fbpx

10 ოქტომბერ დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვებისა და მათი მწვრთნელის გადარჩენის ოპერაციაზე ფილმი გადაიღეს.

2018 წლის ივლისში ტაილანდის ერთ-ერთი გამოქვაბულიდან 17 დღის შემდეგ გამოიყვანეს 12 ბავშვი და მათი მწვრთნელი.  მათი გადარჩენის სამაშველო ოპერაციას 3 დღის განმავლობაში მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ანტიკური რომის მოზაიკის ნიმუშების გამოფენა გაიმართება

 

10 ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დამთვალიერებელი პირველად იხილავს საერთაშორისო მასშტაბის არქეოლოგიურ გამოფენას – „ანტიკური რომის ფერები. მოზაიკა კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან“. კაპიტოლიუმის მუზეუმებში დაცული მოზაიკა, რომელიც თბილისში გამოიფინება, რომის წარსულის ხელშესახები კვალი და მემკვიდრეობის ნაწილია. მოზაიკის თითოეული ფილა განსხვავდება ზომით, ფორმითა და ფერით, მაგრამ ამ ფილების ერთობლიობა ანტიკურ ხანაზე მოგვითხრობს და დამთვალიერებელს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, ქალაქ რომის მდიდარ და გასაოცარ ისტორიას გაეცნოს.

 გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რომში აღმოჩენილი 21 მოზაიკა, რომლებიც ძვ.წ.აღ-ის II – ახ.წ.აღ-ის IV საუკუნეებით თარიღდება. ნამუშევრები ზედმიწევნით ასახავს მოზაიკის ტექნიკის განვითარების ეტაპებს და ოსტატების შემოქმედებით თუ საშემსრულებლო უნარებს.

წყარო: https://www.ancient.eu

 

დღეს ფესტივალ არტრა-2019-ის დასკვნითი გამოფენა გაიხსნება

Image may contain: text

ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი 10 ოქტომბრიდან თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენაში მონაწილეობენ მარიამ ლორია, ნუცა ესებუა, მარიუს აბრამოვიჩუსი, ნათია ბენაშვილი და სხვები. გამოფენა 18:00 საათზე გაიხსნება. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

ვეზუვის მიერ დანახშირებული უძველესი პაპირუსის გრაგნილები შეიძლება მალე გაიშიფროს

ჰერკულანუმის პაპირუსები 1800-ზე მეტ ტექსტს მოიცავს და აქამდე აღმოჩენილ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანურ არტეფაქტებს წარმოადგენს. თუმცა, მათი წაკითხვა ამ დროისთვის შეუძლებელია, რადგან მისი სტრუქტურა მთლიანად დარღვეულია. ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად გრაგნილები ქვანახშირის გორგლებად იქცა. 

წყარო: https://edition.cnn.com

 

 

შერიმ მსოფლიო ტურნეს – Here We Go Again-ის ფარგლებში ცნობილი ჰიტი Strong Enough შეასრულა. 

წყარო: https://www.youtube.com

 


რეკომენდებული სტატიები
9 ოქტომბერი დილიდან 
Play Video

9 ოქტომბერი დილიდან 

9 ოქტომბერი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დილიდან გაცნობებთ, რომ ძიუდოისტმა ნიკო შერაზადიშვილმა ბრაზილიაში მიმდინარე ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 
8 ოქტომბერი დილიდან 
Play Video

8 ოქტომბერი დილიდან 

8 ოქტომბერი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დილიდან ნახეთ კლიპი და მოუსმინეთ იმ სიმღერას, რომლითაც საქართველო 2019 წლის საბავშვო ევროვიზიაზე წარდგება. #WeNeedALove 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.