fbpx

16 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

“ფორსაჟის” გადაღებები საქართველოში 19 აგვისტოს დაიწყება

პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანია UNIVERSAl PICTURES-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმის, Fast and Furious-ის მე-9 ეპიზოდის გადაღება 19 აგვისტოს დაიწყება და 20 სექტემბერს დასრულდება. 

“აწარმოე საქართველოში” განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია.

“გადაღებებისთვის შერჩეულია ადგილები თბილისსა და რუსთავში, კერძოდ, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში, ბაზრობის ტერიტორიაზე”, – აცხადებენ უწყებაში.

ფოტო: https://hips.hearstapps.com/

 

And Then We Danced ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალს გახსნის

Image may contain: 1 person, text

კინოფესტივალი 25 სექტემბერს დაიწყება. სურათში მთავარ როლებს ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი ასრულებენ. აკინის ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა და მაყურებლისა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

Facebook-ს შესაძლოა ახალი ამბების განყოფილება დაემატოს

 

როგორც ცნობილია, ახალი განყოფილება Newsfeed-ისგან გამიჯნული იქნება და ის სხვადასხვა გამოცემების მიერ გამოქვეყნებულ ახალ ამბებს გააერთიანებს. ფეისბუქმა აღნიშნული ცვლილება ყალბი ახალი ამბების გავრცელების საფრთხის შესამცირებლად მიიღო. 

წყარო: https://www.wsj.com

 

Vienna Open-ის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე საუკეთესო ქალი მოთამაშისთვის ნანა ალექსანდრიას პრიზი გათამაშდება.

 

ნახეთ 13 Reasons Why-ის მესამე სეზონის ფინალური ტრეილერი.

ნეტფლიქსის წარმატებული სერიალის მესამე სეზონში ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირი ბრიუსი უოქერი კვდება. სწორედ ამ თემის გარშემო ვითარდება სიუჟეტი შოუში. 

წყარო: https://www.youtube.com/

 


რეკომენდებული სტატიები
15 აგვისტო დილიდან 
Play Video

15 აგვისტო დილიდან 

15 აგვისტო დილიდან 
დილა მშვიდობისა! დილიდან გაცნობებთ, რომ ლევან აკინის ფილმი And Then We Danced წარმატებულ საფესტივალო ცხოვრებას განაგრძობს. ამჯერად ფილმს რუმინელი მაყურებელი ნახავს — სურათი ბუქარესტის კინოფესტივალს გახსნის. 
14 აგვისტო დილიდან 
Play Video

14 აგვისტო დილიდან 

14 აგვისტო დილიდან 
დილა მშვიდობისა! ავთანდილ ცხვედიანს, რომელიც ძაღლის გადასარჩენად ზღვაში შევიდა და სამწუხაროდ, დაიხრჩო, ქობულეთში ძეგლს დაუდგამენ. 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.