აღმოაჩინეთ შთაგონება ხეტიალისთვის – ქართველი მოგზაურები Instagram-ზე
მოგზაურების ის ნაწილი, ვისაც თავისი გამოცდილების სხვისთვის გაზიარება სიამოვნებას ანიჭებს, თუკი ადრე ტელეშოუებს აწყობდნენ და ბლოგებს წერდნენ, უფრო და უფრო ხშირად ირჩევენ აუდიტორიასთან საკონტაქტო მედიუმად მიკრო-ფოტობლოგებს და ამ მხრივ საუკეთესო და ყველაზე პოპულარული Instagram-ია.
მოგზაურებისთვის ბლოგინგის და სოციალურ მედიაში აქტივობის მოტივი გარდა პოპულარობისა და სხვებისთვის გამოცდილების გაზიარებისა, რიგ შემთხვევაში კომერციაც არის – ბრენდები, რომლებიც მოგზაურობასთან არიან დაკავშირებული, ხშირად “უკვეთავენ” მათთვის სასურველი შინაარსის პოსტებს და იყენებენ მათ მიმზიდველ სარეკლამო პლატფორმად. ადამიანები ხომ კერძო პირებს უფრო ენდობიან, ვიდრე რომელიმე კომპანიას და ბრენდს.
ასე რომ, თუ მოგზაურობა თქვენი საქმეა, იფიქრეთ მის კომერციალიზაციაზე და თუკი მოგზაურობასთან დაკავშირებული სერვისი ან პროდუქტი გაქვთ, მოძებნეთ მოგზაურები თქვენი პროდუქტის პრომოციისთვის.
ჩვენ კი საქმეს გაგიმარტივებთ და გაგაცნობთ რამდენიმე ქართველ მოგზაურს Instagram-დან. მაშ ასე:
Anano Totiauri – როგორც თვითონ წერს, საინტერესო მიმართულებებს და დაუვიწყარ მომენტებს აზიარებს ინსტაგრამის მომხმარებლებისთვის.
დარიკო მოგზაური – ღვინის გზამკვლევის ერთ-ერთი ავტორი, რომელიც ძირითადად საქართველოს ამბებს ჰყვება და მის გვერდზეშეგიძლიათ არაერთი საინტერესო სასტუმრო და ტურისტებისთვის სასურველი ღონისძიება აღმოაჩინოთ.
თეონა – საქართველოდან, რომელიც ლონდონში ცხოვრობს და სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს. მის თავგადასავლებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ბლოგზეც, რომელიც, როგორც თვითონ წერს, დიდი მღელვარებით წამოიწყო.
ბილი ბილიხოძე – მის გვერდზე ერთი შეხედვითაც იგრძნობა, რომ მოგზაური პროფესიონალი ფოტოგრაფია. პერიოდულად მის სურათებში ჩნდება მეგობარი გოგონაც.
ბექა მამუკელაშვილი – კიდევ ერთი ფოტოგრაფი მოგზაური, რომლის ძირითად ინტერესსაც ასტროფოტოგრაფია წარმოადგენს.
სალი – მოგზაურობის და წვეულებების მოყვარული გოგონა, როგორც მისი გვერდის აღწერიდან ირკვევა, ინსტაგრამის გარდა მოგზაურობის ამბებს ბლოგზეც წერს. მასთან შეხვდებით ამბებს როგორც ევროპიდან, ასევე აზიის ქვეყნებიდან.
ლანა კირკიტაძე – ის მოგზაურობის ამბებში განსაკუთრებულ აქცენტს არქიტექტურაზე აკეთებს, რაც გვერდს დამატებით ხიბლს მატებს.
ბაია – მოგზაური/ბლოგერი, რომელიც უპირატესობას ძირითადად მცირებიუჯეტიან მოგზაურობას ანიჭებს და თუკი მის რჩევებს დაჰყვებით, ბევრ საინტერესო რამეს შეიტყობთ.
ირინკა ანდრეევა – მისი ინტერესების სფეროა მოდა, მანქანები და მოგზაურობა. თუკი მას გაჰყვებით, ევროპის ქვეყნებთან ერთად აღმოსავლეთის ამბებსაც გაიგებთ.
ყველა გვერდზე, რომელიც ჩვენგან არის რეკომენდებული და რომლებსაც თავადაც მარტივად იპოვით მოგზაურობასთან დაკავშირებული ჰეშთეგების საშუალებით, მათი ავტორები განსაკუთრებულ ადგილებში ლამაზად გამოწყობილები პოზირებენ ბედნიერი გამომეტყველებით, მაგრამ ისინი, ვინც ახლოს იცნობენ ამ სფეროში, მოგიყვებიან, რომ სინამდვილეში მოგზაურობაზე საინტერესო კონტენტის შექმნა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმიანობაა.
რამდენიმე რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ, თუკი თქვენს ნიშად მოგზაურობას აირჩევთ:
- მოგზაური ბლოგერები ხშირად ერთსა და იმავე ლამაზ ადგილებს სტუმრობენ და მეტ-ნაკლებად იდენტურ ფოტოებს იღებენ. მნიშვნელოვანია, თქვენს გვერდზე ადამიანს რაიმე განსაკუთრებულის, ორიგინალურის ნახვა შეეძლოს.
- მოგზაურობისას დიდი ტექნიკის ტარება რთულია, ამიტომ კარგად შერჩეული სმარტფონი და მისი აღჭურვილობა დაგჭირდებათ, მათ შორის, დიდი ალბათობით შტატივი, რომ სასურველი კადრის გადაღება დამოუკიდებლადაც შეძლოთ.
- მოგზაურობა ისეთი ტანსაცმლით, რომელშიც პოზირებენ, არც ისე მარტივია და გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა ერთ ადგილას სხვადასხვა კადრისთვის რამდენიმე გამოსავლელი სამოსის წაღებამაც კი მოგიწიოთ.
- დაბოლოს, შექმენით ისეთი კონტენტი, რომელსაც თქვენც სიამოვნებით დაათვალიერებდით და გაჰყვებოდით.