7 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

აგვისტოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდია

ზუსტად 11 წლის წინ ცხინვალის რეგიონში რუსმა სამხედროებმა ოს სეპარატისტებთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყეს. 

ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში ე.წ. სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში თავისი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა მასობრივად შეიყვანა. პარალელურად რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.

 

საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა.

სახლები დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 ათასამდე. 

 

რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო.

რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. 

 

ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის

შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს.  2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. 

 

 

 


რეკომენდებული სტატიები
sHEROes: ომის კულისებში დარჩენილი გმირები

sHEROes: ომის კულისებში დარჩენილი გმირები

sHEROes: ომის კულისებში დარჩენილი გმირები
ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნის მთავარი გმირები ქალები არიან, რომლებმაც ომის დროს მრავალი სიცოცხლე გადაარჩინეს
6 აგვისტო დილიდან 
Play Video

6 აგვისტო დილიდან 

6 აგვისტო დილიდან 
დილა მშვიდობისა! თუ ზაფხულის შვებულების  გატარებას საფრანგეთში გეგმავთ, დილიდანვე გაცნობებთ, რომ მალე ლუვრში შესვლაზე შეზღუდვები დაწესდება და მუზეუმში მოხვედრა მხოლოდ წინასწარ, ელექტრონულად დაჯავშნის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.