fbpx

23 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

 

ამაზონის ჯუნგლები იწვის

A satellite image from NASA shows the fires raging in the Amazon rainforest in Brazil in August 2019.

ბრაზილიაში, ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნახშირბადის საცავია, რაც გლობალური დათბობის ტემპების შენელებას უწყობს ხელს. იქ მილიონამდე მკვიდრი მოსახლეობა ცხოვრობს და ამასთანავე, სამ მილიონამდე სხვადასხვა სახეობის მცენარე ხარობს და ცხოველი ბინადრობს. სატელიტის ფოტოებიდან ჩანს, რომ ბრაზილიის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე შტატი – რორაიმა მუქი კვამლით არის დაფარული. ასევე, ამაზონის შემოგარენში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

Eko & Vinda Folio 2019 წლის პირველ დეკემბერს პარიზში კონცერტს გამართავენ.

ეს მუსიკოსების პირველი ტურნე იქნება საფრანგეთში, სადაც შეასრულებენ სიმღერებს მათი პირველი ერთობლივი ალბომიდან – „თერაპია“. ალბომში ათი კომპოზიციაა შესული და ყველა მათგანი ქართულ ენაზეა.

 

ჯონათან ლეთემის ცნობილ წიგნზე – Motherless Brooklyn-ზე მსახიობმა ედვარდ ნორტონმა ფილმი გადაიღო.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=Fru8IkuDp_k

 

2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი კაცი დუეინ ჯონსონი გახდა

The Rock

Forbes-ის რეიტინგების თანახმად, ამერიკელმა მსახიობმა დუეინ ჯონსონმა 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 1 ივნისამდე $89.4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და რეიტინგის სათავეში მოხვდა. გასულ წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი კაცი ჯორჯ კლუნი გახდა. წლევანდელი სია კი ასე გამოიყურება: 

  • უილ სმიტი – $35 მილიონი
  • პოლ რუდი – $ 41 მილიონი
  • კრის ევანსი – $43.5 მილიონი
  • ადამ სენდლერი – $57 მილიონი
  • ბრედლი კუპერი – $57 მილიონი
  • ჯეკი ჩანი – $58 მილიონი
  • აქშეი კუმარი – $65 მილიონი
  • რობერტ დაუნი უმცროსი – $66 მილიონი
  • კრის ჰემსვორტი – $76.4 მილიონი
  • დუეინ ჯონსონი – $89.4 მილიონი

წყარო: https://www.forbes.com/

 

ნახეთ: შარლიზ ტერონი, ნიკოლ კიდმანი და მარგო რობი ახალი ფილმის – Bombshell-ის თრეილერში

ფილმის სიუჟეტი რეალურ მოვლენებზეა აგებული და ამერიკის სამი პრეზიდენტის მედია კონსულტანტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩევლის და Fox News-ის დამფუძნებლის, როჯერ აილსის წინააღმდეგ დაწყებულ სექსსკანდალზე მოგვითხრობს. აილსი თანამშრომელმა ქალებმა სექსუალურ შევიწროებაში 2016 წელს საჯაროდ დაადანაშაულეს.

წყარო: https://www.youtube.com

 

ბელგიური ჯგუფი Oscar & the wolf საქართველოში ჩამოდის.

ბელგიელი მუსიკოსები საქართველოს შარშან, ოქტომბერშიც ეწვივნენ და ქართველი მსმენელის დიდი მოწონება და სიყვარულიც დაიმსახურეს.

წყარო: https://www.youtube.com/


რეკომენდებული სტატიები
22 აგვისტო  დილიდან

22 აგვისტო დილიდან

22 აგვისტო  დილიდან
დილა მშვიდობისა! Left Job at Rustavi 2  - ტელეკომპანია რუსთავი 2 თითქმის ყველა წამყვანმა სახემ დატოვა. კურიერის ჟურნალისტების გარდა არხიდან სხვადასხვა გადაცემების წამყვანები და პროდიუსერები წამოვიდნენ. ამასობაში კი რუსთავი 2-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თავისი ახალი ტელევიზიის, მთავარი არხის ლოგო და სლოგანი გამოაქვეყნა.
21 აგვისტო დილიდან 
Play Video

21 აგვისტო დილიდან 

21 აგვისტო დილიდან 
დილა მშვიდობისა! გვინდა დილიდან გამცნოთ, რომ ლევან აკინის ფილმზე, And Then We Danced-ზე დისტრიბუციის უფლება ამერიკასა და კანადაში Music Box-მა მოიპოვა. საერთო ჯამში ფესტივალების ფავორიტი ფილმის ჩვენების უფლება უკვე 20-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა, მათ შორის - იაპონიამ, ნორვეგიამ, შვეიცარიამ, მექსიკამ, ესპანეთმა და ა.შ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.