fbpx

FaceApp-თან დაკავშირებით სპეციალისტები განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ


გააზიარე სტატია

 

ავტორები: ჯეიკ სტურმერი, უილ ოკენდენი

გასულ დღეებში მობილურის აპლიკაცია FaceApp-ის ვირუსულად გავრცელების მორიგი ტალღა დაიწყო. 2017 წელს გაშვებული გასართობი აპლიკაცია, რომელიც  თქვენს სელფი ფოტოებს კანის ფერსა და ასაკს უცვლის, ამჯერად “დაბერების ეფექტით” გახდა პოპულარული.

მსოფლიოს ათობით ქვეყანაში FaceApp ყველაზე პოპულარული აპლიკაციების სათავეში მოექცა და მას ყოველდღიურად ასი ათასობით ადამიანი ტვირთავს ან მოიხმარს.  ამასთან ერთად, პირადი მონაცემების დაცვის სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ FaceApp-ს შესაძლოა ჩვენგან იმაზე ბევრად  მეტი ინფორმაცია მიჰქონდეს, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ.

 

Will Ockenden FaceApp

FaceApp-ის შემქმნელები და მფლობელები რუსები არიან და ისინი თქვენი სახის სკანირებისას ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ იმისთვის, რომ თქვენი გამოსახულება უფრო ახალგაზრდა, უფრო ასაკოვანი, სხვა სქესის ან უფრო მიმზიდველი გახადონ.


FaceApp-ის დამფუძნებელმა იაროსლავ გონჩაროვმა განაცხადა, რომ აპლიკაცია “ფოტოებზე გამოსახული სახეების მოდიფიკაციისთვის იყენებდა ნეირონულ ქსელებს და ამავდროულად ინარჩუნებდა მათ რეალურ, თავდაპირველ გამოსახულებას.”

თუმცა FaceApp, ბევრი სხვა აპლიკაციის მსგავსად, რომლებიც სმარტფონებში ფოტოების გადაღების ფუნქციაზეა დაფუძნებული,  რასიზმისა და მონაცემთა დაცვის პრობლემურ საკითხებში გაეხვა, ხოლო სპეციალისტებმა FaceApp-ის არსებობის პირველივე თვეებში ჩამოთვალეს რამდენიმე საყურადღებო პრობლემა, რასაც აპლიკაციის მომხმარებლები შეიძლება წაწყდომოდნენ.

აპლიკაციას აქვს მონაცემთა დაცვის წესები, მაგრამ ისინი საკმაოდ უღიმღამოა: FaceApp-ის პრობლემა, ისევე როგორც ბევრი სხვა მსგავსი აპლიკაციებისა თქვენს ტელეფონში, არის ის, რომ გაუგებარია, რა ემართება თქვენგან ამოღებულ მონაცემებს. ტექნოლოგიების კომენტატორ სტილგერიანის აზრით, აპლიკაციის წესები მნიშვნელოვანი ლავირების საშუალებას იძლევა. 

 

 

“ეს პირად მონაცემთა დაცვის საკმაოდ სტანდარტული ფორმაა, რომელიც რეალურად არანაირ დაცვას არ გთავაზობს”, – განაცხადა მან. “სტარტაპების მთელი ბიზნეს მოდელი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი თქვენგან იღებენ უზარმაზარი რაოდენობის პირად ინფორმაციას ისე, რომ თვითონაც კარგად არ იციან, თუ რა უნდა უყონ მას მომავალში.”

“ამასობაში ისინი ელოდებიან მათი აქციების ფასის ზრდას, ან “გუგლის” და “ფეისბუკის” შემოთავაზებებს.”

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უნდა გამოვიყენოთ თუ არა ეს აპლიკაცია? – ვნახოთ, რას ფიქრობენ სპეციალისტები.

იურისტი მაიკლ ბრედლი, “მარკ ლოიერსის” პარტნიორი ამბობს, რომ ეს მომხმარებლის გადასაწყვეტია, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა უფასოდ შემოთავაზებულ ტექნოლოგიას ვიყენებთ – სიფრთხილე გვმართებს.

“ნებისმიერი ადამიანი, ვისაც თავისი სახე თავის სახელთან და სხვა პერსონალურ მონაცემებთან ერთად ონლაინ აქვს გამოდებული (მაგალითად, სოციალურ ქსელებში), უკვე არის რისკის ქვეშ, რომ ის შეიძლება დამახსოვრებული ჰყავდეთ მომავალში სახის ამოსაცნობი მიზნებით,”, – უთხრა ბრედლიმ მედია კომპანია ABC-ს.

 

Have you tried FaceApp?

Have you tried FaceApp? It’s a hilarious app that lets you transform your face, but privacy experts are warning you could be giving up more info than you think.

Gepostet von ABC News am Donnerstag, 27. April 2017

 

“კონკრეტულად FaceApp არ შეიცავს რაიმე სახის დამატებით საშიშროებას. თუმცა, ის, რომ თანხმობას იძლევით თქვენი მონაცემების კომერციული მიზნით გამოყენებისთვის, ხელსაყრელ მდგომარეობაში ნამდვილად არ გაყენებთ.”

მაიკლ ბრედლის სიტყვებით, FaceApp-ს არსად არ უწერია, რა მოსდის თქვენს მონაცემებს, თუ აპლიკაციით სარგებლობას შეწყვეტთ. 

“აპლიკაცია ამბობს, რომ თუ ისინი გაყიდიან ბიზნესს, თქვენი მონაცემები ახალი მფლობელის ხელში გადავა, და თქვენ ამაზე თანხმობას იძლევით. პრეტენზია პირად მონაცემებზე ვერ გავრცელდება, ვისაც  უნდა გადაეცეს თქვენი მონაცემები, თუნდაც ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს…”

ავსტრალიის პირად მონაცემთა ფონდის თავმჯდომარის, დევიდ ვეილის პასუხი მოკლე და კონკრეტულია: “ნუ გამოიყენებთ FaceApp-ს.”

“ისინი თქვენგან ითხოვენ იმაზე ბევრად უფრო მეტ უფლებებს, ვიდრე ეს საჭიროა მათი სერვისის მისაღებად.

ისინი ხსნიან მას ლეგალური დაცვის ყველა ეფექტურ საშუალებას, შეუძლიათ გაუზიარონ ეს მონაცემები, ვისაც სურთ და შეინახონ ისინი უსასრულოდ.”

 

 

“შეუძლებელია იმის გარკვევა,  რა ემართება თქვენს ფოტოებს ატვირთვის შემდეგ, რაც სერიოზული პრობლემაა. ლიცენზია ძალიან ბუნდოვანია, რომელიც ამბობს, რომ თქვენი ფოტოების გაგზავნა შეუძლიათ ვისთანაც უნდათ და ასევე შეუძლიათ, მათ უამრავი რამ გაუკეთონ.”

Electronic Frontiers-ის აღმასრულებელი ოფიცრის, ჯონ ლოურენსის აზრით, ადამიანები კარგად უნდა დაფიქრდნენ იმ საკითხებზე, რაც სახის ამოცნობის ტექნოლოგიებს ეხება.

“ამის სათავეში, რა თქმა უნდა, “ფეისბუქი” დგას”, – განაცხადა მან.

“სახის ამოცნობა ციფრული იდენტობის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი ხდება და ადამიანები უნდა ეცადონ, სათანადოდ დაიცვან თავიანთი სახის ანაბეჭდი, ისევე როგორც თავიანთი იდენტობის სხვა მონაცემები, როგორიცაა დაბადების თარიღი, საგადასახადო ნომერი და ა.შ.”

ჩვენი შეკითხვები ფოტოების შენახვასთან დაკავშირებით FaceApp-მა უპასუხოდ დატოვა.

 

ორიგინალი: https://www.abc.net.au/


რეკომენდებული სტატიები
2019 წლის საუკეთესო Dating აპლიკაციები

2019 წლის საუკეთესო Dating აპლიკაციები

2019 წლის საუკეთესო Dating აპლიკაციები
ვალენტინობის დღისთვის გთავაზობთ 2019 წლისთვის ყველაზე პოპულარულ დეიტინგ აპლიკაციებს, რომლებიც ცივ ზამთარსა და ქარიან გაზაფხულს საინტერესოდ გაგატარებინებთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.