30 ივლისი დილიდან
CNN-მა თბილისი ევროპის 20 ულამაზეს ქალაქს შორის დაასახელა.
თბილისთან ერთად სიაში მოხვდნენ – ანტვერპენი, სარაევო, მალმო, ბერნი, ვროცლავი, მინსკი, ერევანი, ანკარა, ტურინი და ა.შ.
წყარო: https://edition.cnn.com/
31 ივლისს, 15:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოდარბაზში გამოვლინდება საქართველოს კანდიდატი ფილმი ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის.
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 5 ქართული ფილმია წარმოდგენილი:
- ნინო ჟვანიას “აღლუმი”
- მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება”
- დიმიტრი ცინცაძის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”
- გიგიშა აბაშიძის “მეზობლები”
- დიმიტრი ცინცაძის “შინდისი”
სპეციალური კომისია გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრის საფუძველზე ფილმების ნახვის შემდეგ მიიღებს.
წყარო: http://beta.gnfc.ge/
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამა ცნობილია
ფესტივალი, რომელიც წელს მეთერთმეტედ იმართება, 23 სექტემბერს დაიწყება და ერთ თვეს გაგრძელდება. საერთაშორისო პროგრამას ცნობილი ბრიტანელი მოცეკვავეების – ჯოუელ ბრაუნისა და ივ მაცოს დუეტი გახსნის. სპექტაკლი „ასთერთმეტი“, როგორც ბრიტანული პრესა წერდა, „ვიზუალურად გასაოცარი და შთამბეჭდავია…“
საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამაშია თეატრალური დასების წარმოდგენები ესპანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, უეინ მაკგრეგორის ცეკვის სტუდიის გამოსვლა ბრიტანეთიდან. ფესტივალზე კვლავ იქნება წარმოდგენილი თანამედროვეობის ცნობილი რეჟისორის, ოსკარას კორშუნოვასის დადგმა – ამჯერად ლიეტუვას ნაციონალური თეატრისა და ავინიონის ფესტივალის ერთობლივი სპექტაკლი „ტარტიუფი“.
თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება ქართული სპექტაკლების პროგრამა.
წყარო: https://1tv.ge/news/
BOJACK HORSEMAN-ის შემქმნელები ახალ სერიალს იღებენ
Amazon Prime Video-ზე სულ მალე ახალი შოუ Undone გამოჩნდება. შოუში მთავარი გმირი გარდაცვლილ მამას ეკონტაქტება, რომელიც ცდილობს დროში მოგზაურობა ასწავლოს და საკუთარი თავი სიკვდილისგან დაიხსნას. სერიალის პრემიერა 13 სექტემბერს შედგება.
წყარო: https://www.youtube.com
თრეილერი: ენ ჰეთეუეი, ტინა ფეი, სალი ფილდი და სხვა ვარსკვლავები ახალ სერიალში თამაშობენ.
Modern Love ამაზონის ახალი სერიალია, რომელიც ეკრანებზე 18 ოქტომბერს გამოვა. შოუ დაეყრდნობა New York Times-ის ერთ-ერთ სვეტს და მოგვითხრობს ადამიანების ურთიერთობებსა და გრძნობებზე.
წყარო: https://www.youtube.com/
Vogue-ის სექტემბრის ნომრის რედაქტორი მეგან მარკლი იქნება და ის ქალებს მიეძღვნება.
ახალი ნომრისთვის მეგანმა ის ქალები შემოიკრიბა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ცვლილებისთვის იბრძვიან. მათ შორის არიან აქტივისტი გრეტა თანბერგი, ახალი ზელანდიის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი ჯაკინდა ანდერნი, მსახიობი და ასევე აქტივისტი ჯეინ ფონდა და სხვები.
წყარო: https://edition.cnn.com/