fbpx

6 სექტემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

 

ბრედ პიტმა დაადასტურა, რომ ტარანტინოს Once Upon a Time in Hollywood ნეტფლიქსზე მინისერიალად გავა

სულ ცოტა ხნის წინ ბრედ პიტმა გავრცელებული ჭორები დაადასტურა და თქვა, რომ ტარანტინოს სურს მისი მეცხრე ფილმის, “ერთხელ ჰოლივუდში” ე.წ. რეჟისორის ვერსია ნეტფლიქსზე მინისერიალად გავიდეს. სავარაუდოდ, მაყურებელი მინისერიალს ბრედ პიტის, მარგო რობისა და ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით აპრილში ნახავს. 

წყარო: https://www.indiewire.com/

 

მოუსმინეთ:  ნიკა კოჩაროვმა ჯონ ლენონის სიმღერის – Oh Yoko!-ს ქავერი ჩაწერა. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

11-დან 24 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობა საოპერო წარმოდგენებს ადგილზე ნახავს

პროექტი “ოპერა რეგიონებში”  11 სექტემბერს დაიწყება და აჭარის, სამეგრელოს, იმერეთის, კახეთის, ქართლის, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა  რეჟისორ ირინა გაჩეჩილაძის მიერ დადგმულ კამერულ ოპერას ნახავს და მოისმენს.  

ჯან კარლო მენოტის „ტელეფონი” ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა ვენის “ფოლქსთეატრის” მცირე სცენაზე დადგა, მანამდე კი ირინა გაჩეჩილაძის სპექტაკლი ლონდონის “სალონურ ოპერაში” და ბრატისლავას “ზიჩი პალასში” იყო წარმოდგენილი. 

კამერული, ე.წ. სალონური ოპერა საქართველოში სიახლეა. სპექტაკლში რამდენიმე მუსიკოსი მონაწილეობს, მათ შორის არიან უცხოეთში მოღვაწე ქართველი მსახიობები და მომღერლები: ვენიდან (ავსტრია) სოპრანო რუსუდან ბარბაქაძე და პიანისტი გიორგი კაჩინსკი, აგრეთვე ჩელისტი ჰეზერ ლესლი ჰოლანდიიდან. საქართველოდან მონაწილეობენ ბარიტონი დიმიტრი შაფაქიძე, მსახიობი ფილიპე გრეჩულევიჩი და ჩელისტი გიორგი კიკაბიძე. გარდა კამერული ოპერისა, სპექტაკლის მეორე ნაწილში მუსიკოსები ასევე შეასრულებენ საოპერო და კლასიკურ ნაწარმოებებს.

პირველი სპექტაკლი 11 სექტემბერს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში იგეგმება. 14 სექტემბერს მუსიკოსები ზუგდიდში გადაინაცვლებენ და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში წარმოადგენენ სალონურ ოპერას. 15 სექტემბერს სპექტაკლი გაიმართება ჭიათურაში, ა. წერეთლის სახელობის დრამატულ თეატრში. 18 სექტემბერს საოპერო წარმოდგენა პანკისის ხეობაში, დუისის კულტურის სახლში შესრულდება. 19 სექტემბერს მუსიკოსები ნიქოზში ჩავლენ და შიდა ქართლის სოფლებიდან დევნილი მოსახლეობისთვის გამართავენ წარმოდგენას კულტურის ცენტრში. კამერული ოპერის ტური რეგიონებში  24 სექტემბერს ახალქალაქში, კულტურის სახლში დასრულდება.

 

6 სექტემბერს ბერლინში, გალერეა 68 projects, ირინა პოპიაშვილის კურატორობით ქართველი ხელოვანების ჯგუფურ გამოფენას “Story of a Woven Carpet”-ს უმასპინძლებს. 

წარმოდგენილი იქნება თამარ ნადირაძის, გიორგი ქოჩიაშვილის, ანდრო ერაძის, სალომე ჩიგილაშვილის, ნინო ქვრივიშვილის და ლევან ჭელიძის ნამუშევრები. გამოფენის ნახვა 16 ნოემბრის ჩათვლით შეგიძლიათ.

მსამართი: Fasanenstrasse 68. 10719 Berlin, Germany

 

ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 6 სექტემბერს დაიხურება

6 სექტემბერს შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დახურვა გაიმართება. ეროვნული კინოცენტრი ტრადიციულად ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია. ფესტივალის დახურვაზე დასწრების მსურველთათვის ნიქოზის მიმართულებით თბილისიდან ავტობუსები ვარდების მოედნიდან დილის 9 საათზე გავა. 

ნიქოზის კინოფესტივალი 1 სექტემბერს გაიხსნა. რამდენიმე დღის მანძილზე მან დამსწრე აუდიტორიას არაერთი საინტერესო ანიმაციური ფილმის ჩვენება, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, თეატრალური წარმოდგენები, გამოფენები, მასტერკლასები და დრეზდენის, ანსის და სხვა ცნობილი კინოფესტივალების ფილმები შესთავაზა. ფესტივალს დაესწრნენ სტუმრები ლატვიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ბელარუსის რესპუბლიკიდან.

წყარო: http://beta.gnfc.ge/

 

უილ პოულტერი “ბეჭდების მბრძანებლის” მიხედვით გადაღებულ სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

Will Poulter attends a special screening of Chiwetel Ejiofor's film "The Boy Who Harnessed The Wind' to raise funds for the Disasters Emergency Committee's Cyclone Idai Appeal'The Boy Who Harnassed The Wind' special screening, London, UK - 15 May 2019

ამ ეტაპზე უცნობია ვის როლს ითამაშებს მსახიობი. ამაზონის ახალი სერიალის სიუჟეტი აქამდე არ გახმაურებულა, თუმცა ცნობილია, რომ მოქმედება პიტერ ჯექსონის ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე განვითარდება. პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით $ 1 მილიარდი იქნება. 

წყარო: https://variety.com/

 

პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმი ესპანეთმა ოსკარზე გაგზავნა

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ესპანელი კლასიკოსის ახალი ფილმი “ტკივილი და დიდება” ესპანეთის სახელით ოსკარის ნომინაციის მისაღებად იბრძოლებს. ფილმის პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და კრიტიკოსებისა და მაყურებლის მხრიდან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. სურათში მთავარ როლებს ანტონიო ბანდერასი და პენელოპე კრუზი ასრულებენ. 

წყარო: https://www.instagram.com/p/B2BpSpJFRhO/

 

 

 

 


რეკომენდებული სტატიები
5 სექტემბერი დილიდან
Play Video

5 სექტემბერი დილიდან

5 სექტემბერი დილიდან
დილა მშვიდობისა! თუ მარგარეტ ეტვუდის წიგნები გიყვართ, გვინდა გახაროთ, რომ  გარდა “მხევლის წიგნისა”, მალე მისი კიდევ ერთი რომანის მიხედვით გადაიღებენ სერიალს, მთავარი პერსონაჟი კი დეიდა ლიდია იქნება.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.