fbpx

მანამ სიკვდილს აირჩევთ – მოსაზრება ფსიქოლოგ მარინა ჭავჭანიძისგან


გააზიარე სტატია


ავტორი: მარინა ჭავჭანიძე, ფსიქოლოგი

ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით – მე ბატონი ზიგმუნდის დეფინიციას ვემხრობი – თუ ადამიანს უნარი აქვს იმუშავოს და უყვარდეს – ის ფსიქიკურად ჯანმრთელია..

გულდაწყვეტით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ხანებში ადამიანებს აღარც მუშაობა უხარიათ და აღარც არავინ უყვართ (სიყვარულში ფლობას ვგულისხმობთ და შრომაში სასჯელს, არასასიამოვნო აუცილებლობას).

რჩება შიში, შური, ბოღმა.

გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი!

ბოღმისა და შურის ტვირთი იმდენად მძიმეა, რომ სიცოცხლის სურვილსაც აკარგვინებს ადამიანს, თუ სამაგიეროს გადახდის სურვილი არ აჩერებს (საყვარელი დამცავი მექანიზმია, მეტი რა ვთქვა! – შეუმდგარი მონტე-კრისტოების კოჰორტა!) – სიკვდილი სანატრელი ხდება.

ამიტომაცაა, რომ წლევანდელი “ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე” სუიციდის აცილების პრობლემებს ეხება.

ბევრი შეიძლება ითქვას ამაზე და წელიწადში 1 დღე – დაცინვაა პრობლემის. ასეთი პრობლემების გადაჭრას თავჩაუხრელი, მიძღვნილი მუშაობა სჭირდება ყოველდღიური, ყოველწუთიერი, მრავალი წლის განმავლობაში!

იშვიათად გვახსოვს ან გვესმის, რომ საქმისთვის მიძღვნა ისევე სასიამოვნო განცდაა, როგორც ძალაუფლება.

მანამ სიკვდილს აირჩევთ, ეგებ რაიმე პრობლემის გადაწყვეტაც შეგეძლოთ – დაფიქრდით!

 


რეკომენდებული სტატიები
Snapchat და Instagram სილამაზის სტანდარტებით ფსიქიკურ აშლილობას განაპირობებს

Snapchat და Instagram სილამაზის სტანდარტებით ფსიქიკურ აშლილობას განაპირობებს

Snapchat და Instagram სილამაზის სტანდარტებით ფსიქიკურ აშლილობას განაპირობებს
იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც სხეულის დისმორფული აშლილობის სრულიად ახალი ფორმა დაუდგინეს. ამას კი თანამედროვე მობილური პროგრამების, აპლიკაციების, ფოტო-რედაქტორების ფილტრები იწვევს
ფოტოდოკუმენტალისტი ქალების ახალი თაობა

ფოტოდოკუმენტალისტი ქალების ახალი თაობა

ფოტოდოკუმენტალისტი ქალების ახალი თაობა
წარმოგიდგენთ რამდენიმე ახალგაზრდა  ფოტოჟურნალისტსა და ფოტოდოკუმენტალისტ ქალს, რომლებსაც წარმატებული კარიერული სტარტი აქვთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.