fbpx

26 სეტემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

ეროვნულ გალერეაში იტალიური ფერწერისა და გრაფიკის ნამუშევრები გამოიფინება

 27 სექტემბრიდან დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ XVI-XVIII საუკუნეების იტალიური მხატვრობის სამ საუკუნეს – გვიანი რენესანსიდან როკოკომდე გაეცნონ. ეროვნულ გალერეაში ტინტორეტოს, გუერჩინოს, ბერნარდო სტროცის, ანტონიო კანალეტოს, ჯოვანი ლორენცო ბერნინისა და სხვა ფერმწერების 55 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.  

გამოფენა პროგრამა Vivere ALL’italiana-ს ნაწილს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც გამართული ექსპოზიციები საქართველოში 150 ათასზე მეტმა დამთვალიერებელმა უკვე იხილა. ნამუშევრების ნახვა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 20 ნოემბრამდე იქნება შესაძლებელი. 

 

 

საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტად რეჟისორი ბუბა ხოტივარი აირჩიეს

ბუბა ხოტივარმა არჩევნებში აკადემიის წევრების 106 ხმა მიიღო, კონკურენტმა სოსო ჯაჭვლიანმა – 63. ბუბა ხოტივარი საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტად 4 წლის ვადით აირჩიეს. კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 11 სექტემბერს ყოფილმა  პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ თანამდებობა დატოვა. 

 

იურიული პარკის ახალ ფილმში ძველი სამსახიობო გუნდი ბრუნდება

სწორედ სემ ნილი, ლორა დერნი და ჯეფ გოლდბლუმი თამაშობდნენ ერთად 1993 წელს გადაღებულ სტივენ სპილბერგის ფილმში. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კი ეს მათი ერთად გამოჩენის პირველი შემთხვევაა. იურიული სამყაროს ახალი ნაწილი 2021 წელს გამოვა.

წყარო: https://www.bbc.com/

 

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა საოპერო მომღერალმა პლასიდო დომინგომ ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერა დატოვა

ამის შესახებ განცხადება თავად ტენორმა გაავრცელა. მომღერალი  სექსუალურ შევიწროებაში აგვისტოს დასაწყისში დაადანაშაულეს. 9 ქალი ამტკიცებდა,  რომ დომინგო მათ სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ კარიერულ წინსვლაში დახმარებას ჰპირდებოდა. 

წყარო: https://www.bbc.com/

 

აშშ-ში ქართული ჩაი “მანნა” 2020 წლიდან გაიყიდება

ინფორმაციას ამის შესახებ BM.GE ავრცელებს. ამ ეტაპზე ჩაი “მანნა” ნიუ-იორკის რამდენიმე რესტორანსა და მაღაზიაში  სატესტო შემოწმებას გადის. თავდაპირველად ჩაის ერთი შეფუთვა ნიუ-იორკის ბაზარზე 2-დან 3-დოლარამდე ეღირება. 

წყარო: https://bm.ge/

 


რეკომენდებული სტატიები
25 სექტემბერი დილიდან 
Play Video

25 სექტემბერი დილიდან 

25 სექტემბერი დილიდან 
დილა მშვიდობისა! კინომოყვარულებისთვის დილიდან კარგი ამბავი გვაქვს: წელს პირველად მოკლემეტრაჟიანი ფილმების ყველაზე დიდ ფესტივალს, MANHATTAN SHORT-ს დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად თბილისიც უმასპინძლებს.
24 სექტემბერი დილიდან

24 სექტემბერი დილიდან

24 სექტემბერი დილიდან
დილა მშვიდობისა! დილიდან გვინდა გამცნოთ, რომ მომავალ წელს წინანდლის სახლ-მუზეუმი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს. ისტორიული მამული ამჯერად ბაღების ევროპული კავშირის დელეგაციებს მიიღებს. აღნიშნული კავშირის წევრი საქართველო რამდენიმე დღის წინ გახდა. 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.