fbpx

8 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

2019 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო სიმღერით We Need A Love წარდგება

მუსიკალური ფესტივალი საბავშვო ევროვიზია წელს პოლონეთში, ქალაქ გლივიცში ჩატარდება. კონკურსში საქართველოდან 13 წლის გიორგი როსტიაშვილი მონაწილეობს. საბავშვო ევროვიზია-2019, მე-17 კონკურსი, 24 ნოემბერს გლივიცის არენაზე ჩატარდება და მასში ევროპის 19 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

Unesco-ს გადაწყვეტილებით, თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება

UENSCO-მ 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად თბილისი დაასახელა

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი 2019 წლის მაისში წარადგინეს. მასპინძელი ქალაქის მიზანია ხელი შეუწყოს კითხვის პოპულარიზაციას ყველა სოციალურ ფენაში. 

პროგრამა რამდენიმე მასშტაბური ღონისძიებისგან შედგება და ფოკუსირებულია იმაზე, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ახალგაზრდებში კითხვის ინტერესი გაიზარდოს. 

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ბიბლიოთეკები, წიგნის ფესტივალი ბავშვებისთვის, თანამედროვე ციფრული პროექტი, რომლითაც წიგნებს თამაშად აქცევენ და იგეგმება პირველი ქართული გამომცემლობის რესტავრაცია. ღონისძიებები 2021 წლის 23 აპრილს – წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს დაიწყება.

წყარო: https://at.ge

 

Food Network-ის ინსტაგრამზე აჭარულ ხაჭაპურზე ვიდეო გამოაქვეყნეს.

“ესაა ქართული კერძი, რომელიც ყველითა და კვერცხით მზადდება. ამაზე მეტი რა უნდა გინდოდეს?” – წერია პოსტის აღწერაში. 

წყარო: https://www.instagram.com/

 

ნახეთ დღის ვიდეო: მოხუცი ქალი ცეკვავს ქუჩის მუსიკოსების მიერ შესრულებულ სიმღერაზე “ცისარტყელები”. 

თბილისი ♥

თბილისი – სიყვარულის ქალაქი 💞🦋© ირაკლი ჯიქია

Gepostet von საქართველო am Montag, 7. Oktober 2019

 

წყარო: https://www.facebook.com

 

სერიალ რივერდეილის მეოთხე სეზონის პირველი ტრეილერი გამოვიდა.

ახალი სეზონის პრემიერა 10 ოქტომბერს შედგება. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

ანიმაციური სერიალის, Rick And Morty-ის მეოთხე სეზონის თრეილერი გამოვიდა.

ახალ სეზონს მაყურებელი 10 ნოემბერს იხილავს. 

წყარო: https://www.youtube.com

 

ტოდ ფილიპსის ფილმმა Joker-მა აშშ-ში, ეკრანებზე გამოსვლიდან პირველივე უქმეებზე, 93,5 მილიონი დოლარი მიიღო და ოქტომბერში გამოსულ ფილმებს შორის ყველა დროის რეკორდი დაამყარა. 

წყარო: https://hypebeast.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
7 ოქტომბერი დილიდან
Play Video

7 ოქტომბერი დილიდან

7 ოქტომბერი დილიდან
დილა მშვიდობისა! დილიდან გვინდა გაცნობოთ, რომ 16-20 ოქტომბერს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგება და უცხოელ სტუმრებს კიდევ ერთხელ გააცნობს ქართულ ლიტერატურას
UNESCO-მ 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად თბილისი დაასახელა

UNESCO-მ 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად თბილისი დაასახელა

UNESCO-მ 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად თბილისი დაასახელა
იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულეიმ შვეიცარიაში შეკრებილი მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციაზე დაყრდნობით, თბილისი 2021 წლის წიგნის დედაქალაქად გამოაცხადა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.