fbpx

ყველაზე პოპულარული ტური სოციალურ მედიაში – მოგზაურობა ჩერნობილში


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმნაიშვილი

 

„მარტო აქედან მივდივართ თუ იქიდანაც ჩამოვალთ უეჭველი რამდენიც წავედით იმდენი? 😂😂😂“

„1200 ლარში დაკრძალვის ხარჯებიც შედის? 😂“ 

„იქითას ფასია 200 თორემ აქეთ 4 ან 5 დაბრუნდებით და ამიტომაც ღირს 1000 😂😂😂”

„სამოგზაურო დაზღვევა ალბათ არ მოქმედებს 😂😂”

„ჩერნობილი“-ს მეორე სეზონში მონაწილეობისთვის არ არის ძვირი…“

„საოცარი თავგადასავალი მათთვის ვისაც უნდა სიმაღლეში მომატება 😂“ 

„მარტო კომენტარების კითხვა ღირს 1200 😂😂“

 

ალბათ ყველა ფეისბუქმომხმარებელს ჰქონია შემთხვევა, როცა ამა თუ იმ გვერდზე მხოლოდ კონკრეტული  პოსტის კომენტარების წასაკითხად შესულა. ამჯერად ასეთი კომენტარები ერთ-ერთ ტურისტულ შეთავაზებას ეძღვნება – ტურს ჩერნობილში.

თუმცა, მიუხედავად  იუმორისტული გამოხმაურებისა, ტური რეალურია და საქართველოდან პირველი ჯგუფი უკრაინის მიმართულებით 16 აგვისტოს გაემგზავრება.

 

გოგა ქუცნიაშვილი, ტურისტული სააგენტო „ვოიაჟერ 365“:

„იდეა, არ გაგიკვირდებათ, რომ  სერიალიდან წამოვიდა. თან ცნობილია, რომ ბოლო დროს ჩერნობილის მიმართულებით 40-50%-ით არის გაზრდილი ტურისტების რაოდენობა. ჩვენ არ ვართ ნოვატორი ქვეყანა, რომელიც ამ ტურს სთავაზობს მომხმარებელს. 

ჩვენ  ნოვატორი ვართ მხოლოდ საქართველოში. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ტურისტული კომპანიაა, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩერნობილში ტურებს აწყობს. გარდა ამისა, ტურისტული კომპანიების გვერდის ავლითაც ძალიან ბევრი ტურისტი მოგზაურობს იქ. 

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ქართველ მომხმარებელსაც შევთავაზოთ ეს ტური, მით უმეტეს, რომ სერიალიც ძალიან პოპულარული გახდა საქართველოში და რატომაც არა.“

ტური  3-დღიანია. აქედან 2 დღეს ტურისტები კიევში გაატარებენ, მესამე დღე კი ეძღვნება 12-საათიან ვიზიტს ჩერნობილსა და პრიპიატში, სადაც 40-მდე ადგილს  ნახავენ – მათ შორის საავადმყოფოს, რომელშიც პირველად მიიყვანეს მეხანძრე-მაშველები, ასევე საბჭოთა კავშირის ფარულ სადგურებს, ქალაქ პრიპიატს და გარკვეული დისტანციიდან – თავად ჩერნობილის სადგურსაც. 

თუმცა მთავარი კითხვა, რაც ამ ტურის გარშემოა და რაც  სწორედ ასეთი გამოხმაურების მიზეზი გახდა სოციალურ ქსელში – ტურისტების უსაფრთხოებაა.

 

გოგა ქუცნიაშვილი:

„უსაფრთხოების ზომები გარანტირებულადაა დაცული. ტურისტულ ზონებში რადიაციის  დონე მინიმუმამდეა შემცირებული. კომპანიას, რომლის მეშვეობითაც ვაკეთებთ ამ ტურს, უკვე მეექვსე წელია აქტიურად დაჰყავს ტურისტები ამ ზონაში. 

ეს ადგილობრივი ტურისტული კომპანიაა და ეს რომ უსაფრთხო არ იყოს, არავინ მისცემდა მათ ამის გაკეთების უფლებას. მათ სახელმწიფო დონეზე აქვთ ნებართვა და ოფიციალურად იმართება ეს ტურები. 

თითოეულ ტურისტს ურიგდება რადიაციის საზომი სპეციალური ხელსაწყო და თვითონ შეუძლიათ გაზომონ გამოსხივების დონე კონკრეტულ ადგილებში. 

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ადგილზე რადიაციის დონე მოიმატებს, თავად სააგენტოს წარმომადგენლები დაატოვებინებენ მათ ტერიტორიას. 

რადიაცია ნული არ არის, რა თქმა უნდა, თუმცა არც  იმ დონეზეა, რომ 12-საათიანი ვიზიტის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმს რაიმე ავნოს.“

 

ამ ეტაპზე ჩერნობილის მიმართულებით საქართველოდან მხოლოდ ერთი ტურია დაგეგმილი. მომხმარებლის დაინტერესების შემთხვევაში კი ტური მრავალჯერად სახეს მიიღებს.

 


რეკომენდებული სტატიები
ტორტი "ჩერნობილი" და კულინარიის ახალი ჰორიზონტები
Play Video

ტორტი "ჩერნობილი" და კულინარიის ახალი ჰორიზონტები

ტორტი "ჩერნობილი" და კულინარიის ახალი ჰორიზონტები
ტკბილი მედიუმის - ტორტების - გამოყენებით, ჰეიმარკი ქმნის საშინელი კატასტროფების “დესერტის სკულპტურებს” იმის ხაზგასასმელად, რომ ეს კატასტროფები მედიის გავლით პოპულარული გართობის კონსიუმერულ ფორმებად იქცევა ხოლმე
ვიდეო მოგზაურობა საქართველოში
Play Video

ვიდეო მოგზაურობა საქართველოში

ვიდეო მოგზაურობა საქართველოში
წარმოგიდგენთ უახლოესი პერიოდის საქართველოში მოგზაურობისას გადაღებულ ვიდეოებს, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ ახალი მოსანახულებელი ადგილების აღმოსაჩენად
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.