fbpx

“აჭარა ჯგუფმა” აბასთუმანში 1924 წელს აშენებული სანატორიუმის შენობა შეიძინა


გააზიარე სტატია

“აჭარა ჯგუფმა” კურორტ აბასთუმანში 1924 წელს აშენებული ყოფილი სანატორიუმის შენობა შეიძინა. წელიწადნახევარში კი ამ შენობის რეკონსტრუქციის შედეგად  სასტუმრო “რუმს აბასთუმანი” გაიხსნება. ამ პროექტის განვითარებისთვის “აჭარა ჯგუფი“ 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ პირველი სასტუმრო “რუმსი” 2012 წელს ყაზბეგში გახსნა. 2014 წელს პროექტის საერთაშორისო აღიარებამ ხელი შეუწყო თბილისში იმავე ბრენდის სასტუმროს შექმნას. მიმდინარე წლის ზამთრის სეზონამდე კი ახალი ski-in ski-out კონცეფციის სასტუმრო “რუმს კოხტა” გაიხსნება.

2020 წლისთვის  “აჭარა ჯგუფი” ბათუმში XIX საუკუნის შენობაში “რუმს ბათუმს” გახსნის. 

 


რეკომენდებული სტატიები
"აჭარა ჯგუფის" სუფრა პარიზში
Play Video

"აჭარა ჯგუფის" სუფრა პარიზში

"აჭარა ჯგუფის" სუფრა პარიზში
სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხანგრძლივი მეგობრობის აღსანიშნავად, “აჭარა ჯგუფმა” პარიზში ტრადიციული ქართული სუფრა გამართა. ფრანგ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართულ სამზარეულოს, ღვინოს, ხელოვნებასა და მუსიკას
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.