fbpx

27 სექტემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

Netflix-მა მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის ტრეილერი გაავრცელა

The Irishman – ასე ჰქვია ლეგენდარული სკორსეზეს მიერ განგსტერებზე გადაღებულ ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო და ჯო პეში ასრულებენ. ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 1 ნოემბერსაა დაგეგმილი, Netflix-ზე კი მისი ხილვას 27 ნოემბრიდან შეძლებთ.

წყარო: https://www.youtube.com/

 

პეკინში მსოფლიოს უდიდესი აეროპორტი გაიხსნა

 საჰაერო ჰაბი არქიტექტორ ზაჰა ჰადიდის პროექტით შეიქმნა. აეროპორტის ფართობი 700 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება. გახსნის ცერემონიას სი ძინპინიც დაესწრო. აეროპორტის ასაშენებლად 50 მილიარდი ევრო დაიხარჯა. გეგმის მიხედვით, 2025 წლისთვის აეროპორტი წელიწადში 72 მილიონ მგზავრს უნდა მოემსახუროს.

წყარო: https://www.theguardian.com/

 

26 ოქტომბერს საქართველოში Dribbble-ის შეხვედრა გაიმართება

 Dec81fdd981044be81e4f3b34e91d848

დრიბლის რამდენიმე დღის წინ მიღებული დასტურის შედეგად საქართველოში პირველად გაიმართება გრაფიკული დიზაინერებისა და ილუსტრატორების შეხვედრა. სპიკერებს შორის არიან: გიგა თამარაშვილი, გიორგი გელბახიანი, თოკა მამრიკიშვილი, ათუკა ქელბახიანი და სხვები. პირველი  შეხვედრა 26 ოქტომბერს თბილისში შედგება. იმისათვის, რომ შეხვედრას დაესწროთ, აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

წყარო: https://dribbble.com

 

საქართველო 16-20 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგება

შარშან საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, კონცეფციით Georgia Made by Characters, საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგა. წარმატებული პროექტის შემდეგ, წელს საერთაშორისო ბაზრობაზე განახლებული სლოგანით მიემგზავრება – Follow the Journey of Georgian Characters. 

პროექტის ფარგლებში ქართველი და უცხოელი მწერლებისა და გამომცემლების მონაწილეობით დაგეგმილია ოცამდე ლიტერატურული და ბიზნეს ღონისძიება.

 ათამდე ქართული გამომცემლობა ხუთი დღის განმავლობაში უცხოელ გამომცემლებს სხვადასხვა ფორმატში ქართულ ლიტერატურას გააცნობს. ბაზრობის მეორე დღეს კი საქართველოს ეროვნული სტენდი ტრადიციულად უმასპინძლებს საზეიმო მიღებას, რომელსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორები და მსოფლიო საგამომცემლო სფეროს პროფესიონალები დაესწრებიან.

 

ლეგენდარულ ამერიკელ მსახიობს, ტომ ჰენკსს საპატიო ოქროს გლობუსს გადასცემენ

 2020 წლის 5 იანვარს ოქროს გლობუსის 77-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ორი ოსკარის მფლობელ ამერიკელ მსახიობსა და პროდიუსერს, ტომ ჰენკსს სესილ დემილის სახელობის საპატიო ჯილდოს გადასცემენ. 

“ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია მოხარულია გაცნობოთ, რომ 2020 წელს სესილ ბი დემილის საპატიო ჯილდო გადაეცემა ტომ ჰენკს, რომელმაც შეუდარებელი სამსახიობო ოსტატობა და თავისი თამაშის სტილით კინოში წარუშლელი კვალი დატოვა. ის რამდენიმე ათწლეულია აოცებს მაყურებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით”, – აღნიშნულია ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის განცხადებაში.

წყარო: https://www.bbc.com

 

 

 

 


რეკომენდებული სტატიები
25 სექტემბერი დილიდან 
Play Video

25 სექტემბერი დილიდან 

25 სექტემბერი დილიდან 
დილა მშვიდობისა! კინომოყვარულებისთვის დილიდან კარგი ამბავი გვაქვს: წელს პირველად მოკლემეტრაჟიანი ფილმების ყველაზე დიდ ფესტივალს, MANHATTAN SHORT-ს დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად თბილისიც უმასპინძლებს.
26 სეტემბერი დილიდან
Play Video

26 სეტემბერი დილიდან

26 სეტემბერი დილიდან
დილა მშვიდობისა! დილიდან გაცნობებთ, რომ ეროვნულ გალერეაში იტალიური ფერწერისა და გრაფიკის ნიმუშები 27 სექტემბრიდან გამოიფინება. დამთვალიერებლებმა შეგიძლიათ ნახოთ ტინტორეტოს, გუერჩინოს, ბერნარდო სტროცის, ანტონიო კანალეტოსა და სხვა ფერმწერთა 55 ნამუშევარი. 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.