fbpx

13 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ნახეთ: ქართული რაგბის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს.

Georgia: Rugby's Next Superpower Episode One

From obscurity to prominence in just over a decade, the rise of Georgian Rugby has been meteoric and unexpected 🇬🇪Our latest World Rugby Film explores this remarkable story. This is Georgia: Rugby's Next Superpower | Episode One 🎥

Gepostet von World Rugby am Montag, 12. August 2019

 

“საქართველო – მომავალი სარაგბო ზესახელმწიფო”, – ასე ჰქვია მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს ქართული რაგბის შესახებ, რომელიც “მსოფლიო რაგბიმ” მოამზადა. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრი 3 ოქტომბერს ლა სკალას ოპერის კამერულ ორკესტრს უმასპინძლებს

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, შემოდგომის თბილისის ფარგლებში, მილანის ლა სკალას ოპერის თეატრის კამერულ ორკესტრს უმასპინძლებს. ლა სკალას ოპერის თეატრის კამერული ორკესტრის კონცერტს თბილისში მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს, სოლისტი კი ალტისტი სიმონიდე ბრაკონი იქნება.

 

16 აგვისტოს ბათუმის კორტებზე სტეფანე მღებრიშვილის კონცერტი გაიმართება.

Stephane

სტეფანე – 16 აგვისტოს, ბათუმის კორტებზე განახლებული ჟღერადობითა და საკონცერტო პროგრამით წარსდგება მსმენელის წინაშე.სტეფანეს საათნახევრიან კონცერტს აკომპანიმენტს გაუწევს ბენდი პროფესიონალ მუსიკოსთა შემადგენლობით, რომელსაც უერთდება საქართველოს ეროვნული ორკესტრის სიმებიანი და ჩასაბერი საკრავების შემადგენლობა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. სპეციალური სტუმრები იქნებიან ჰიპ-ჰოპ არტისტი DRO, მუსიკოსი და მომღერალი მაია დარსმელიძე, ერეკლე დეისაძე, ხოლო სპეციალურ DJ სეტს შეასრულებს ადგილობრივი ელექტრონული სცენის ერთ-ერთი ფავორიტი COSMIC LOVE ROTATION. შოუს გაფორმებაზე ქართული ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტისტი, Masterskey იზრუნებს.16 აგვისტოს, სტეფანეს ახალ შოუზე, რომელიც ცოცხალი, საორკესტრო და ელექტრონული მუსიკის სინთეზი იქნება, ბათუმის კორტების კარი 20:00-ზე გაიღება.დასასწრები ბილეთების ფასი საწყის ეტაპზე 20 ლარიდან იწყება და მისი შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე.https://tkt.ge/Event/199435/stefane

Gepostet von Stephane Mgebrishvili სტეფანე am Mittwoch, 7. August 2019

 

მუსიკოსს აკომპანემენტს გაუწევს ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. სპეციალური სტუმრების სტატუსით კი მსმენელთა წინაშე ერეკლე დეისაძე და მაია დარსმელიძე წარდგებიან. 

ვიდეო: https://www.facebook.com/

 

ლედი გაგა აშშ-ს იმ ქალაქებში, სადაც მასობრივი სროლები მოხდა, სასკოლო აქტივობებს დააფინანსებს

Lady Gaga

ლედი გაგამ დააანონსა, რომ მისი ფონდი Born This Way Foundation ელ-პასოში, დეიტონსა და გილროიში მომხდარი მასობრივი სროლების გამო ამ ქალაქებში სკოლის მოსწავლეებისთვის შექმნილ სპეციალურ სასკოლო პროექტებს დააფინანსებს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რას გულისხმობს ეს პროგრამა, თუმცა გაგა პროექტის განსახორციელებლად რამდენიმე მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს. 

წყარო: https://variety.com/

 

ნეტფლიქსმა The Crown-ის მესამე სეზონის გამოსვლის თარიღი დააანონსა და პირველი თიზერი გამოაქვეყნა

სერიალის ახალ სეზონში დედოფალ ელიზაბეტ მეორის როლს ოსკარის მფლობელი მსახიობი ოლივია კოლმანი ასრულებს, მან კლერ ფოი შეცვალა. გარდა ამისა, მესამე სეზონში ვიხილავთ ჰელენა ბონემ კარტერსაც, რომელიც ელიზაბეტის დის, პრინცესა მარგარეტის როლს მოირგებს. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

ნახეთ The Morning Show-ს პირველი თიზერი.

სერიალში, რომელიც ახალ სტრიმინგ-სერვის Apple TV+-ზე შემოდგომიდან გამოჩნდება, მთავარ როლებს ჯენიფერ ენისტონი, სტივ კარელი და რიზ უიზერსპუნი ასრულებენ. ახალი შოუ დილის გადაცემის წამყვანების შესახებ მოგვითხრობს.

წყარო: https://www.youtube.com

 

 


რეკომენდებული სტატიები
12 აგვისტო დილიდან 
Play Video

12 აგვისტო დილიდან 

12 აგვისტო დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს კიდევ ერთი ქართველის წარმატების შესახებ გვინდა გიამბოთ - პროექტ “მხოლოდ ქართულის” გამარჯვებულ მომღერალს, სოფო ბათილაშვილს ბერკლის მუსიკის კოლეჯმა 4-წლიან ბაკალავრზე სწავლა 100 ათასი დოლარით დაუფინანსა.
ქართული მარკეტინგი 100 წლის წინ

ქართული მარკეტინგი 100 წლის წინ

ქართული მარკეტინგი 100 წლის წინ
მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში ვხვდებით ძალიან საინტერესო მარკეტინგულ მიგნებებს, რომლებიც თანამედროვეობაში კარგი მარკეტინგისა და პიარის ნიმუშად ჩაითვლებოდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.