11 ოქტომბერი დილიდან
ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი გაიხსნა
ფორუმი საზოგადოებას იმ ახალ ქართულ ფილმებს სთავაზობს, რომლებიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს.
გახსნის დღეს ფორუმის სტუმრებმა ნახეს დიმიტრი ცინცაძის ნამუშევარი „შინდისი“, ფილმი, რომელიც საქართველომ ოსკარზე გაგზავნა.
ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ოლგა ტოკარჩუკსა და პეტერ ჰანდკეს გადაეცათ
ოლგა ტოკარჩუკი, რომელსაც ნობელის 2018 წლის პრემია გადაეცა ლიტერატურის დარგში, პოლონელი მწერალი და აქტივისტია. ის თანამედროვე პოლონურ ლიტერატურაში ყველაზე მნიშვნელოვან ავტორად ითვლება. მისი ყველაზე ცნობილი რომანია Flights. ლიტერატურის დარგში ნობელის 2019 წლის ლაურეატი პეტერ ჰანდკე გახდა – ავსტრიელი მწერალი და მთარგმნელი არაერთი ლიტერატურული პრემიის მფლობელია.
წყარო: https://www.theguardian.com/
ახალი ჰორორის, The Turning-ის ტრეილერი გამოვიდა
ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ნეტფლიქსის ბოლო დროის ყველაზე პოპულარული სერიალის, Stranger Things-ის ვარსკვლავი, ფინ ვოლფჰარდი ასრულებს. ფილმში ასევე ვიხილავთ მაკენზი დევისსა და ბრუკლინ პრინსს. პრემიერა 2020 წლის 24 იანვარსაა დაგეგმილი.
წყარო: https://www.youtube.com
ირანში ქალები საფეხბურთო მატჩს პირველად დაესწრნენ
1979 წლიდან ქალებს სტადიონზე იმ მატჩების ყურება ეკრძალებოდათ, რომლებშიც კაცები თამაშობდნენ. ირანში საფეხბურთო მატჩების სტადიონზე ყურების უფლება ქალებს მას შემდეგ მისცეს, რაც თამაშზე დასწრების მცდელობისთვის დაკავებულმა გულშემატკივარმა ცეცხლი წაიკიდა და დაიღუპა.
წყარო: https://www.bbc.com/
ვიკინგების ფინალური სეზონის ტრეილერი გამოვიდა
4 დეკემბერს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალი “ვიკინგები” მეექვსე და ამჯერად ფინალური სეზონით უბრუნდება მაყურებელს. სულ ცოტა ხნის წინ კი History Chanel-მა შოუს მრავალრიცხოვან მაყურებელს ბოლო სეზონის ტრეილერი შესთავაზა.
წყარო: https://www.youtube.com/