fbpx

ამბავი იმაზე, თუ რა არის სკუტერი და რატომ არის ის დღევანდელი სატრანსპორტო კოლაფსიდან ერთადერთი მარტივი გამოსავალი


გააზიარე სტატია

 

ეს სტატია კი სარეკლამოა, მაგრამ სინამდვილეში მაგარი და არგამოსატოვებელი ამბავია.

ისთ ფოინთში  სამი ელექტროსკუტერი თამაშდება. ამ ზაფხულს გეძლევათ შანსი დიდებული მოპედი მოიგოთ და თან გარემოს დაცვაში თქვენი წვლილი შეიტანოთ.  

ახლა კი ამბავი იმაზე, თუ რა არის სკუტერი და რატომ არის ის დღევანდელი სატრანსპორტო კოლაფსიდან ერთადერთი მარტივი გამოსავალი.

სამანქანო მოძრაობა ჩვენს დედაქალაქში ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია, ან ალექსიძის ქუჩა სპორტის სასახლის უკან – ესაა ქაოსი, რომელიც ბონუსად დაბინძურებულ ჰაერსაც გვიმატებს. 

მეორადი მანქანების სიიაფემ საქართველოში მათი რაოდენობა საშინლად გაზარდა, რასაც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს აკიდებულმა ცენტრალიზაციამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი და შედეგად, ქვეყანაში არსებული ავტომობილების ნახევარზე მეტი ქალაქ თბილისში დარბის, ბოლავს და გვახრჩობს.

არ ვიცი, თუ შეამჩნიეთ, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელიწადში საღამოობით პიკის საათის საცობი დაახლოებით ორი საათითაა გაზრდილი. უფრო სწორად, ვეღარ ვიგებთ როდისაა პიკის საათი და როდის არა, რადგან ყოველთვის ვდგავართ. ვდგავართ და ვიხრჩობით. თბილისში სატრანსპორტო კოლაფსია.

ალბათ იმაშიც დამეთანხმებით, რომ საქართველოში ჩიხიდან გამოსვლაზე მხოლოდ მაშინ ვფიქრობთ, როცა უკვე გამოუვალი მდგომარეობაა და არამც და არამც არ ვცდილობთ მის პრევენციას უკანასკნელ მომენტამდე. და აი, დადგა ზუსტად ის ნანატრი დრო, როცა გამოსავალი აუცილებლად უნდა ვიპოვოთ.

ამ ჩიხიდან გამოსვლა რამდენიმენაირად შეიძლება:

  • ძველი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა და ავტომობილზე გადასახადის დაწესება
  • საქალაქო ტრანსპორტის მოწესრიგება
  • ცენტრალურ უბნებში ავტომობილით მოძრაობის გადასახადის დაწესება
  • კენტი-ლუწი სისტემის დანერგვა
  • ორბორბლიან ტრანსპორტზე გადასვლა

ჩამოთვლილი პუნქტებიდან ძირითადად ყველა რთულ, კომპლექსურ სამუშაოებს და ბევრ ფულს მოითხოვს, ერთი პუნქტის გარდა.  ყველაზე ადვილად შესასრულებელი ბოლო პუნქტია, რომელსაც სახელმწიფოს ჩარევა არ სჭირდება. ველოსიპედზე ან მოპედზე გადაჯდომა ცხოვრებას ძალიან გაგიადვილებთ, თქვენც და თქვენს თანამოქალაქეებსაც.

სკუტერი ბევრად უფრო ეკონომიური და ეკომეგობრული ტრანსპორტია, ვიდრე მანქანა, ხოლო ელექტროსკუტერი საერთოდ სამოთხეა: ხარჯი თითქმის არ აქვს, გადაადგილებისას კი მისი გამონაბოლქვი კი საერთოდ ნულია. 

ძალიან დიდი იმედი მაქვს,  ცოტათი მაინც დაფიქრდით ახლა, რომ მანქანიდან ელექტროსკუტერზე გადაჯდეთ.

ახლა კი… ტადაააამ! რეკლამა!

შანსი გაქვს, რომ ამ დიდებული ელექტროსკუტერებიდან ერთ-ერთი შენი გახდეს!  თუ რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ზაფხულში იდეალური ტრანსპორტითაც იმგზავრო,  ეკომეგობრულიც გახდე და გარემოც დაიცვა, რამდენიმე მარტივი ნაბიჯია შესასრულებელი:

  • 18 აგვისტომდე უნდა ეწვიო ისთ ფოინთს;
  • იშოპინგო, გაერთო და გადაცვალო ყოველი 50-ლარიანი ქვითარი გათამაშების ბილეთში;
  • მოაგროვო რაც შეიძლება მეტი ბილეთი და მოიგო 3 ელექტროსკუტერიდან ერთ-ერთი.

ინფორმაციას დეტალურად მიიღებთ აი ამ ბმულზე: http://eastpoint.ge/home/ge/WinScooter

მანამდე კი, სანამ თქვენ მოიგებთ, ვეცდებით, რომ მოგანდომოთ ნათელ მხარეს გადმოსვლა და გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებმაც ტრანსპორტად ელექტროსკუტერი უკვე აირჩიეს: 

 

გიორგი პოპიაშვილი – რეჟისორი, დიზაინერი

4 წელია “უნუს” ელექტრომოპედი მყავს. როცა ამინდი ხელს მიწყობს, სულ ამით დავდივარ. მანქანა მყავს, მაგრამ ეს უფრო კომფორტულია, საცობში არ იჭედები, სწრაფად მიდიხარ ერთიდან მეორე ადგილზე, პარკინგის პრობლემაც არ გაქვს. თბილისი კარგია ამ ტრანსპორტისთვის, 9 თვე შეგიძლია უპრობლემოდ იარო, ზამთრის  მშრალ და თბილ ამინდშიც მშვენივრად ივლი.

მინუსები მოპედს არ აქვს, მთავარია, ნამეტანი არ შეჰყვე რბოლას და სახიფათოდ გაძრომა არ სცადო. მე კი ვძვრები ხოლმე, მაგრამ არ მინდა, რომ ვინმემ იგივე გააკეთოს და ცუდი მაგალითი მივცე.

უპირატესობა ჩვეულებრივ მოპედთან შედარებით:

თავი უკეთესი ადამიანი მგონია, რადგან გამონაბოლქვი არ აქვს. აბსოლუტურად უხმაუროა და ძალიან მსიამოვნებს ხალხის გაკვირვებული სახეები, უხმაუროდ რომ დავდივარ.  ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია, “იამაჰას” რეტრო დიზაინია.

ნაკლი

ელექტრომოპედი პრაქტიკულად უნაკლო ტრანსპორტია, ერთადერთ ნაკლად მისი ფასი შეიძლება ჩაითვალოს, რაც ხელს უშლის, რომ მასობრივი გახდეს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ოდნავ ძველი მოდელები ძვირი აღარ ღირს და მისი შეძენა ასე თუ ისე შესაძლებელია

 

ნიკა ბოჭორიშვილი – კომპანია “მეტროს” დამფუძნებელი

სამსახურში არ მაქვს არც ოთახი, არც კაბინეტი, არც მაგიდა.  ყველაზე მნიშვნელოვან რამეებზე ვფიქრობ და გადაწყვეტილებას ვიღებ მგზავრობისას. ასე აღმოვაჩინე საფიქრელად ყველაზე კარგი  ტრანსპორტი – ელექტროსკუტერი. მისი ყიდვის შემდეგ ჩემი პროდუქტიულობა გასამმაგდა, რადგან მგზავრობისას ხმაური ხელს არ მიშლის, ყურებში მუსიკა მაქვს, თავში ფიქრი.

ძალიან ლამაზი და დახვეწილი რომაა, ამაზე აღარაფერს ვიტყვი. ერთი სიტყვით, ჩემო მეგობრებო, თუ გინდათ, რომ ბიზნესში წარმატებას მიაღწიოთ, იყიდეთ ელექტროსკუტერები და იფიქრეთ. წინსვლა გარანტირებულია!

 

ნინი დარჩია – ხელოვნებათმცოდნე

ელექტრომოპედი ძალიან უცნაურად და დაუგეგმავად გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში – 4 წელია, რაც მანქანას თავად ვმართავ და გადაადგილების პრობლემა ასე თუ ისე არ მაქვს. თუმცა, ვინც თბილისში 7 საათის შემდეგ მანქანით მოძრაობს, ეცოდინება, ეს რამხელა დისკომფორტია. ასევეა მანქანის პარკირებაც, რომელიც უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია. მოპედის მძღოლისთვის, მისი ზომიდან გამომდინარე, ეს პრობლემები არ არსებობს, რაც, ამ ყველაფრის ფონზე, მის შესაძენად გადამწყვეტი მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს.

ცოტა ხნის წინ მამაჩემმა ჩემს 8 წლის შვილს უყიდა ელექტრომოპედი, რომელიც, რა თქმა უნდა, ბავშვმა ვერ გამოიყენა და ვიფიქრე, რატომაც არა, ბარემ სახლშია და ვცდი მეთქი. ახლა სწავლის პროცესში ვარ, ვნახოთ, რა გამომივა. 

ძალიან მაგარია ელექტრომოპედი, საერთოდ ხმა არ აქვს და იმის გააზრებაც კი, რომ ასეთ დაბინძურებულ ქალაქში ცოტა ჰაერს მაინც ზოგავ, კარგი შეგრძნებაა, იმდენად კარგი, რომ ელექტრომანქანაზეც ვფიქრობ, რადგან ზამთარში, სამწუხაროდ, მოპედით მოძრაობა ჩემნაირი მცივანა ადამიანისთვის წარმოუდგენელია.

გარემოს დაცვისა და ხმის არქონის გარდა, ჩემი მოპედი საკმაოდ სწრაფიც არის, და მთავარი, რის გამოც  მისი მართვა გადავწყვიტე – მართვის მოწმობა არ გჭირდება!

იმედი მაქვს, რომ ახლა ცოტათი მაინც დაფიქრდით,  აბა თქვენ იცით! “ლაიქი” და კომენტარი თქვენზეა. 

 


რეკომენდებული სტატიები
"შეხედე რა ზღვაა" - East Point-ის დიზაინერული ჩანთები დაუვიწყარი ზაფხულისთვის

"შეხედე რა ზღვაა" - East Point-ის დიზაინერული ჩანთები დაუვიწყარი ზაფხულისთვის

"შეხედე რა ზღვაა" - East Point-ის დიზაინერული ჩანთები დაუვიწყარი ზაფხულისთვის
2019 წლის სეზონზე დიზაინერ დათუნა სულიკაშვილთან ერთად “ისთ ფოინთი” წარმოგიდგენთ საზაფხულო ჩანთას - „შეხედე რა ზღვაა“, რომელიც საზღვაო კურორტებზეც და ყოველდღიურადაც თქვენი განუყრელი აქსესუარი გახდება
საით მიფრინავენ წეროები, ანუ როგორ გავხადოთ ქალაქი ბავშვებისთვის უფრო კომფორტული

საით მიფრინავენ წეროები, ანუ როგორ გავხადოთ ქალაქი ბავშვებისთვის უფრო კომფორტული

საით მიფრინავენ წეროები, ანუ როგორ გავხადოთ ქალაქი ბავშვებისთვის უფრო კომფორტული
დედაქალაქში  გაჩნდა ინიციატივა -  სახელწოდებით “წეროები მიფრინავენ”.  თბილისის არქიტექტურული ბიენალეს საბავშვო სექციის ფარგლებში,  მოქალაქეების ჩართულობით, მოკლევადიან წინადადებებს განიხილავენ და   შეეცდებიან ისინი  ურბანულ გარემოში განახორციელონ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.