ტორტი “ჩერნობილი” და კულინარიის ახალი ჰორიზონტები


გააზიარე სტატია

 

მაშინ როცა ჩვენ ვამაყობთ ისეთი ტორტებით, რომლებიც “არ ჩაგვივარდა”, ან მარციპანით გაკეთებული “ტალღების ეფექტით”, ჰეიმარკი – ადამიანი, რომელიც Edible Freaks-ის სახელით მოღვაწეობს – ტორტებს იმის საკვლევად იყენებს, თუ როგორ ხდება ტრავმები “მოხმარების საგანი” მედიის გავლით, რომელიც ადამიანების მოქმედებით გამოწვეული საშინელი კატასტროფების ჰიპერრეალურ მოდელირებას ახდენს.

ტკბილი მედიუმის – ტორტების – გამოყენებით ჰეიმარკი ქმნის საშინელი კატასტროფების “დესერტის სკულპტურებს” იმის ხაზგასასმელად, რომ ეს კატასტროფები მედიის გავლით პოპულარული გართობის კონსიუმერულ ფორმებად იქცევა ხოლმე.

 

 

როდესაც მაისში HBO-ს სერიალი “ჩერნობილი” გამოვიდა ეკრანებზე, ჰეიმარკმა გადაწყვიტა შეექმნა ტორტი მსოფლიოს ამ უსაშინლესი ბირთვული კატასტროფის აღსანიშნავად, რომელსაც ხანგრძლივი ეკოლოგიური და ჯანმრთელობისთვის დამანგრეველი შედეგი ჰქონდა. 

გარდა ჩერნობილის ექსცენტრიკული ტორტი-ქანდაკებისა,  ჰეიმარკმა უმცირესი დეტალების სიზუსტით შექმნა ოკლაჰომა სიტის აფეთქების ნანგრევების ტორტიც. აშშ-ში განხორციელებულ ამ შიდა ტერორისტულ აქტს 168 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის – 19 ბავშვი.

 

 

საინტერესოა, რატომ უნდა გასჩენოდა ვინმეს  კატასტროფული მოვლენების მიხედვით დესერტის შექმნის სურვილი? ჰეიმარკი, რომელმაც პენ სტეიტის უნივერსიტეტში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა, ტორტებით ექსპერიმენტები ფილადელფიის საცხობებში მუშაობისას დაიწყო. 

ადამიანებისგან  გამოწვეული კატასტროფების მიხედვით “საჭმელი ხელოვნების” შექმნა ერთი შეხედვით არცთუ კარგ გემოვნებაზე უნდა მიუთითებდეს, რაც საშინელი მოვლენების რომანტიზებას ემსახურება და ხელოვნებაში “ნანგრევების პორნოგრაფიის” სახელითაა ცნობილი. მაგრამ ჰეიმარკისთვის ეს ტორტის პროექტები საზოგადოების განვითარების ტენდენციებთან დაკავშირებული შიშების გამოხატვის საშუალებაა. 

“ჭამის აქტი იმ ჰორორის დაძლევის ყალბ შეგრძნებას აღვივებს, რომელიც ჩვენს ქვეცნობიერშია დაბუდებული. ჩვენ ვჭამთ ამ მხეცს. ეს ურთიერთგანადგურების აქტია, ისევე როგორც თავად ეს კატასტროფები.” 

“კატასტროფების ტორტების” შესახებ ჩვენ ჰეიმარკს გავესაუბრეთ.

 

View this post on Instagram

🌫RICHARD RAMIREZ🌫THE NIGHT STALKER 🌫Ricardo Leyva Muñoz Ramírez, known as Richard Ramirez (February 29, 1960 – June 7, 2013), was an American serial killer, rapist, and burglar. His highly publicized home invasion crime spree terrorized the residents of the greater Los Angeles area, and later the residents of the San Francisco area, from June 1984 until August 1985. Prior to his capture, Ramirez was dubbed the "Night Stalker" by the news media. He used a wide variety of weapons, including handguns, knives, a machete, a tire iron, and a hammer. Ramirez, who was an avowed Satanist, never expressed any remorse for his crimes. The judge who upheld his thirteen death sentences remarked that Ramirez's deeds exhibited "cruelty, callousness, and viciousness beyond any human understanding".[1] Ramirez died of complications from B-cell lymphoma while awaiting execution on California's death row 🌫 unadulterated evil 🌫 survivors of his violence unanimously remarked on his halitosis 🌫 he was publicly chased and captured by a mob of LA residents 🌫 #richardramirezdiedtodayofnaturalcauses

A post shared by 🦠🦠🦠 (@ediblefreaks) on

 

მოგვიყევი შენი ბექგრაუნდის შესახებ, რით ირჩენ თავს ტორტების შეკვეთების გარდა?

ახლა ოფის-მენეჯერად ვმუშაობ. ვყიდი ნახატებსა და მაისურებს. წარმოშობით ფილადელფიის გარეუბნიდან ვარ, ამჟამად კი კენსინგტონში, ბრუკლინში ვცხოვრობ. 

 

რა გიზიდავს ტორტების, როგორც მედიუმის გამოყენებისას?

ტორტი ჩემთვის გასართობი და პრაქტიკული მედიუმია. ცხობა ყოველთვის მიყვარდა, იმიტომ რომ ეს მე მამშვიდებს და თანაც ჭამა ძალიან მიყვარს. როგორც არტისტს, ძალიან მსიამოვნებს ახალი ტექსტურის შექმნის ექსპერიმენტები და მაყურებლის ჩართვის ახალი გზები. 

ნიუ-იორკში როცა გადმოვედი, ცოტა ფული და სივრცე მქონდა, მაგრამ ტორტების მასალა ჩემთვის ხელმისაწვდომი იყო და სამზარეულოში ღუმელი და დახლიც მქონდა. 

პრაქტიკული კუთხით რომ შევხედოთ, ეს იაფი, ეკოლოგიური და კომპოსტირებადი საშუალებაა და რისკის ფაქტორიც დაბალია. ეს ხომ უბრალოდ ტორტია! შეგიძლია პირველი ნიმუში შეჭამო, ხოლო მერე აიღო და ახალი გამოაცხო.

 

1561991784638-unnamed

 

რა უძღოდა წინ შენი “კატასტროფების ტორტების” შექმნას? როგორ შეარჩიე ამისთვის “შესაფერისი” კატასტროფები. 

ადამიანის საქმიანობით გამოწყვეული ნგრევის ამბები ისევე ყოვლისმომცველია, როგორც დაბადების დღის ტორტები. ეს კატასტროფები იმიტომ ავარჩიე, რომ ისინი მოიცავენ ჩვენს სიღმისეულ კულტურულ შფოთვებს. 

ტორტების საშუალებით მე ისეთ ავარიას ვაკეთებ, რომელსაც თვალს ვერ მოაშორებ, ან ისეთ საშინელ ახალ ამბავს გადმოვცემ, რომლის გასინჯვისგანაც თავს ვერ შეიკავებ. მე ვიღებ ყველასთვის ნაცნობ ცდუნებებს და მათ ამაზრზენ ფორმებს ვაძლევ. მაყურებელი ერთდროულად დგება სურვილისა და გულისრევის შეგრძნებების პირისპირ. მაყურებელი მონაწილეობს იმ საშინელი ამბების ჭამაში, რასაც მედია და მთავრობები გვიყვებიან. 

კატასტროფებს მიზანმიმართულად ვარჩევ. პირადად ჩემთვის ეს ის რეალური საშინელებებია, რომლებთან ერთადაც გავიზარდე. მაგრამ უფრო დიდ კულტურულ მასშტაბებში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულიად სხვადასხვა ისტორიული კონტექსტებიდან გამომდინარეობს, ორივე მათგანი ცხადში ახდენილი საშინელი სიზმრებია: ჩერნობილის შემთხვევაში –  უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტრანსფორმაციისთვის ბირთვული ენერგიის დამორჩილება; ოკლაჰომა სიტის ტერაქტის შემთხვევაში – მაკვეის “გამოხატვის თავისუფლების” პერვერსია და მკვლელობის თავისუფლებად გარდასახვა საკუთარი მოსაზრების გამოსახატად. 

ამ ორივე შემთხვევამ მთელ ქვეყნებს ხანგრძლივი ტრავმები დაუტოვა (უდიდესი ბირთვული კატასტროფა ისტორიაში, იმ დროისთვის ყველაზე სისხლიანი ტერაქტი ამერიკის მიწაზე).

 

View this post on Instagram

Carrie White burns in hell 👸🏼 📹 @skrzat

A post shared by 🦠🦠🦠 (@ediblefreaks) on

 

ვინმეს თუ მიუღია შეურაცხყოფად “კატასტროფების ტორტები”?

ასე პირდაპირ ჩემთვის არავის უთქვამს, რომ რასაც ვაკეთებ მიუღებელია, თუმცა თავისთავად იყო ნეგატიური რეაქციებიც. ერთხელ, როცა ერთ ბიჭს ვუთხარი, რომ ოკლაჰომა სიტის დაბომბვის ტორტს ვაკეთებდი, თქვა “უუუფფ” და შემდეგ ტერაქტთან დაკავშირებით ძალიან სპეციფიკური შეკითხვები დამისვა. 

ვფიქრობ, რომ მას უნდოდა გამოვეჭირე უცოდინრობაში ტერაქტის დეტალებთან დაკავშირებით, რაც იმის ნიშანი იქნებოდა, რომ გაუთვითცნობიერებული ვიყავი ამ სისხლისღვრასთან დაკავშირებით – ანუ, რომ ჩავწვდომოდი იმ დღის საშინელებას, თითქოს აღარ გავაკეთებდი იმას, რასაც ვაკეთებდი. 

სინამდვილეში, კატასტროფის ისტორია და კონტექსტი ჩემი ჩანაფიქრის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ იმის გაგებაც შემიძლია, თუ რატომ შეიძლება ეს ვინმეს ეწყინოს. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ “კატასტროფების ტორტების” კეთება ძალიან ცუდ გემოვნებაზე მიუთითებს, მაგრამ მე ცუდი გემოვნების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

 

1561991833384-Chernobyl-4

 

კიდევ თუ აპირებ სხვა “კატასტროფის ტორტის” გაკეთებას?

აუცილებლად! მინდა, რომ მალე გავაკეთო Exxon Valdez-ის (ნავთობის დაღვრის) ტორტი, ან შესაძლოა – პომპეიც. ასევე სიამოვნებით გავაკეთებდი ჯონ ვეინ გეისის (ამერიკელი სერიული მკვლელი) მთლიანი სხეულის ტორტს, თავისივე კლოუნის კოსტიუმში. 

ორიგინალი: https://www.vice.com/


რეკომენდებული სტატიები
HBO-ს "ჩერნობილის" მსახიობები და მათი რეალური პროტოტიპები

HBO-ს "ჩერნობილის" მსახიობები და მათი რეალური პროტოტიპები

HBO-ს "ჩერნობილის" მსახიობები და მათი რეალური პროტოტიპები
ნახეთ, ვინ იყვნენ სერიალ “ჩერნობილის” გმირების ნამდვილი პროტოტიპები, მათი ცხოვრებისა და სიკვდილის რეალური ფაქტებით.
"სახლის მცხობელები" თბილისში

"სახლის მცხობელები" თბილისში

"სახლის მცხობელები" თბილისში
გთავაზობთ სხვადასხვა თაობის 2 მცხობელის ინტერვიუს, რომლებიც კლიენტებისთვის ნამცხვრებსა და ტორტებს თავიანთ ბინებში ამზადებენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.