნაზავი იქნება. ცნობილია ის, რომ ფილმის მოქმედების ადგილი მთელ დედამიწას მოიცავს და გადოტის გმირი ხელოვნებასთან იქნება დაკავშირებული.

წყარო: https://variety.com/

 

Stranger Things-ის მესამე სეზონმა Netflix-ზე რეკორდები მოხსნა

Image result for stranger things 3

უცნაური ამბების” მესამე სეზონის პრემიერა 4 ივლისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად Netflix-ზე შედგა და უკვე მოხსნა რეკორდი – სერიალის გამოსვლიდან ის  40.7-მა მილიონმა გამომწერმა ნახა, რაც ყველა იმ მაჩვენებელს აღემატება, რაც ნებისმიერ სხვა ფილმს ან სერიალს ჰქონია პირველი ოთხი დღის განმავლობაში. ასევე 18.2-მა მილიონმა ადამიანმა უკვე ბოლომდე ნახა სეზონი.

წყარო: https://twitter.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
9 ივლისი დილიდან 

9 ივლისი დილიდან 

9 ივლისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დილიდან გთავაზობთ “მალეფისენტის” მეორე ნაწილის პირველ თრეილერს. ფილმი ეკრანებზე 2019 წლის ოქტომბერში გამოვა და მასში მთავარ როლს კვლავ ანჯელინა ჯოლი ასრულებს. ეს მსახიობის პირველი როლია მას შემდეგ, რაც ბრედ პიტს დაშორდა.
8 ივლისი დილიდან 
Play Video

8 ივლისი დილიდან 

8 ივლისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღევანდელ დილას კარგი ამბით ვიწყებთ: უკრაინული ვოისის გამარჯვებული ქართველი კონკურსანტი ალექსანდრე ზაზარაშვილი გახდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.