fbpx

4 სექტემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ვიდეო: ბექა გოჩიაშვილმა დეტროიტის ჯაზ-ფესტივალზე დაუკრა.

Detroit Jazz Fest.Me – PianoStanley Clarke – BassLenny White – Drums

Gepostet von Beka Gochiashvili am Sonntag, 1. September 2019

ახალგაზრდა ჯაზ-პიანისტი JPMorgan Chase-ის მთავარ სცენაზე გრემის მფლობელი ამერიკელი ბასისტისა და მუსიკოსის, სტენლი კლარკის ბენდის შემადგენლობასთან ერთად წარდგა. მათთან ერთად ცნობილმა დრამერმა ლენი უაითმა დაუკრა.

ვიდეო: https://www.facebook.com/

 

ბარსელონაში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა Sexy Bicycle-მ კომპოზიციაზე Angela ვიდეოკლიპი გადაიღო.

წყარო: https://popmusic.ge

 

ლეგენდარულ ჯული ენდრიუსს ვენეციის კინოფესტივალზე კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადასცეს

Dame Julie Andrews (Arthur Mola/Invision/AP)

83 წლის მსახიობის თქმით, რომელიც 1965 წელს ოსკარის მფლობელი გახდა, ასეთი ჯილდოს მიღება მისთვის დიდი პატივია. ჯული ენდრიუსმა პოპულარობა “მერი პოპინსსა” და “მუსიკის ჰანგებში” შესრულებული როლებით მოიპოვა. 

წყარო: https://www.independent.ie/

 

ბუკერის პრემიის ნომინანტთა სია ცნობილია

ინგლისურ ლიტერატურაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, ბუკერის პრემიის პრეტენდენტების მოკლე სიაში მოხვდნენ მწერლები დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ნიგერიიდან, თურქეთიდან და აშშ–დან. პრეტენდენტებს შორის არიან: ელიფ შაფაქი, სალმან რუშდი, მარგარეტ ეტვუდი, ლუსი ელმანი, ბერნარდინ ევარისტო, ჩიგოზი ობიომა. 

2019 წლის ბუკერის პრემიის გამარჯვებული 14 ოქტომბერს დასახელდება.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

 

Fox-მა Jojo Rabbit-ის თრეილერი გაავრცელა

ფილმის მთავარი გმირი 10 წლის ბიჭია, სახელად ჯოჯო, რომელიც ჰიტლერიუგენდში დაკისრებულ დავალებებს თავს ვერ ართმევს. იმისთვის, რომ პრობლემებს გაუმკლავდეს, ბიჭი წარმოსახვით მეგობარს იჩენს, რომელიც მისთვის ადოლფ ჰიტლერია. ფილმის პრემიერა 18 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=tL4McUzXfFI


რეკომენდებული სტატიები
2 სექტემბერი დილიდან 
Play Video

2 სექტემბერი დილიდან 

2 სექტემბერი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღევანდელ დილას სამწუხარო ინფორმაციით ვიწყებთ - ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ სპორტული კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი გარდაიცვალა. 
3 სექტემბერი  დილიდან
Play Video

3 სექტემბერი  დილიდან

3 სექტემბერი  დილიდან
დილა მშვიდობისა! დილიდან გვინდა გაცნობოთ, რომ მუცო ევროპული კულტურული მემკვიდრეობის მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძვის, ამისთვის კი თქვენი ჩართულობაც აუცილებელია. 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.