fbpx

8 აგვისტო დილიდან


გააზიარე სტატია

 

And Then We Danced შესაძლოა შვედეთმა ოსკარზე გააგზავნოს

შვედეთის კინოინსტიტუტი ოსკარის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე გასაგზავნად წელს სამ ფილმს – And then we danced-ს, Aniara-სა და Quick-ს განიხილავს. ლევან აკინის მიერ გადაღებული And then we danced შვედეთისა და საქართველოს კოპროდუქციაა, მისი პრემიერა კი 16 მაისს კანის  კინოფესტივალზე შედგა.

წყარო: https://www.svd.se/

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ბუშტები გაუშვეს.

12 აგვისტოს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ  “ლიგამუსში” მარიო ვარგას ლიოსას ეპოქალური რომანის – “საუბარი კათედრალში”  წარდგენა გაიმართება

No photo description available.

მარიო ვარგას ლიოსას რომანი  1969 წელს გამოქვეყნდა. წიგნში აღწერილია პერუელი დიქტატორის – მანუელ ოდრიას ძალადობრივი ეპოქა. მწერალი დიდი მხატვრული ოსტატობით მოგვითხრობს კორუმპირებული და უსამართლო სისტემის მანკიერებებზე. 

რომანის გმირები, სანტიაგო და ამბროსიო, წლების შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს. მათი ხანგრძლივი, გულწრფელი საუბრის ფონზე, მწერალი აღწერს იმ ისტორიულ მოვლენებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა პერუს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. თხრობის რთული ტექნიკა, დინამიკურობა, მრავალშრიანი დიალოგები და მოგონებები წიგნის მთავარი მხატვრული ღირსებაა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ნახეთ: შვედური მუსიკალური გუნდის – ZERO8-ის მიერ შესრულებული ხორუმი. 

საგუნდო ევროვიზია ქართული კომპოზიციით გაიხნა

საგუნდო ევროვიზია ქართული კომპოზიციით გაიხნა 🇬🇪შვედურმა გუნდმა ZERO8 🇸🇪 ხორუმი საკონკურსო პირველ ნომრად წარადგინა

Gepostet von Eurovision Georgian fans am Montag, 5. August 2019

 

დამთვალიერებელი სამი დღის განმავლობაში საბჭოთა ოკუპაციის გამოფენის ნახვას მთელი დღის განმავლობაში უფასოდ შეძლებს.

Image may contain: 1 person, indoor

გამოფენის უფასოდ ნახვა სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში 7, 8 და 9 აგვისტოს 10:00-დან 17:30-მდეა შესაძლებელი. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

დისნეი Home Alone-ის რიმეიქის გადაღებას გეგმავს.

Home Alone film poster

ბობ იგერის თქმით, Home Alone-ის გარდა კიდევ სამი ფილმის – Night At the Museum-ის, Diary of a Wimpy Kid-ისა და Cheaper By the Dozen-ის რიმეიქის გადაღებაც იგეგმება.

წყარო: https://www.bbc.com/

 

American Crime Story-ის მესამე სეზონი ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის სკანდალურ რომანზე იქნება

Sarah Paulson, Beanie Feldstein and Annaleigh Ashford will star in the anthology, with writer Sarah Burgess set to pen the script.

ამერიკული კრიმინალური ისტორია: იმპიჩმენტი – ასე ერქმევა რაიან მერფის შოუს მესამე სეზონს. მონიკა ლევინსკის როლს ბინი ფელდსტეინი შეასრულებს, ლინდა ტრიპს მერფის მუზა სარა პოლსონი განასახიერებს, ანალი ეშფორდი კი პაულა ჯონსის როლს მოირგებს. სერიალის ერთ-ერთი პროდიუსერი თავად მონიკა ლევინსკი იქნება.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 


რეკომენდებული სტატიები
7 აგვისტო დილიდან 

7 აგვისტო დილიდან 

7 აგვისტო დილიდან 
დღეს აგვისტოს ომის დაწყებიდან 11 წელი გავიდა. აგვისტოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდია. 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.