fbpx

ფრანგი ფოტოგრაფის ფოტოები საბჭოთა კავშირის ნგრევაზე – Post Soviet Russia


გააზიარე სტატია



ლიზ სარფატი ფრანგი ფოტოგრაფია, ალჟირული ფესვებით. სორბონის უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 1989-დან 1998 წლამდე, ხშირად ჩადიოდა რუსეთში. მისი მოგზაურობა საბჭოთა კავშირის დაშლას დაემთხვა, რამაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის რუსეთშიც, სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები გამოიწვია. 

ლიზ სარფატიმ გადაწყვიტა, რომ ფირზე აესახა საზოგადოების ტრანსფორმაცია და ამ მიზნით, სხვადასხვა პერიოდში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ვორკუტასა და ნორილსკში იმოგზაურა. 

ლიზ სარფატის თქმით, ის მოწმე გახდა გაურკვევლობითა და უიმედობით გამოწვეული მელანქოლიისა, იმგვარი დრამატული მოვლენებისა, რომლებიც არც ერთ ისტორიის წიგნში არაა ასახული. „უპერსპექტივობა, სიცარიელე და დეპრესიული ყოფა განსაკუთრებით ახალგაზრდების ცხოვრებას ეტყობოდა“, – იხსენებს სარფატი.  

ფოტოგრაფმა რუსეთისა და რუსი საზოგადოების პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის თემაზე გამოსცა ფოტოწიგნი ლათინური სახელწოდებით Acta Est („წარმოდგენა დასრულდა“). „არ იქნება სწორი, თუ ჩემს ნამუშევრებს განიხილავენ როგორც ფოტოჟურნალისტიკას, პროექტი ერთგვარი თეატრალური ფანტაზიაა და ფოტოწიგნის სახელიც ამაზე მეტყველებს. თუმცა, Acta Est-ს ისტორიული დატვირთვაც აქვს.“ – ამბობს ფოტოგრაფი. 

ნახAT ლიზ სარფატის მიერ დანახული პოსტსაბჭოთა რუსეთის გახუნებული ინტერიერები, დანგრევის პირას მისული შენობები, გაჩერებული ფაბრიკა-ქარხნები, რომლებიც უსახლკარო და მიტოვებული ბავშვებისა თუ მოზარდების თავშესაფრად იქცნენ, ასევე მაღაზიის გამყიდველები, ექიმები…

 

  

 


რეკომენდებული სტატიები
მსოფლიოს "ეკოლოგიური ცხელი წერტილები"  - ბრიტანული ფოტოკონკურსის გამარჯვებულებისგან

მსოფლიოს "ეკოლოგიური ცხელი წერტილები" - ბრიტანული ფოტოკონკურსის გამარჯვებულებისგან

მსოფლიოს "ეკოლოგიური ცხელი წერტილები"  - ბრიტანული ფოტოკონკურსის გამარჯვებულებისგან
ფოტოკონკურსი მსოფლიოს “ეკოლოგიური ცხელი წერტილების” შესახებ - ეკოფოტოგრაფია
ფოტოგრაფიაში ასახული ბავშვების ზრდა და ტრანსფორმაცია

ფოტოგრაფიაში ასახული ბავშვების ზრდა და ტრანსფორმაცია

ფოტოგრაფიაში ასახული ბავშვების ზრდა და ტრანსფორმაცია
წარმოგიდგენთ  ფოტოგრაფებს, რომლებიც შეეცადნენ, ბავშვობისა და მოზარდობის სხვადასხვა ეტაპები, ზრდის პროცესი და გარდასახვა ვიზუალურად დაეფიქსირებინათ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.