fbpx

Hennessy X.O.-ს გასტრონომიული ოდისეა აბრეშუმის გზაზე


გააზიარე სტატია

ჰენესის სახლიმორიგ თავგადასავალში ჩაება დააბრეშუმის გზის ოდისეა 2.0.წამოიწყო. პროექტი, რომლის ინსპირაციის წყარო უძველესი მარშრუტიაბრეშუმის დიდი გზაა, საკრალური რიცხვის, 7-ის გარშემოა აგებული: გასტრონომიული მოგზაურობის მარშრუტი ისტორიული გზის შვიდ ქალაქს მოიცავს და ის სიმბოლურად Hennessy X.O.-ი არომატების პალიტრის შვიდ შეგრძნებაზე მიგვანიშნებს.

„ჰენესის სახლი“ 2019 წლის 3 ოქტომბერს თბილისში, სამედიცინო ველნეს კურორტ
„ბიოლში“ პროექტისადმი – „ოდისეა აბრეშუმის გზაზე 2.0: Hennessy X.O.მიძღვნილ ვახშამს გამართავს. სტუმრებს უნიკალურ გასტრონომიულ თავგადასავალს მიშლენის ფრანგი შეფმზარეული ფანი რეი და ქართველი შეფი თეკუნა გაჩეჩილაძე წარუდგენენ.

აბრეშუმის გზა საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა პროდუქტებს, ადამიანებსა და იდეებს. დღეს Hennessy ტრადიციას აგრძელებს და თანამედროვე სამყაროში დღესასწაულს სიურპრიზებითა და გამორჩეული მოულოდნელობებით ქმნისეს ყველაფერი კომპანიის დაარსების დღიდან, 1765 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა ერთა და კულტურათაშეზავების” ოსტატური უნარის გამოძახილია.

„Hennessy X.O.-ი ყველა წვეთი ოდისეაა“,  – ამ კონცეფციის თანახმად, 2017 წელს 7 ქვეყნის 7 თანამედროვე არტისტისა და Hennessy X.O.-თი შთაგონებული მათი 7 ნამუშევრის აღმოსაჩენად შემოქმედებითი მოგზაურობა დაიწყო. 2019 წელს Hennessy X.O. ლეგენდარულ აბრეშუმის გზას უნიკალური გასტრონომიული თავგადასავლისთვის უბრუნდება.

Le Guide Michelin-ის კურატორობით, 7 შეფმზარეული აბრეშუმის გზაზე Hennessy X.O.- ოდისეას შეუერთდება მდიდარი და გასაოცარი კულტურული გამოცდილებისათვის. თითოეულ ქვეყანაში (ყაზახეთი, საქართველო, უზბეკეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, თურქეთი, ჩინეთი) ორი შეფმზარეული შვიდი კერძისგან შემდგარ ერთობლივ საავტორო მენიუს წარადგენს

აბრეშუმის გზის ოდისეა საფრანგეთში, ქალაქ კონიაკში, Hennessy Maison-ში დაიწყოიქ მიშლენისა და ადგილობრივი შეფმზარეულები კონიაკის სახლის მემკვიდრეობასა და ტრადიციებს გაეცნენ, ეწვივნენ არქივებს, მარნებს, საოჯახო სასტუმროს, კასრების საწარმოებსა და ვენახებს. Hennessy-ი სამყაროში ეს შთამბეჭდავი მოგზაურობა Hennessy-ი სრული კოლექციისა და სხვა კონიაკების უნიკალური სადეგუსტაციო პროცესით დასრულდა.

2019 წლის სექტემბრიდან მიშლენის შეფმზარეულები პროექტის მონაწილე ქვეყნებში გაემგზავრებიან და ადგილობრივ შეფმზარეულთან ერთად ამ ქვეყნის პროდუქტების, ეროვნული ინგრედიენტებისა და Hennessy X.O.-ი 7 არომატის შეზავებით სახასიათო, მაღალი კლასის Hennessy X.O. მენიუს შექმნიან.

3 ოქტომბერს საქართველოს უნიკალუროის აღმოჩენაში მიშლენის შეფმზარეულ ფანი რეის ქართველი შეფი თეკუნა გაჩეჩილაძე დაეხმარება. Hennessy X.O.თი შთაგონებული მენიუ ქართული გემოების დახვეწილ შტრიხებს შეიძენს, ნაციონალური გემო Hennessy X.O.-ი 7 არომატიდან ერთერთთანშოკოლადის ხავერდოვნებასთან შეზავდება, რომელიც შავი შოკოლადის მდიდარი, სრულყოფილი, ოდნავ ტკბილი და აბრეშუმივით გლუვი არომატია.

2017 წელს 36 წლის ფანი რეი ერთადერთი ქალი იყო, რომელმაც პრესტიჟული Michelin Guide-ის ვარსკვლავი მოიპოვა. იგი პარიზის Ritz-ისა და პროვანსის Ousteau de Baumanière-ში მუშაობდა. ბურგუნდიული წარმოშობის, პროვანსზე შეყვარებული ფანი 2012 წელს საცხოვრებლად იქ გადავიდა და საკუთარი რესტორანი გახსნა

L’Auberge de Saint-Rémy-ი შეფმზარეული უპირატესობას მსუბუქ სამზარეულოს ანიჭებს, რომელიც პროვანსისა თუ ხმელთაშუა ზღვის პროდუქტებით არის შთაგონებული

 

Hennessy X.O-ის შვიდი „დიდებული სამყარო“

  • ტკბილი ნოტები:
    დაშაქრული ხილის არომატები თბილად იპყრობს სასას – ფორთოხლის ნაზი სიტკბო გარგარის დახვეწილ სიმწარესთანაა შერწყმული.
  • მზარდი მხურვალება:
    ინტენსიური, მზარდი სიცხის დამაინტრიგებელი შეგრძნება ნელ-ნელა ავლენს eaux-de-vie-ის კომპლექსურ გემოს, რომელიც მუხის კასრებშია დაძველებული.
  • პიკანტური ზღვარი:
    ძლიერი პიკანტური ნოტი სასას წიწაკის მკაფიო არომატით უღიტინებს.
  • მწველი ცეცხლი:
    სითბოს ტალღა იზრდება, მრუდდება და პირის ღრუ სიმრგვალის მძაფრი შეგრძნებით ივსება. სრულყოფილების გრძნობა ყოვლისმომცველია.
  • შოკოლადის ხავერდოვნება:
    რაღაც ნაცნობის თანდათანობითი აღმოჩენაა, შავი შოკოლადის მდიდარი, სრულყოფილი, ოდნავ ტკბილი და აბრეშუმივით გლუვი არომატია.
  • ხის ისტორია:
    საოცარი შეგრძნება მოულოდნელად ჩნდება – მუხის ნოტების ძლიერი მიმოქცევა ვანილთანაა შეზავებული. თამამი და კომპლექსური გემოები მძაფრად იგრძნობა და შემდეგ ქრება.
  • უსასრულო ექო:
    წამიერად გაელვებული მუხის ნოტები ხანგრძლივი, ყოვლისმომცველი ბოლო აკორდია, რომელიც მის წინ არსებული თითოეული გემოსა და შეგრძნების, აგრეთვე, Hennessy X.O-ის შეზავებისა და დაძველების ხანგრძლივი პროცესის სირთულის გამოძახილია.

 

Hennessy X.O.-ის პირველი სათავგადასავლო მოგზაურობა ჯერ კიდევ 250 წლის წინ დაიწყო: რიჩარდ ჰენესიმ მშობლიური ირლანდიური ზღვისპირა სოფელი მიატოვა და საფრანგეთის ნაპირებს მიადგა ფრანგთა მეფის, ლუი XV-ის არმიაში ჩასაწერად, თუმცა იგი ისტორიას არა მილიტარისტული კარიერით, არამედ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ კონიაკად მიჩნეული დიდი ბრენდის დამაარსებლის სახელით შემორჩა

რიჩარდ ჰენესი ერთ დღესაც კონიაკის მხარეს, საფრანგეთის სამხრეთდასავლეთ ვენახებს ეწვია და ადგილობრივი Eau de vie (ფრ. „სიცოცხლის წყალი“) სპირტები დააგემოვნა. მან სულ მალე, 1765 წელს კონიაკის ქარხანა დააარსა და ალკოჰოლური სასმლით ვაჭრობას შეუდგა, 1794 წელს კი ის უკვე ახლად შექმნილ შეერთებულ შტატებში გაიტანა ექსპორტზე

1819 წელს ქარვისფერი სასმელი ინდოეთში გადის გასაყიდად, 1855 წლიდან ავსტრალიაში, 1859 წლიდან კი  –  ჩინეთში და შორეულ აღმოსავლეთში ფრანგული კულტურის ელჩის როლს ითავსებს. მას შემდეგ კონიაკი Hennessy X.O. მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და 130-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება

 

884 total views, 1 views today


რეკომენდებული სტატიები
Hennessy-ის  ბარმენების კონკურსი

Hennessy-ის ბარმენების კონკურსი

Hennessy-ის  ბარმენების კონკურსი
ლეგენდარული კონიაკის სახლი Hennessy აცხადებს კონკურსს ყველაზე გამორჩეული ბარმენის გამოსავლენად - Hennessy Bartenders Competition 2018.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.