fbpx

11 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

 

ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი გაიხსნა

ფორუმი საზოგადოებას იმ ახალ ქართულ ფილმებს სთავაზობს, რომლებიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს.

გახსნის დღეს ფორუმის სტუმრებმა ნახეს დიმიტრი ცინცაძის ნამუშევარი „შინდისი“, ფილმი, რომელიც საქართველომ ოსკარზე გაგზავნა. 

 

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ოლგა ტოკარჩუკსა და პეტერ ჰანდკეს გადაეცათ

 ოლგა ტოკარჩუკი, რომელსაც ნობელის 2018 წლის პრემია გადაეცა ლიტერატურის დარგში, პოლონელი მწერალი და აქტივისტია. ის თანამედროვე პოლონურ ლიტერატურაში ყველაზე მნიშვნელოვან ავტორად ითვლება. მისი ყველაზე ცნობილი რომანია Flights. ლიტერატურის დარგში ნობელის 2019 წლის ლაურეატი პეტერ ჰანდკე გახდა – ავსტრიელი მწერალი და მთარგმნელი არაერთი ლიტერატურული პრემიის მფლობელია.

წყარო: https://www.theguardian.com/

 

ახალი ჰორორის, The Turning-ის ტრეილერი გამოვიდა

ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ნეტფლიქსის ბოლო დროის ყველაზე პოპულარული სერიალის, Stranger Things-ის ვარსკვლავი,  ფინ ვოლფჰარდი ასრულებს. ფილმში ასევე ვიხილავთ მაკენზი დევისსა და ბრუკლინ პრინსს. პრემიერა 2020 წლის 24 იანვარსაა დაგეგმილი.

წყარო: https://www.youtube.com

 

ირანში ქალები საფეხბურთო მატჩს პირველად დაესწრნენ

 

1979 წლიდან ქალებს სტადიონზე იმ მატჩების ყურება ეკრძალებოდათ, რომლებშიც კაცები თამაშობდნენ. ირანში საფეხბურთო მატჩების სტადიონზე ყურების უფლება ქალებს მას შემდეგ მისცეს, რაც თამაშზე დასწრების მცდელობისთვის დაკავებულმა გულშემატკივარმა ცეცხლი წაიკიდა და დაიღუპა. 

წყარო: https://www.bbc.com/

 

ვიკინგების ფინალური სეზონის ტრეილერი გამოვიდა

4 დეკემბერს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალი “ვიკინგები” მეექვსე და ამჯერად ფინალური სეზონით უბრუნდება მაყურებელს.  სულ ცოტა ხნის წინ კი History Chanel-მა შოუს მრავალრიცხოვან მაყურებელს ბოლო სეზონის ტრეილერი შესთავაზა. 

წყარო: https://www.youtube.com/


რეკომენდებული სტატიები
9 ოქტომბერი დილიდან 
Play Video

9 ოქტომბერი დილიდან 

9 ოქტომბერი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დილიდან გაცნობებთ, რომ ძიუდოისტმა ნიკო შერაზადიშვილმა ბრაზილიაში მიმდინარე ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.