22 აგვისტო დილიდან
რუსთავი 2 კურიერის წამყვანმა სახეებმა, გადაცემების პროდიუსერებმა და წამყვანებმა დატოვეს
მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-დან ტელევიზიის ახალმა დირექტორმა ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე გაუშვა, არხს წამყვანი სახეები ნელ-ნელა ტოვებენ. ჯერ კიდევ გუშინწინ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეთერში 9-საათიანი კურიერის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა გაახმაურეს, გუშინ კი კურიერი ეთერში საერთოდ არ გასულა.
გიორგი ლაფერაშვილთან, ჯოჯუასთან და სესიაშვილთან ერთად კი არხი დატოვეს თამარ ბაღაშვილმა, ეკა გაგუამ, მარიამ გაფრინდაშვილმა, მაიკო ლომიძემ, ნათია გოგსაძემ, ნათია ტრაპაიძემ და კურიერის სხვა წამყვანმა ჟურნალისტებმა. გარდა ამისა, ტელევიზიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს “შუადღის” ქოლგის ქვეშ გაერთიანებული გადაცემების წამყვანებმა და პროდიუსერებმა, ასევე “სხვა შუაღამის” პროდიუსერმა სალომე ბენაშვილმა, დათო ქაშიაშვილმა და თაშკა ჩანტლაძემ.
ფოტო: https://www.facebook.com/
Left Job at Rustavi 2 – გუშინ ფეისბუქზე ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი სტატუსები რუსთავი 2-ის აწ უკვე ყოფილ თანამშრომლებს ეკუთვნოდათ, რომლებიც არხის დატოვების შემდეგ სწორედ სამსახურიდან წამოსვლის შესახებ პოსტავდნენ.
რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თავისი ახალი ტელევიზიის, მთავარი არხის ლოგო და სლოგანი გამოაქვეყნა.
ლოგოს ავტორია P.S.-ისა და “არჩევანის” ყოფილი წამყვანი გიორგი გაბუნია.
წყარო: https://www.facebook.com
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ეროვნულ ნაკრებს PES 2020-ში ვიხილავთ.
ფედერაციამ იაპონურ კომპანია Konami-სთან გააფორმა ხელშეკრულება.
წყარო: https://www.facebook.com/
ფესტივალ ECHOWAVES-ის სცენების განრიგი ცნობილია
დღეიდან ანაკლიის სანაპიროზე მსმენელის წინაშე 150-ზე მეტი არტისტი წარდგება. უკვე ცნობილია ფესტივალის სცენების განრიგი. წელს მსმენელს ახალი სცენები ელოდება. 150-ზე მეტი არტისტი 8 სხვადასხვა სცენაზე დაუკრავს. თითოეული მათგანი განსაკუთრებულია და კონკრეტული მუსიკის მოსმენას კონკრეტულ სცენაზე შეძლებთ. წელს ადგილს იცვლის მთავარი სცენაც – WAVE STAGE-ზე ჰაუსს, ტექ-ჰაუსს, ტექნოს და ცოცხალ შესრულებას მოუსმენთ. ახალი სცენები კი ასეთია:
- WAVE STAGE – ფესტივალის მთავარი სცენა – ჰაუსი, ტექ-ჰაუსი, ტექნო და ცოცხალი შემსრულებლები
- TAIYO STAGE – ჰაუს მუსიკის სცენა
- BOX STAGE – ტექნო მუსიკის სცენა
- OCTAGON STAGE – ტექ-ჰაუსისა და მელოდიური ტექნოს სცენა
- ZION SUN SETS STAGE – ცოცხალი მუსიკისა და ჩილაუთ მუსიკის სცენა
- BEATS, RHYMES & LIFE STAGE – ჰიპ-ჰოპის, ფანკისა და რეგის სცენა
- ISLAND STAGE – After party სცენა, ფესტივალის ტერიტორიის გარეთ, კუნძულზე
- TREEBAL STAGE – ფსიქოდელიური ტრანსის სცენა
ფესტივალი ECHOWAVES ანაკლიის სანაპიროზე წელს უკვე მეორედ იმართება და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი რეგიონის ეკონომიკური განვითარება და ტურისტებისთვის მიმზიდველი ღონისძიების ჩატარებაა. გასულ წელს ანაკლიას ფესტივალის ფარგლებში სტუმრები 70-მდე ქვეყნიდან ეწვივნენ, ხოლო საერთაშორისო მედიაში 27 000 000-ზე მეტმა ადამიანმა შეიტყო საქართველოსა და ფესტივალის შესახებ.
Echowaves 2014 და 2018 წლების ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება. საქართველოში მას CHECK IN GEORGIA წარმოადგენს. იოგა, ბოდი-არტი, ფრისბი, ფეხბურთი, კალათბურთი – მუსიკის გარდა ფესტივალი სპორტს, ფიზიკურ აქტივობებს და სხვა კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებსაც მოიცავს.
საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair შემოდის ავიაკომპანიის ვებგვერდზე საქართველო უკვე დაემატა.
ვებგვერდის მიხედვით, “რაინეარი” პირველ ეტაპზე თბილისიდან მილანის, ხოლო ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით იფრენს. “რაინეარი” ქუთაისის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით რეისებს კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს.
Deutsche Bank-მა საქართველოს ბანკს ევროსა და დოლარში სწრაფი, ეფექტური და კომფორტული გადარიცხვებისა და საუკეთესო STP (Straight-Through-Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა
Deutsche Bank მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროსა და დოლარში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი სტანდარტებითა და ეფექტურობით. ჯილდო ბანკებს ენიჭებათ გამართული STP პროცესებისთვის.
ფოტო: https://bankofgeorgia.ge