fbpx

1 ოქტომბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

 

დღეიდან მაუწყებლობას იწყებს ფორმულა კრეატივის არხი

დილა მშვიდობისა ფორმულაზე

დილა მშვიდობისა! 7 ოქტომბრიდან გვიპოვეთ ფორმულაზე!Eka Samkharadze Lika Kintsurashvili Formula • ფორმულა

Gepostet von Formula • ფორმულა am Montag, 30. September 2019

 

ფორმულა კრეატივის ტელევიზია “ფორმულა” დღეიდან ეთერშია. როგორც ცნობილია, პირველი ხუთი დღე არხზე მხოლოდ ფილმები და უცხოური ტელესერიალები გავა, 5 ოქტომბრიდან კი ბადეს საინფორმაციო გამოშვება დაემატება. რაც შეეხება დილის გადაცემას,  ის ეთერში 7 ოქტომბრიდან გავა. “ფორმულაზე” ბრუნდება ტელესერიალი “ჩემი ცოლის დაქალებიც”, რომელიც ტელეეკრანებზე 25 ოქტომბრიდან გამოჩნდება.

 მაუწყებლობა დილის 8 საათიდან დაიწყება. არხის ყურება შესაძლებელია როგორც ე.წ. სახლის ანტენებით, ასევე საკაბელო ტელევიზიებით. სახლის ანტენებით “ფორმულას” ნახვა მე-10 არხზეა შესაძლებელი, მაგთის აბონენტებისთვის ტელევიზია მე-19 ადგილზე განთავსდება, სარფი ტვ-ზე 46-ე ადგილზე, მარ ტვ-ზე კი 26-ე არხზე.

 

მსოფლიო რაგბიმ რაგბის მსოფლიო თასის მატჩზე, ურუგვაისთან შეხვედრისას, ბორჯღალოსნების მიერ ლელოს დადების დროს რუსული სიმღერის ჩართვის გამო მოიბოდიშა 

ურუგვაისთან შეხვედრის დროს,  ბორჯღალოსნების მიერ ლელოს დადების შემდეგ, თამაშის ორგანიზატორები ლელოს რუსეთში მცხოვრები მომღერლის, ვალერი მელაძის სიმღერით აღნიშნავდნენ. სწორედ ეს გააპროტესტა გუნდის კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

წყარო: https://edition.cnn.com/

 

სოფო ჭყონია მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიაში მოხვდა

 

ჭყონია მესამე ქართველია, ვინც მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიაში მოხვდა. რეიტინგი ყოველწლიურად ქვეყნდება და მოდის საერთაშორისო ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიან ადამიანებს ასახელებს. 

#BOF500 იმ ადამიანების ერთობაა, რომლებიც ყველაზე დიდ კვალს ტოვებენ მოდის გლობალურ ბიზნესზე. მათ შორის დიზაინერებთან, მოდელებთან, სტილისტებთან და ფოტოგრაფებთან ერთად არიან ჟურნალისტები, მყიდველები, მსახიობები, მომღერლები, ბიზნესმენები, ორგანიზატორები და ა.შ. 

ჭყონია საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან მოდურ მოვლენას, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულს ხელმძღვანელობს. მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ძალიან დიდი ხელშეწყობით ადგილობრივი ქართველი დიზაინერები საერთაშორისო ასპარეზზე გავიდნენ. 

წყარო: https://fashionholicsonline.com/

 

ფეისბუქზე ჯორჯ და ჰელენ პაპაშვილების გვერდმა 1952 წელს Paramount Pictures-ის მიერ გიორგი პაპაშვილზე გადაღებული ფილმის ნაწყვეტი გაავრცელა

1952 წელს Paramount Pictures-ის ქართველზე გადაღებული ფილმი და ქართული სიმღერის აჟღერება ვინმეს წარმოგედგინათ? მართლაც და ამ ცხოვრებაში "ყველაფერი შეიძლება მოხდეს" #GeorgePapashvily #anythingcanhappen

Gepostet von George and Helen Papashvily am Montag, 23. September 2019

 

-იან წლებში, როდესაც ამერიკა ჯაზის ხმებზე მხიარულობდა, ქუჩაში მოხეტიალე ადამიანები კი გამდიდრებაზე ოცნებობდნენ, ჯორჯ პაპაშვილი ნიუ-იორკში, ნაქირავებ ბინაში ათევდა ღამეს. ყველაფერი კი 1921 წელს დაიწყო, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ საქართველოს მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში ქვეყნის სხვა მოქალაქეებიც წავიდნენ. მათ შორის იყო ჯორჯ პაპაშვილი. 

ამერიკაში თხუთმეტწლიანი ხეტიალის შემდეგ პაპაშვილმა ცოლად ამერიკელი მწერალი ჰელენ უაიტი შეირთო. წყვილმა პენსილვანიის შტატში პატარა ფერმა იყიდა და  მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი. ყველაზე მთავარი კი 1944 წელს მოხდა, როცა ამერიკის უდიდესმა გამომცემლობამ მკითხველს შესთავაზა წიგნი “ყველაფერი შეიძლება მოხდეს”. სათავგადასავლო ბიოგრაფიული ჟანრის კრებული ბესტსელერად იქცა და მსოფლიოში მილიონ-ნახევარზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. 

წიგნი ემიგრანტებზეა, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ქართველის ისტორია. რომანში საუბარია სხვადასხვა ქვეყნიდან წამოსულ ადამიანებზე  და იმ ქვეყანაზე, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ნაწარმოებში პაპაშვილი საუბრობს საქართველოზე, თბილისზე, ხევსურეთზე. მოგვიანებით ცნობილმა რეჟისორმა ჯორჯ სიტონმა ამ ნაწარმოების მიხედვით ფილმი გადაიღო, სადაც მთავარ როლებს ცნობილი ამერიკელი კინოვარსკვლავები – ხოსე ფარერი და კიმ ჰანტერი ასრულებდნენ. ფილმი ეკრანებზე 1952 წელს გამოვიდა. 

ვიდეო: https://www.facebook.com/

 

ნათია თოდუამ ახალი სიმღერა Georgia გამოაქვეყნა.

Georgia მისი პირველი სიმღერაა ახალი ალბომიდან Miss you. შეგახსენებთ, რომ ნათია თოდუა 2017 წელს გერმანული Voice-ის გამარჯვებული გახდა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს

📢📢📢 კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში…

Gepostet von სკოლა-პანსიონი კომაროვი • Komarovi Campus School am Montag, 30. September 2019

 

ინფორმაცია სკოლის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება. ამ ტიტულის მფლობელები არიან ის მოსწავლეები, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოქროს 2 მედალი აქვთ მოპოვებული. ნიკოლოზ ბირკაძე სიის ასეულში ერთადერთი ქართველია. მან ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

4 ოქტომბერს კოტე მარჯანიშვილის “ამოკის” ჩვენება ელექტრონული მუსიკის თანხლებით გაიმართება

Gepostet von Artarea/Tv2.0 am Montag, 30. September 2019

 

არტარეა, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წარმოგიდგენთ კოტე მარჯანიშვილის 1927 წელს გადაღებული ფილმის, “ამოკის” ჩვენებას ელექტრონული მუსიკის თანხლებით. საღამოზე კომპოზიციებს შეასრულებენ ვაჟა მარი და გიო კუჭუხიძე. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

ნეტფლიქსმა Stranger Things-ის მეოთხე სეზონის თიზერი გაავრცელა.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის შედგება სერიალის ახალი ნაწილის პრემიერა, თუმცა ეს 45-წამიანი ტიზერი დიდი ინტრიგას ტოვებს. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

74 წლის ასაკში გარდაიცვალა გრემის მფლობელი ოპერის მომღერალი ჯესი ნორმანი.

ლეგენდარული ოპერის მომღერალი საკუთარ სახლში, ოჯახის გარემოცვაში აღესრულა. 

ვიდეო: https://www.youtube.com/


რეკომენდებული სტატიები
30 სექტემბერი დილიდან 
Play Video

30 სექტემბერი დილიდან 

30 სექტემბერი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დილიდან გვინდა გაცნობოთ ქართველი მოდელის, თათია ახალაიას შესახებ, რომელიც პარიზის მოდის კვირეულზე Elie Saab-ის 2020 წლის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.