Snapchat და Instagram სილამაზის სტანდარტებით ფსიქიკურ აშლილობას განაპირობებს


გააზიარე სტატია

 

„სხეულის დისმორფული აშლილობა“ –  არის ფსიქიკური დარღვევა, რომლის დროსაც ადამიანს ჰგონია, რომ მას გააჩნია სინამდვილეში არარსებული ფიზიკური ნაკლი ან მკვეთრად აზვიადებს მას. ამგვარი წარმოდგენა შესაძლებელია ვლინდებოდეს სხეულის რომელიმე ერთი (მონომორფოფობია), ან რამდენიმე (პოლიდისმორფოფობია) ნაწილის მიმართ.

პაციენტს უჩნდება ღრმა რწმენა, რომ მისი სხეული მახინჯდება, დეფორმირდება და მიუღებელი ხდება გარშემო მყოფთათვის. დისმორფული დარღვევების მქონე  ადამიანებს უვითარდებათ დაბალი თვითშეფასება, შფოთვადეპრესია, სოციალური ფუნქციის და როლის შესუსტება, განსაკუთრებულ მძიმე შემთხვევებში – სუიციდური ფიქრები და მცდელობებიც კი.

სამედიცინო ჟურნალ JAMA Facial Plastic Surgery-ში გამოქვეყნდა ბოსტონის უნივერსიტეტის კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც სხეულის დისმორფული აშლილობის სრულიად ახალი ფორმა დაუდგინეს. ამას კი თანამედროვე მობილური პროგრამების, აპლიკაციების, ფოტო-რედაქტორების ფილტრები იწვევს.

პლასტიკური ქირურგები ე.წ. Snapchat დისმორფიაზე ალაპარაკდნენ. როგორც ისინი ამბობენ,  პაციენტებს მათთან Snapchat-ით დამუშავებული საკუთარი ფოტოები მიაქვთ და ანალოგიურ გარეგნობას ითხოვენ. მაგალითად, ფილტრებით რედაქტირებული ტუჩების, თვალებისა და ცხვირის ფორმებს. ისინი ხშირად სრულიად არარეალისტური გამოსახულებების სიმულაციასაც მიმართავენ, შესაბამისად, ქირურგებისგან შეუძლებელს ითხოვენ და შედეგით უკმაყოფილონი რჩებიან.

პლასტიკური ქირურგიის ამერიკული აკადემიის ცნობით, გასულ წელს პაციენტთა 42%-მა ოპერაცია მხოლოდ იმიტომ გაიკეთა, რომ სოციალურ ქსელებში უფრო მომხიბლავი პროფაილის ფოტო დაედო, წელს კი – ამ მიზეზით კლინიკებს 55%-მა მიაკითხა.

ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ თუ ადრე „სილამაზის ეტალონებად“ გლამურული ჟურნალების გარეკანზე დაბეჭდილი მოდელები ითვლებოდნენ, თანამედროვე მსოფლიოში Instagram და Snapchat ცვლიან წარმოდგენებს სილამაზის შესახებ, რაც „სხეულის დისმორფული აშლილობის“ შემთხვევების ალბათობას ზრდის.

 

წყარო: https://jamanetwork.com/

 


რეკომენდებული სტატიები
დემნა გვასალიას Vetements ჩვენება- პერსონალური და პოლიტიკური განაცხადი

დემნა გვასალიას Vetements ჩვენება- პერსონალური და პოლიტიკური განაცხადი

დემნა გვასალიას Vetements ჩვენება- პერსონალური და პოლიტიკური განაცხადი
თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი ქართველის ,დემნა გვასალიას Vetements-ის მორიგი ჩვენება, თუ პერსონალური და პოლიტიკური განაცხადი?! ვეტმო აქვეყნებს app-ს, რომელიც მსოფლიოს საქართველოს უახლეს ისტორიას აცნობს.
Piro$money: Facebook-სა და Instargam-ზე საინტერესო არტისტი გამოჩნდა

Piro$money: Facebook-სა და Instargam-ზე საინტერესო არტისტი გამოჩნდა

Piro$money: Facebook-სა და Instargam-ზე საინტერესო არტისტი გამოჩნდა
მოჩუხჩუხე მდინარეები კორპუსებს შორის, აყვავებული საბჭოთა ნაგებობები, ფლამინგოები მიტოვებულ შენობებთან და ზვიგენები გმირთა მოედანზე - ეს მცირე ნაწილია იმისა, რასაც Piro$money-ს გვერდებზე ნახავთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.