fbpx

18 ივლისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ამირან დოლიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში შედგება

17 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ბერნში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა გახდა ცნობილი. საკონკურსო სექციაში – Pardi di Domani წარმოდგენილი იქნება ქართველი რეჟისორის – ამირან დოლიძის ფილმი „ცხოველი“. 

„ცხოველი“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი ახალგაზრდა, უმუშევარი კაცის შესახებ გვიყვება, რომელსაც რთულ პირობებში უჭირს თავისი წესიერების შენარჩუნება. ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიაში 1946 წლიდან იმართება. იგი ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა ლოკარნოში დაიწყო. 

წელს ფესტივალი 7-17 აგვისტოს გაიმართება.

წყარო: http://beta.gnfc.ge/

 

მხევლის წიგნის” ვარსკვლავი ელიზაბეტ მოსი და ოსკარის ნომინანტი მელისა მაკარტი ტიფანი ჰედიშთან ერთად ახალ ფილმში, The Kitchen-ში თამაშობს 

სურათი New Line Cinema-მ და DC Entertainment-მა გადაიღეს, მისი რეჟისორი კი ანდრეა ბერლოფია. ფილმის სიუჟეტი ირლანდიელი განგსტერების შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც დაიჭერენ და პატიმრობას მიუსჯიან. ამის შემდეგ კი დარჩენილ საქმეებს მათი ცოლები გადაიბარებენ და 1970-იანი წლების ყველაზე გავლენიან მაფიოზებად იქცევიან.

წყარო: https://www.youtube.com/

 

მომღერალმა ბიონსემ, რომელიც “მეფე ლომის” ახალ რიმეიქში ნალას ახმოვანებს,  ანიმაციისთვის მუსიკა დაწერა და სიმღერაზე – Spirit მუსიკალური კლიპიც გადაიღო.

წყარო: https://www.youtube.com/

 

თრეილერი: ნახეთ ჯენიფერ ლოპესი სტრიპტიზის მოცეკვავის როლში

ჰოლივუდში ახალი ფილმი Hustlers მზადდება, რომელშიც მთავარ როლებს ქარდი ბი, ლიზო, ჯენიფერ ლოპესი, ჯულია სტილსი და კონსტანს ვუ ასრულებენ. ფილმის გადაღება ნიუ-იორკში 22 მარტს დაიწყო. Hustlers ეკრანებზე სექტემბერში გამოვა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ჰარი სტაილსი The Little Mermaid-ის ეკრანიზაციაში პრინცი ერიკის როლზე განიხილება

Go on and kiss the girl.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ არიელის როლს ჰოლი ბეილი შეასრულებს, ურსულას ამპლუას კი შეუდარებელი მელისა მაკარტი მოირგებს, კინოსტუდიამ ფანებს აცნობა, რომ პრინცი ერიკის როლზე, არც მეტი, არც ნაკლები, თვით ჰარი სტაილსი განიხილება.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

ყაზახეთში სერიალ „ჩერნობილის“ ყურებიდან რამდენიმე დღეში „ჩერნობილის“ ატომური ელექტროსადგურის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა, თავი მოიკლა

 Chernobyl liquidator kills himself days after watching HBO show because it brought back memories of how authorities neglected him

61 წლის ნაგაშიბაი ჟუსუპოვი მეხუთე სართულიდან გადახტა. ქალიშვილის თქმით, თვითმკვლელობამდე მამა „ჩერნობილს“ ცრემლიანი უყურებდა. ქალიშვილი ამბობს, რომ მამამისი 10 წელი ელოდებოდა ბინის მიღებას, თუმცა მოგვიანებით ის სიიდან ამოშალეს. მთელი ამ დროის განმავლობაში ჟუსუპოვი საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად. გარდაცვლილის მეგობრები ამბობენ, რომ ის იმედგაცრუებული იყო, რადგან მთავრობისგან შესაბამისი დახმარება ვერ მიიღო. 

ჟუსუპოვი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა. ის მეოთხე ბლოკში განთავსებულ რეაქტორზე მუშაობდა. ოჯახის ინფორმაციით, ჟუსუპოვს მთელი ცხოვრება ძლიერი თავის ტკივილი აწუხებდა.

წყარო: https://meaww.com/


რეკომენდებული სტატიები
16 ივლისი დილიდან
Play Video

16 ივლისი დილიდან

16 ივლისი დილიდან
დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან მოუსმინეთ შეუდარებელი ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის მიერ პარიზში, ეიფელის კოშკთან, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შესრულებულ კომპოზიციას.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.