ბათუმის 2019 წლის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები
დასრულდა 2019 წლის ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი. საკონკურსო პროგრამაში, რომელშიც 9 ფილმი მონაწილეობდა, მთავარი პრიზი ჩეხეთისა და სლოვაკეთის ერთობლივ ფილმს ერგო -„და იქმნა სინათლე“, რეჟისორი მარკო სკოპი;
მთავარი პრიზი
საუკეთსო რეჟისურა
პრიზი საუკეთსო რეჟისურისთვის კი ირანელ რეჟისორს – რეზა მირქარიმის გადაეცა, ფილმისთვის – „ ოცნებების სასახლე“;
ქალისა და მამაკაცის როლის საუკეთესო შერულება
ქალისა და მამაკაცის როლის საუკეთესო შერულებისთვის დაჯილდოვდნენ კაიან აჩიკგოზი და ჩემრე ებუზზია, ფილმისთვის „სამი დის ზღაპარი“ (რეჟისორი ემინ ალპერი); ამავე ფილმს გადაეცა ჟიურის სპეციალური პრიზიც.
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის დაჯილდოვდა „მაფიის გადაღება“, რეჟისორი -კიმ ლონგინოტო, ირლანდია, ჟიურის სპეციალური პრიზი კი ორ ფილმს გადაეცა გერმანულ ფილმს – „სიყვარულის ავტომობილი“, რეჟისორი – ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი და ჩეხურ ფილმს – „ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ“, რეჟისორი – ელენა ტრეშტიკოვა;
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის პრიზი გადაეცა ამირან დოლიძეს, ფილმისთვის – „ცხოველი“ , ჟიურის დიპლომი კიალექსანდრა მარკოვას, ფილმისთვის „იმედი“ და ირინე მორეის ფილმისთვის – „საზამთროს წვენი“ გადაეცათ;
კრიტიკოსთა პრიზი
მეორე წელია, რაც ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამას ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიც აფასებს. წელს კრიტიკოსთა პრიზით ირანული ფილმი – „ოცნებების სასახლე“ დაჯილდოვდა.