fbpx

2 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დღეს გამთენიისას 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული კომპოზიტორი გია ყანჩელი.

გია ყანჩელის ID

გია ყანჩელს კინომუსიკა ახლა უკვე მსოფლიო კინოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კომპოზიტორს. AT.ge იზიარებს ოჯახის ღრმა მწუხარებას 

 

3 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე საინიციატივო ჯგუფი წარმოადგენს “თავისუფლების ქარხნის” პრეზენტაციას

Image may contain: text 

ორგანიზატორები იწვევენ ყველა თავისუფალ და თავისუფლებისმოყვარე ადამიანს, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო თავისუფლებისთვის ბრძოლა და რომელიც ეთანხმება ამ პრინციპების შინაარსს და იზიარებს მათ. 

პლატფორმის 5 ძირითადი პრინციპია: 1. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, 2. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, 3. განსხვავებული აზრის პატივისცემა, 4. პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება, 5. თავისუფალი აზროვნება & შემოქმედება.
“თავისუფლების ქარხნის” ერთ-ერთი ინიციატორის, სანდრო კაკულიას განცხადებით, თბილისში, კერძოდ კი პეტრიაშვილის ქუჩის პირველ ნომერში, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე იქმნება სრულიად ახალი და განსხვავებული, ინოვაციური კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის, თავგადასავლების მოყვარული პიროვნებებისთვის, სწავლის, დასვენებისა და გართობის ან უბრალოდ – სოციალიიზაციის მსურველთათვის. 

წყარო: https://www.facebook.com

 

შვედურ-ქართული დრამა And Then We Danced ევროპული უნივერსიტეტის კინოდაჯილდოების ნომინანტი გახდა.

The European Film Academy and FILMFEST HAMBURG take great pleasure in announcing the five nominated films for the European University Film Award (EUFA): bit.ly/EUFA2019

Gepostet von European Film Awards am Dienstag, 1. Oktober 2019

 

ლევან აკინის ფილმი 5 საუკეთესო სურათთან ერთად მთავარი პრიზისთვის იბრძოლებს. გამარჯვებულ ფილმს კი 7 დეკემბერს, ბერლინში გამართულ ევროპულ კინოდაჯილდოებაზე გადასცემენ პრიზს. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

1 ოქტომბრიდან  მიმოქცევაში განახლებული 10-ლარიანი ჩაეშვა

 ახალი 10-ლარიანი ბანკნოტები წინა წლებში გამოშვებული იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება მიმოქცევაში. განახლებული 10-ლარიანის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი და ნაწყვეტი მისი ლექსიდან “გაზაფხული”, უკანა მხარეს კი ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, დავით კაკაბაძის ცნობილი ნახატი “იმერეთი-დედაჩემი”. 

 

ანტარქტიკას 315 მილიარდი ტონა აისბერგი მოსწყდა, მას სახელად D28 უწოდეს.

Iceberg calving

ეს ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი აისბერგია, რომელიც ანტარქტიკის ამერის შელფურ მყინვარს მოსწყდა. D28-ის სისქე დაახლოებით 210 მეტრია.

წყარო: https://www.bbc.com/

 

ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობაზე პირველი შეხვედრა მოიგო

ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის პირველ შეხვედრაში არგენტინელ გუიდო პელას დაუპირისპირდა. ბასილაშვილმა პირველი სეტი მარტივად – 6:4-ით მოიგო, მეორე სეტი კი ანგარიშით 7:6 დაასრულა. 

ფოტო: http://georgiatoday.ge/

 

Google მუშაობს აპლიკაციაზე, რომელიც ავტოავარიის შემთხვევაში ავტომატურად საგანგებო სიტუაციების სამსახურს გამოიძახებს

სენსორების, აქსელერომეტრის და მიკროფონის გამოყენებით Google Pixel-ის ტელეფონზე ავტოავარიის შემთხვევაში სპეციალური აუდიოსიგნალი ჩაირთვება და თუ მომხმარებელი მას არ გათიშავს, აპლიკაცია ავტომატურად დარეკავს 911-ზე. პირველ ეტაპზე აპლიკაცია მხოლოდ აშშ-ში იქნება ხელმისაწვდომი. 

წაყრო: https://www.theverge.com/

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავის აღსანიშნავად ნიკოლოზ რაჭველს ხელახლა მიენიჭა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდება

#ცოტნეზედგინიძე მადლობელი ვარ ჩემი პროფესიის, რომ ხშირად მიწევს ესეთ საოცარ კონცერტებზე მოხვედრა და მოსმენა #unicef 🥰 Maya Sopo Nino 🥰🥰🥰 მადლობა 😇🥰😍

Gepostet von Leli Blagonravova am Dienstag, 1. Oktober 2019

 

გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს თანამშრომლობას  ცნობილ ქართველ კომპოზიტორს, დირიჟორსა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ნიკოლოზ რაჭველთან და მას ხელახლა ანიჭებს   საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდებას. ნიკოლოზ რაჭველი ელჩის წოდებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში ატარებს. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ასევე გახდება გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდამჭერი.

 გუშინ კი ნიკოლოზ რაჭველისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართა, რომელიც ბავშვის უფლებების კონვენციის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.

 კონცერტში ასევე მონაწილეობდა 10 წლის პიანისტი ცოტნე ზედგინიძე, რომელმაც ცხოვრებაში პირველად დაუკრა დიდ სცენაზე, ორკესტრთან ერთად.

ვიდეო: https://www.facebook.com/

 

Warner Bros-მა  ჰარლი ქუინის შესახებ გადაღებული ფილმის, Birds of Prey-ის პირველი ტრეილერი გაავრცელა

ფილმში მთავარ როლს მარგო რობი ასრულებს, მასთან ერთად კი იუენ მაკგრეგორსაც ვიხილავთ. სიუჟეტის ეპიცენტრში Suicide Squad-ის პერსონაჟი ჰარლი ქუინია, რომელიც ჯოკერთან დაშორების შემდეგ ახალ ბანდაში წევრიანდება. 

წყარო: https://www.youtube.com/

2,286 total views, 1 views today


რეკომენდებული სტატიები
1 ოქტომბერი დილიდან
Play Video

1 ოქტომბერი დილიდან

1 ოქტომბერი დილიდან
დილა მშვიდობისა! დღეს პირველი ოქტომბერია და ფორმულა კრეატივის ახალი არხი “ფორმულა” უკვე ეთერშია. როგორც ცნობილია, 5 ოქტომბრიდან ბადეს საინფორმაციო გამოშვება დაემატება, 25 ოქტომბრიდან კი ეთერს ყველასათვის საყვარელი “ჩემი ცოლის დაქალები” ახალი სეზონით დაუბრუნდება. 
გია ყანჩელის ID
Play Video

გია ყანჩელის ID

გია ყანჩელის ID
at.ge -სა და Artarea-ს ერთობლივი პროექტის , ID სტუმარია- ჩვენი თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი და გამორჩეული კომპოზიტორი გია ყანჩელი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.