22 ივლისი დილიდან
.jpg)
მოდის ყველაზე გავლენიანმა ჟურნალმა VOGUE-მა 2009 წლიდან ჩატარებული 12 ყველაზე მნიშვნელოვანი მოდის ჩვენება გამოყო და მათ შორის ორჯერ მხოლოდ ერთი დიზაინერის, ქართველი დემნა გვასალიას ჩვენება მოხვდა: ვეტმოს 2015 წლის შემოდგომის და ბალენსიაგას 2016 წლის ასევე შემოდგომის ჩვენება.
წყარო: https://www.vogue.com/

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლუკა გუგეშაშვილი ფინალში რუს ბეკბულატოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა ხვიჩა აბულაძე, რომელიც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრია. მან გადამწყვეტი პაექრობა აზერბაიჯანელ გურბანოვთან დათმო. ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნიკა ბროლაძე. ქართველმა ფალავანმა რეპეშაჟში თურქ იურტადას მოუგო. მე-3 ადგილზე გავიდა დავით აბდალაძე, რომელიც თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრია. აბდალაძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა პოლონელ სობოლევსკის მოუგო.
წყარო: https://1tv.ge/

მარველის “შურისმაძიებლების” დასკვნითმა ნაწილმა ჯეიმს კამერონის ავატარის რეკორდი მოხსნა და კინოგაქირავების ლიდერი გახდა. ამ ეტაპისთვის ფილმის შემოსავალი 2,790 მილიარდი დოლარია.
წყარო: https://www.bbc.com/
შოუ რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე II დიდის ისტორიას მოგვითხრობს, მთავარ როლს კი ოსკაროსანი ბრიტანელი მსახიობი ჰელენ მირენი ასრულებს.
წყარო: https://www.youtube.com/

პორტმანი მარველის ფილმის გაგრძელებაში Thor: Love and Thunder თორის როლს მოირგებს. ფილმში ითამაშებს ტესა ტომპსონიც, რომელიც მარველის ისტორიაში პირველი ბისექსუალი სუპერგმირის როლს შეასრულებს. ფილმის სცენარისტი და რეჟისორი ტაიკა ვაიტიტი იქნება.
წყარო: https://www.theguardian.com/