fbpx

ჯაზი ზღვის მარილის არომატით


გააზიარე სტატია

 

უკვე ტრადიციად ქცეულ Black Sea Jazz Festival-ს ბათუმი 18-20 ივლისს მეცამეტედ უმასპინძლებს.  ეს ფესტივალი უკვე ქალაქის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზ-ფესტივალია. სწორედ ამიტომ, მასზე დასასწრებად ბათუმში სპეციალურად ჩადიან ჯაზის მოყვარულები. 

 

თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვთ ბათუმში წასვლა, გირჩევთ  საქართველოს რკინიგზით ისარგებლოთ.

თიბისი სტატუსის და საქართველოს რკინიგზის ინიციატივით ბოლო რამდენიმე წელია ფესტივალის სტუმრებისთვის სპეციალური რეისები სრულდება.  მატარებლის ვაგონებში თქვენ მოსაწყენად ვერ მოიცლით. მგზავრების განწყობაზე ქართველი შემსრულებლები იზრუნებენ. გარდა ამისა, დაგეგმილია უამრავი სიურპრიზი და აქტივობა. და თუ რა, ამას უკვე თავად ნახავთ.  

 

მშია! – ტრადიციული ფრაზა, რომელსაც ლეგენდის თანახმად, ყველა ჩვენგანის მეგობარი ამბობს ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ. რა ვჭამოთ? – ლეგენდის თანახმადვე, აუცილებლად სვამს ამ კითხვას მეორე მეგობარი. ასე რომ, ბევრი რომ არ იფიქროთ, რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ. 

 

აჭარული ხაჭაპური – ეს კერძი შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის ერთ-ერთი სიმბოლოა.

მისი დაგემოვნება ფაქტობრივად ყველა რესტორანში ან კაფეში შეიძლება, თუმცა ბათუმელებს რამდენიმე გამორჩეული ადგილი აქვთ. მე გირჩევთ რომ ის კაფე “პორტო-ფრანკოში” მიირთვათ. 

 

თუ თქვენი გასტრონომიული ფანტაზია ზღვის პროდუქტებსაც მოიცავს და გინდათ, რომ კერძი ეგზოტიკურადაც გამოიყურებოდეს, აუცილებლად დააგემოვნეთ მიდიები.

მას რამდენიმენაირად ამზადებენ, თუმცა ყველაზე პოპულარული თეთრი ღვინით მომზადებული მიდიებია. თუ ამ კერძით უკვე დაინტერესდით, აუცილებლად ეწვიეთ კაფე “ფან-ფანს”, რომელიც ბულვარში მდებარეობს.  ზღვის პროდუქტების მირთმევა თევზის ბაზართან მდებარე რესტორნებშიც შეგიძლიათ, სადაც თქვენ თვალწინ მოამზადებენ შავ ზღვაში დაჭერილ თევზს. 

 

დასვენება თუ შოპინგი – აქ აზრი ყოველთვის ორად იყოფა.

თუმცა, შეგიძლიათ ორივე ვარიანტი გამოიყენოთ. თუ შოპინგი გადაწყვიტეთ, თიბისი სტატუსის კლიენტებისთვის მაღაზია “დოთს”-ს 15%-იანი ფასდაკლება აქვს. აქცია ძალაშია ჯაზ-ფესტივალის დასრულებამდე.  

 

რაც შეეხება დასვენებას, ზღვა იდეალური გამოსავალია.

აუცილებლად ეწვიეთ “ივერია ბიჩს”, რომელიც ფესტივალის მიმდინარეობისას თიბისი სტატუსის სანაპიროდ გადაიქცევა. თიბისი სტატუსის კლიენტებისთვის აქ 2%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ზღვა, კომფორტული შეზლონგები, ბარი, სამზარეულო და მუსიკა – ერთ სივრცეში ერთიანდება, რაც საუკეთესო დასვენების წინაპირობაა.   თუმცა ეს ყველაფერი არ არის – თიბისი სტატუსის ინიციატივით 14:00-დან 17:00-მდე ე.წ. happy hours-ს რეჟიმი ამოქმედდება, რაც უამრავ საჩუქართან ერთად ალკოჰოლურ სასმელებსა და კოქტეილებზე ფასდაკლებებს და აქციებსაც მოიცავს. 

 

თუ ელექტრონული მუსიკა გიყვართ,  შეგიძლიათ Line up-ს “ივერია ბიჩ”-ის ფეისბუქ გვერდზე ახლავე გადახედოთ.

თიბისი სტატუსის სანაპიროზე ქართველი და უცხოელი დიჯეები დაუკრავენ. რაც შეეხება მოწვეულ დიჯეებს, 18 და 19  ივლისს გერმანელი დიჯეები – დენიელ ბერჰეინი და სედრიკ დეკოვსკი დაუკრავენ. 20 და 21 ივლისს კი სცენას Sugar Free და Quest დაიკავებენ. 

 

თუ მუსიკის გარდა ფოტოგრაფიაც გხიბლავთ, 20 ივლისს, 19:00 საათზე, „თიბისი გალერეაში“ გურამ წიბახაშვილის გამოფენას შეგიძლია ეწვიოთ.

გამოფენის პარალელურად გაიმართება წიგნის –  „ზამთარი გადატანილიას“ პრეზენტაციაც. წიგნი გურამ წიბახაშვილის 250-მდე ფოტოს, მის ისტორიებს და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებს აერთიანებს და ის გამომცემლობა „ინდიგოსთან“ თანამშრომლობით შეიქმნა.  

გურამ წიბახაშვილის ფოტორეპორტაჟები  საქართველოს ისტორიის იმ გარდამტეხ მონაკვეთს ასახავს, რომელშიც, ერთი მხრივ, ახალდაბადებული სახელმწიფო ომს, შიმშილს და სიცივეს ებრძვის, მეორე მხრივ კი საბჭოთა კავშირს თავდაღწეულ ქვეყანაში თანამედროვე ხელოვნება მოულოდნელად იწყებს აყვავებას.    გამოფენა თიბისი გალერეაში 20 აგვისტომდე დარჩება. 

 

ყველაფრის კულმინაცია კი, რა თქმა უნდა, Black Sea Jazz Festival-ია.

ფესტივალი 18 ივლისს ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჩატარდება. ცნობისთვის: თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის ონლაინ და სალაროში შეძენილ ბილეთებზე 20% ქეშბექი მოქმედებს. ვიპ პაკეტი და აბონემენტი მოიცავს After Party-ზე დასწრებას. ასე რომ, წინ დაუვიწყარი ჯაზ-თავგადასავალი გელოდებათ – ჯაზი, ზღვის მარილის არომატით. 

 


რეკომენდებული სტატიები
ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ყველა, ვინც ერთხელ მაინც ჩავა ბათუმში, აუცილებლად უნდა ეწვიოს ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. ულამაზესი მწვანე კონცხი ბათუმიდან 9 კილომეტრში მდებარეობს და სხვადასხვა ქვეყნის უნიკალური ფლორისტული კოლექციებითაა განთქმული
რა უნდა ვნახოთ ბათუმში

რა უნდა ვნახოთ ბათუმში

რა უნდა ვნახოთ ბათუმში
ბათუმში უამრავი მუზეუმი, არქიტექტურული თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ან უბრალოდ ლამაზი ადგილია, რომლის ნახვაც შეგიძლიათ და რომლებზეც ამ სტატიაში შეიტყობთ
რა შეიძლება აკეთოთ ბათუმში, როცა უკვე ყველაფერი ნახეთ და გააკეთეთ

რა შეიძლება აკეთოთ ბათუმში, როცა უკვე ყველაფერი ნახეთ და გააკეთეთ

რა შეიძლება აკეთოთ ბათუმში, როცა უკვე ყველაფერი ნახეთ და გააკეთეთ
იმ შემთხვევაში, თუ ზღვამ და ტურისტულმა მარშრუტებმა დაგღალათ, და საღამოს საათებში აქტიური დასვენება, შოპინგი, სხვადასხვა კერძის დაგემოვნება ან ალკოჰოლით ოდნავი მოდუნება გადაწყვიტეთ, არჩევანის თავისუფლება ნამდვილად გაქვთ. ამ შემთხვევაშიც ყველაფერი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.