3 ოქტომბერი დილიდან
“დინამოსა” – “საბურთალოს” გუნდებს შორის საფეხბურთო მატჩის დაწყების წინ ლეგენდარული კომპოზიტორის, გია ყანჩელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და მისი ერთ-ერთი კომპოზიცია “ყვითელი ფოთლები” ჩართეს.
ვიდეო: https://www.youtube.com/
თბილისობის გალაკონცერტი ლეგენდარული კომპოზიტორის, გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება.
გალაკონცერტი 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება.
ვიდეო: https://www.youtube.com/
ნახეთ ნაწყვეტი ლანა ღოღობერიძის ახალი ფილმიდან, რომელშიც გია ყანჩელის კომპოზიცია ჟღერს.
❗ ექსკლუზიურად ტვ პირველზე📌 ფრაგმენტი ლანა ღოღობერიძის ახალი ფილმიდან, რომელშიც გია ყანჩლის საზოგადოებისთვის უცნობი მუსიკა ჟღერს✔ გადაცემის სრული ვერსიის საყურებლად გადადით ლინკზე:https://www.facebook.com/tvpirveli/videos/1369909029841934/
Gepostet von TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი am Mittwoch, 2. Oktober 2019
ღოღობერიძის ახალ ფილმში მთავარ როლებს ზურა ყიფშიძე, ნანა ჯორჯაძე და გურანდა გაბუნია ასრულებენ.
წყარო: https://www.facebook.com/tvpirveli/videos/2677233075654232/?v=2677233075654232
გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
ლეგენდარული კომპოზიტორის პანაშვიდები 3 და 4 ოქტომბერს თბილისში, ტოლსტონოგოვის #6-ში გაიმართება. დაკრძალვის დღეს რუსთაველის თეატრიდან დღის ორ საათზე გამოასვენებენ. გია ყანჩელის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ დილით გავრცელდა.
კვენტინ ტარანტინო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანზე წიგნს წერს
არაერთი საკულტო ფილმის რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ თქვა, რომ წიგნს წერს, შთაგონების წყარო კი არც მეტი, არც ნაკლები, მეორე მსოფლიო ომის ამერიკელი ვეტერანი გახდა.
ტარანტინოს წიგნის სიუჟეტის მიხედვით, ვეტერანს გადატანილი ომის საშინელი ტრავმის გამო ჰოლივუდური ფილმები შესძულდება და მათ ნაცვლად უცხოურ ფილმებს უყურებს. ამ ეტაპზე უცნობია, როდის აპირებს რეჟისორი წიგნის გამოცემას.
წყარო: https://www.indiewire.com/
ესპანელ მსახიობს, პენელოპა კრუზს სან-სებასტიანის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდო გადასცეს
მსახიობს The Donostia Award კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ირლანდიური როკ-ჯგუფის, U2-ის ლიდერმა გადასცა. პენელოპა კრუზი სამადლობელი სიტყვების შემდეგ ქალებზე ძალადობის თემას შეეხო. “წელს ესპანეთში ოჯახურ ძალადობას 44 ქალი ემსხვერპლა, 2003 წლიდან კი 1000 ზე მეტი. წარმოგიდგენიათ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით რა ციფრებს მიაღწევს ეს მაჩვენებელი?” – განაცხადა მსახიობმა.
წყარო: https://www.instagram.com