4 ოქტომბერი დილიდან
საქართველოში 4 და 6 ოქტომბერს ევროპის მემკვიდრეობის დღეები ჩატარდება
სწორედ ამ დღეებში რეგიონული მუნიციპალიტეტების, მუზეუმებისა და კულტურის ცენტრების ჩართულობით უფასო გამოფენები, კონცერტები, ვორქშოფები, მასტერკლასები და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი.
ევროპის მემკვიდრეობის დღეები ყოველი წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამოფენების, კონფერენციების, საჯარო ლექციების და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის დაგეგმილი შემეცნებით-გასართობი პროგრამებით ხელს უწყობს საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციას.
წყარო: http://mes.gov.ge/
სავიზო რეჟიმი საქართველოსა და გრენადას შორისაც გაუქმდება
უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე შეთანხმება ცოტა ხნის წინ საქართველოსა და პარაგვაის შორის გაფორმდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შესაძლოა ჰონდურასმაც გააუქმოს. ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო ან გამარტივებული სავიზო რეჟიმი 113 ქვეყანასთან მოქმედებს.
ქართველი მწერალი ბექა ადამაშვილი ევროკავშირის ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა
Waiting to hear from three of the winning EU Lit Prize authors at Bozar in Brussels. Winners from Georgia, Italy and our own @JanCarson7280 who won with her dazzling novel #TheFireStarters @DoubledayUK pic.twitter.com/ZWjnv6mI8T
— Fiona Murphy (@FionaBooks) October 2, 2019
ევროკავშირის ლიტერატურული პრიზი 2009 წლიდან გაიცემა და მისი მიზანი იმ მწერლების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა, რომლებმაც საკუთარი წიგნი უკვე გამოსცეს, მაგრამ აღიარება ჯერ არ მოუპოვებიათ. წელს შერჩეულ 14 ქვეყნის წარმომადგენელს შორის გამარჯვებული თანამედროვე ქართველი მწერალი ბექა ადამაშვილი გახდა.
ბექა ადამაშვილმა სადებიუტო რომანი 2014 წელს გამოაქვეყნა და მაშინვე მიიპყრო ქართველი მკითხველების ყურადღება თავისი უზომოდ დახვეწილი იუმორითა და ერთმანეთზე უფრო საინტერესო ლიტერატურული ალუზიებით. 2018 წელს გამოქვეყნებული მისი მეორე წიგნიც – “ამ რომანში ყველა კვდება” ასეთივე პოპულარული გახდა.
წყარო: https://twitter.com/
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა კინომცოდნეებისთვის ყოველწლიური კონკურსი გამოაცხადა
კინომცოდნეობისა და კინოკრიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 2019 წლის 2 ოქტომბრიდან აცხადებს კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების კინომცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს კინომცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტის მიერ. კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული.
- პირველ ადგილზე გასული სტუდენტი დაესწრება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალს. კინოცენტრი მას დაუფინანსებს ფესტივალის აკრედიტაციას, მგზავრობის, დღიურ და სასტუმრო ხარჯებს.
- მეორე ადგილზე გასული სტუდენტი დაჯილდოვდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი წლის დაფინანსებით ან სტიპენდიით (იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი).
- მესამე ადგილზე გასული სტუდენტი დაჯილდოვდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი სემესტრის დაფინანსებით ან სტიპენდიით (იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი).
კონკურსი გაიმართება რამდენიმე ეტაპად: კინოკრიტიკოსებისგან დაკომპლექტებული კომისია განიხილავს შემოსულ დოკუმენტაციის. შერჩეულ მონაწილეებს დაევალებათ რეცენზიების დაწერა კომისიის მიერ შეთავაზებულ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გადაღებულ ქართულ ფილმებზე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ საიტს:
ასტრიდ ლინდგრენის “პეპი გრძელწინდაზე” ახალ ფილმს იღებენ.
ლინდგრენის ცნობილი ნაწარმოებები 77 ენაზეა ნათარგმნი და მისი 65 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ამ ეტაპზე უცნობია ვინ შეასრულებს ფილმში მთავარ როლს.
წყარო: https://www.rollingstone.com/
ნახეთ გაი რიჩის ახალი ფილმის ტრეილერი, რომელშიც მთავარ როლს მეთიუ მაკკონაჰი ასრულებს.
The Gentlemen გაი რიჩის ახალი ფილმია, რომელშიც მაკკონაჰთან ერთად კოლინ ფარელი, ჩარლი ჰანემი და ჰიუ გრანტი თამაშობენ.
წყარო: https://www.youtube.com
753 total views, 1 views today