fbpx

14 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

 

კაცს, რომელიც ძაღლის გადარჩენისას ქობულეთში ზღვაში დაიხრჩო, ძეგლს დაუდგამენ

ქობულეთში, ზღვაში ძაღლის გადარჩენის დროს დაღუპულ კაცს ძეგლს დაუდგამენ

51 წლის ავთანდილ ცხვედიანი 5 აგვისტოს ძაღლის გადასარჩენად ზღვაში შევიდა და სამწუხაროდ, დაიხრჩო. მისი ასეთი გმირული საქციელისთვის სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია — ადამიანები ქობულეთში ავთანდილისთვის ძეგლის დადგმას ითხოვენ, Reginfo-ს ინფორმაციით კი იდეას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაც იზიარებს. 

“არა მხოლოდ მივესალმებით, არამედ მზად ვართ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით ამ იდეის/სურვილის განხორციელებას. უკვე დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და ვცდილობთ დავუკავშირდეთ როგორც პეტიციის ინიციატორს, ასევე ძეგლის/მემორიალის მოქანდაკეს. ჩვენი სურვილია აღნიშნული იდეა მივიყვანოთ ბოლომდე. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასეთი ჰუმანური შემთხვევები არ რჩება დაუფასებელი”, – ამბობენ ქობულეთის მერიაში. 

ავთანდილის მეგობრების თქმით, შტორმის დროს მან ორიდან ერთი ძაღლის გადარჩენა მოახერხა. 

წყარო: https://reginfo.ge/

 

7-20 დეკემბერს ბათუმი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს

Image may contain: text

ბათუმში მასშტაბური საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაარსების იდეა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ანდრო ენუქიძეს და მის უცხოელ მეგობრებს ეკუთვნით. 

ფესტივალის მიზანია მსოფლიო სათეატრო რუკაზე ბათუმის, როგორც მდიდარი თეატრალური ტრადიციების მქონე ქალაქის მონიშვნა. აჭარის რეგიონის ცნობადობის გაზრდა ევროპასა და მთელ მსოფლიოში, ასევე ქართველი მაყურებლისთვის მსოფლიოს წამყვანი, საუკეთესო თეატრალური კომპანიების და მსოფლიო თეატრალურ ხელოვნებაში არსებული სიახლეების, მიმდინარე ტენდენციების გაცნობა.  

წყარო: https://www.facebook.com/

 

კოკა-კოლა აშშ-ში  დარიჩინიან კოლას გამოუშვებს.

კომპანიამ Coca-Cola Zero – დარიჩინის გემოთი გასულ წელს ბრიტანეთის ბაზარზე საცდელად გაიტანა. დარიჩინიანი კოკა-კოლა  ზამთარში გამოვა.

წყარო: https://www.instagram.com/

 

ილინოისის შტატის საჯარო სკოლებში LGBTQ ისტორიას შეასწავლიან

People celebrate the annual Pride Parade in 2017 in Chicago.

ილინოისის შტატის გუბერნატორმა ჯ.ბ პრიცკერმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის მიხედვით ილინოისის საჯარო სკოლების სახელმძღვანელოებში LGBTQ თემის ისტორია შეისწავლება. წლის დასაწყისში კანონპროექტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა შტატის სენატორმა ჰეზერ სტენსმაც.

წყარო: https://edition.cnn.com/


პლასიდო დომინგოს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

ესპანელი მომღერალი პლასიდო დომინგო რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. რვა მომღერალისა და მოცეკვავის განცხადებების მიხედვით, დომინგო ქალებს 1980-იანი წლებიდან მოყოლებული 30 წლის განმავლობაში ავიწროებდა. 

წყარო: https://www.theguardian.com

 

ნახეთ მერილ სტრიპი, ტიმოთი შალამე, ემა უოტსონი, სირშა რონანი და ლორა დერნი გრეტა გერვიგის ახალი ფილმის პირველ თრეილერში

ოსკარის ნომინანტი რეჟისორი გრეტა გერვიგი ახალ ფილმს იღებს. Little Women – ასე ჰქვია პროექტს, რომელშიც მთავარ როლებს Lady Bird-ის ვარსკვლავების, ტიმოთი შალამესა და სირშა რონანის გარდა ლეგენდარული მერილ სტრიპიც შეასრულებს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
12 აგვისტო დილიდან 
Play Video

12 აგვისტო დილიდან 

12 აგვისტო დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს კიდევ ერთი ქართველის წარმატების შესახებ გვინდა გიამბოთ - პროექტ “მხოლოდ ქართულის” გამარჯვებულ მომღერალს, სოფო ბათილაშვილს ბერკლის მუსიკის კოლეჯმა 4-წლიან ბაკალავრზე სწავლა 100 ათასი დოლარით დაუფინანსა.
13 აგვისტო  დილიდან 
Play Video

13 აგვისტო დილიდან 

13 აგვისტო  დილიდან 
დილა მშვიდობისა! დილიდანვე ნახეთ ჩვენი საამაყო ქართული რაგბის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.