fbpx

31 ივლისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

Forbes მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.

Katskhi pillar. Georgian landmarks. The church on a rocky cliff.

ჟურნალისტი  სტატიაში – “ამ ვირუსული ფეისბუქჯგუფის წყალობით ყველა საქართველოზე ფიქრობს” – მკითხველს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  ათდღიან ტურებს ურჩევს. 

წყარო: https://www.forbes.com/

 

3 აგვისტოდან  კინოთეატრ “ამირანში” თანამედროვე კინოკლასიკა დაბრუნდება

თიბისი სტატუსი x ამირანის კინოკოლექცია ყოველთვიურად შეივსება სტენლი კუბრიკის, პოლ ტომას ანდერსონის, ალფრედ ჰიჩკოკის, მიქელანჯელო ანტონიონის, ტიმ ბარტონის, ტერენს მალიკის, მილოშ ფორმანის, ვიმ ვენდერსის, იგმარ ბერგმანის, ვუდი ალენის და სხვა ლეგენდარული რეჟისორების უკვდავი ფილმებით. 3 აგვისტოს კი თიბისი სტატუს x ამირანის კინოკოლექცია კვენტინ ტარანტინოს ფილმოგრაფიით გაიხსნება. 

აფიშა:

  • 3 აგვისტო – “კრიმინალური საკითხავი”
  • 4 აგვისტო – “ჯეკი ბრაუნი”
  • 5 აგვისტო – “უსახელო ნაბიჭვრები”
  • 6 აგვისტო – “მოკალი ბილი”  (ნაწილი 1); “მოკალი ბილი” (ნაწილი 2)

ბილეთის ფასი 15 ლარი; აბონემენტი 50 ლარი
დასაწყისი  21:00 საათი
ენა: ინგლისური

 

Peaky Blinders-ის მეხუთე სეზონის პირველი ტრეილერი გამოვიდა.

BBC One-მა სერიალ Peaky Blinders-ის მეხუთე სეზონის პირველი ტრეილერი გაავრცელა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება ახალი სეზონის სატელევიზიო პრემიერა. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

Call Me By Your Name-ისა და Suspiria-ის რეჟისორი ლუკა გუადანინო ვორნერ ბრაზერსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

Luca Guadagnino

სტუდიას სურს, რომ გუადანინომ უილიამ გოლდინგის კლასიკა “ბუზთა ბატონი” გადაიღოს, რომლის ეკრანიზაციის უფლებაც 2017 წელს შეიძინა. საუბარია იმაზეც, რომ რომანის მიხედვით უკაცრიელ კუნძულზე  აღმოჩენილი ბიჭების ჯგუფი ფილმში შესაძლოა გოგონებით შეიცვალოს.

წყარო: https://www.indiewire.com/

 

მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი The Irishman, რომელშიც რობერტ დე ნირო და ალ პაჩინო თამაშობენ, ნიუ-იორკის კინოფესტივალს გახსნის

ნეტფლიქსის ფილმი ლეგენდარული რეჟისორისა და ცნობილი კინოვარსკვლავის, რობერტ დე ნიროს მეცხრე კოლაბორაციაა. სცენარის ავტორი სტივ ზეილიენია, რომელმაც ჩარლზ ბრენდტის წიგნის, I Heard You Paint Houses-ის ადაპტაცია მოამზადა.

წყარო: https://www.theguardian.com

 

დევიდ ფინჩერმა Mindhunter-ის მეორე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა

ახალ სეზონში FBI-ის აგენტები ჰოლდენ ფორდი და ბილ ტენჩი ბავშვების მკვლელობის საქმეს იძიებენ, რომელიც 1970-იანი წლების ბოლოსა და 1980-იანი წლების დასაწყისში მოხდა. 

სერიალში ასევე გამოჩნდება ჩარლზ მენსონი – მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამნაშავე. მეორე სეზონში 10 სერია იქნება, პრემიერა კი 16 აგვისტოს იგეგმება. 

წყარო: https://www.youtube.com/


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.