fbpx

გამარჯვებამ დამანახა, რომ ყველანაირი შრომა ფასდება — ერეკლე გეწაძე “პრემია იკაზე”


გააზიარე სტატია

 

“პრემია იკას” წლევანდელი გამარჯვებულები 2019 წლის დაჯილდოებაზე, 20 დეკემბერს 5 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან – მუსიკა, პოსტერის დიზაინი, კედლის მხატვრობა/Street art, IKA IMPACT და საერთაშორისო აღმოჩენა.

ჩვენმა მკითხველმა უკვე გაიგო, თუ რა შეიცვალა შარშანდელი გამარჯვებულის, თეო თოიძის ცხოვრებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში. 

დღეს კი “პრემია იკა” 2018-ის მეორე გამარჯვებულზე, ერეკლე გეწაძეზე მოგიყვებით, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა  ნომინაციაში – “მუსიკა”.  

ერეკლე გეწაძე 29 წლის ქართველი კომპოზიტორია, რომელმაც 2005 წელს ევგენი მიქელაძის მე-9 სამუსიკო სასწავლებელი ფორტეპიანოს განხრით დაამთავრა. 2007-2009 წლებში კი დასარტყამი ინსტრუმენტების მიმართულებით  2-წლიანი კურსი გაიარა. 2013 წელს Ableton Live-ის სწავლაც დაიწყო. 

როგორც სპექტაკლის ორიგინალური მუსიკის ავტორი 2015 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა თეატრებთან. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მუსიკა სპექტაკლებისთვის – “მეფე

ლირი”, “ჰეკაბე”, “დემონები” და “მაკბეტი”.

2017 წელს მან ხელოვნების მენეჯმენტის სკოლა ვერტიგოში წარმატებით გაიარა ექსპერიმენტული მუსიკისა და საველე ჩანაწერების კურსი. მომდევნო წელს კი კულტურის სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა არტისტების დაჯილდოების – “Ika Awards”-ის მუსიკალური აღმოჩენა გახდა.

 

ერეკლე გეწაძე დღეს AT.ge-ს შეკითხვებს პასუხობს 

 

რა არის თქვენთვის “პრემია იკა”? 

“პრემია იკამ”  პირველ რიგში დამანახვა, რომ ყველანაირი შრომა ფასდება და ჩემს მუსიკალურ ნამუშევრებს, რომლებზეც ვფიქრობდი, რომ უპერსპექტივო იყო და არაფერს წარმოადგენდა, თურმე მსმენელი ჰყავს და სხვა ძალიან კარგი მუსიკოსების კომპოზიციების გვერდით განიხილება.

 

როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც პრემიის გამარჯვებული გახდით? 

“პრემია იკამ” გამიხსნა და დამანახვა სულ სხვა გზა. ეს იყო ჩემი ერთადერთი პრიზი ცხოვრებაში და პირველი რიგში მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ის, რომ აბსოლუტურად დემოკრატიულად და ყოველგვარი მინიშნებების გარეშე მოხდა ეს.

 

გამარჯვებულის გადმოსახედიდან, რა არის პრემია იკას მთავარი სათქმელი? 

“პრემია იკამ” მომცა ისეთი ბიძგი, შემართება და თავდაჯერება, რომ რადიკალურად შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ზოგადად ხელოვნების მიმართ და ბევრი რამ  გადააფასა.

 

 

უკვე მეორე წელია, რაც “პრემია იკას” ოფიციალური წარმდგენია “ტერა ბანკი”.

“პრემია იკა” 2018 წელს იკა კაკულიას პატივსაცემად დაარსდა. ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა იყო, რომელიც დიზაინის მიმართულებით მუშაობდა და ბოლო პერიოდში კრეატიულ ინდუსტრიაში მოღვაწეობდა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.