fbpx

6 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დამთვალიერებელთა ნაკადის ზრდის გამო ლუვრში შეზღუდვები დაწესდა

Paris's overcrowded Louvre to make reservations compulsory

მუზეუმში მოხვედრა მხოლოდ წინასწარ, ელექტრონულად დაჯავშნის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ადგილობრივი მედია ახალი რეგულაციის მიზეზად მუზეუმში მიმდინარე სამუშაოებსაც ასახელებს, რის გამოც მთავარ ექსპონატს, ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ დროებით ადგილი შეუცვალეს. ის ლუვრის რიშელიეს ფრთაში დაკიდეს.

წყარო: https://www.thelocal.fr/

 

ქართული კრივის ისტორიაში პირველად თბილისი ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.

Image may contain: 3 people, people standing

საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 30 ნაკრები ეწვია. მოკრივეები მედლებისთვის ერთი კვირის განმავლობაში იბრძოლებენ. ევროპის ჩემპიონატი 11 აგვისტოს დასრულდება.

წყარო: https://www.facebook.com

 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალის მასტერსზე პირველი წრე მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალის „მასტერსზე“ პირველი წრე მოიგო

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე სერბი დუშან ლაიოვიჩი იყო, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 28-ე ადგილზეა. საკმაოდ მძიმე შეხვედრა ბასილაშვილმა სამ სეტში მოიგო. მეორე წრეში ბასილაშვილი გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს შეხვდება. 

წყარო: https://1tv.ge/

 

7 აგვისტოდან ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ქეთი დავლიანიძის ნახატების გამოფენას უმასპინძლებს

ექსპოზიცია სახელწოდებით “აფხაზეთი“ აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს ეძღვნება. ავტორს აფხაზეთთან პირადი ისტორია აკავშირებს. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ქეთი დავლიანიძის ნახატების გამოფენა 7-დან 14 აგვისტომდე გაგრძელდება.

 

ჯულიანა მური სტივენ კინგის მიერ დაწერილ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს.

Each of the eight episodes of the limited series will be written by King, who adapts his 2006 psychological horror and romance novel.

სერიალი Apple-ის ახალ სტრიმინგ-სერვისზე გავა და მას რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსი გადაიღებს. 8-ეპიზოდიანი შოუ კინგის მიერ 2006 წელს დაწერილი ჰორორის ჟანრის რომანის ადაპტაცია იქნება. 

წყარო: https://www.hollywoodreporter.com

 

ფეისბუქი ინსტაგრამსა და WhatsApp-ს სახელს უცვლის.

Instagram-ს სახელი გადაერქმევა და ის Instagram from Facebook გახდება, იგივე ბედს გაიზიარებს WhatsApp-იც, რომელიც მალე WhatsApp from Facebook-ის სახელით მოგვევლინება. ამ ეტაპზე უცნობია როდიდან დაიწყებს კომპანია ცვლილებების დანერგვას. 

წყარო: https://www.theverge.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
5 აგვისტო დილიდან

5 აგვისტო დილიდან

5 აგვისტო დილიდან
დილა მშვიდობისა! დილიდან წაიკითხეთ, რას წერს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გერმანული გამოცემა შეუდარებელი ქართველი მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის შესახებ.
ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში

ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში

ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში
იმის მიუხედავად, რომ ჩვენს დედაქალაქში ბოლო წლებში საკმაოდ იმატა ე.წ. კომპანიონი ცხოველების მსურველთა რაოდენობამ, ვერ იპოვით ბევრ ადამიანს, ვისაც ეგზოტიკური, ანდა „უცნაური“ შინაური ბინადარი ჰყავს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.