fbpx

ეს არის პლატფორმა, რომელიც მაძლევს მოტივაციას — აჩიკო კანდელაკი “პრემია იკაზე”


გააზიარე სტატია

 

“პრემია იკა” 2018 წელს იკა კაკულიას ხსოვნის  პატივსაცემად დაარსდა. იკა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა იყო და დიზაინის მიმართულებით მუშაობდა. ბოლო პერიოდში კი კრეატიულ ინდუსტრიაში მოღვაწეობდა.

ჩვენმა მკითხველმა უკვე გაიცნო 21 წლის გრაფიკული დიზაინერი თეო თოიძე, რომელმაც გასულ წელს გაიმარჯვა  ნომინაციაში – „ილუსტრაცია”.
და ახალგაზრდა კომპოზიტორი ერეკლე გეწაძე, რომელიც ნომინაცია „მუსიკის“ აღმოჩენა გახდა და მწერალი ბექა ყორშია, რომელიც ნომინაცია „ლიტერატურის“ ფავორიტია.

ახლა კი “პრემია იკა” 2018 წლის მეოთხე გამარჯვებულზე, აჩიკო კანდელაკზე მოგიყვებით, რომელიც ნომინაცია „პოსტერის“ გამარჯვებულია. 

25 წლის  გრაფიკული დიზაინერი აჩიკო კანდელაკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კომპიუტერული დიზაინისა და გრაფიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 

აჩიკოს თქმით, ეს პროფესია სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რადგან თავდაპირველად პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  სურდა ჩაბარება. სასურველ მიზნამდე სულ ერთი ქულა დააკლდა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სახვითი და გამოყენებით ხელოვნების ფაკულტეტზე მოხვდა. მოგვიანებით კი პროფესიად კომპიუტერული დიზაინი და გრაფიკა აირჩია. 

რამდენიმე სარეკლამო კომპანიაში მუშაობის შემდეგ კი ის დღეს “ლიდერფუდის” მარკეტინგის გუნდის წევრია. 

 

გთავაზობთ  ინტერვიუს აჩიკო კანდელაკთან: 

 

რა არის თქვენთვის “პრემია იკა”?

ჩემთვის ეს არის პლატფორმა, რომელიც არტისტს ყველაზე მნიშვნელოვანს  – მოტივაციას აძლევს, რომ გააკეთოს უფრო მეტი თავის საქმეში.

 

თქვენი აზრით, რა არის იკას მთავარი სათქმელი?

იკას მესიჯი ხალხისთვისაა. მათ იმ ადამიანებს აცნობს,  რომელთა შემჩნევაც მნიშვნელოვანია.

 

როგორ ფიქრობთ, რა მოგცათ “პრემია იკამ’?

ყველაზე მთავარი რამ –  შეგრძნება, როცა ხვდები, რომ იმაზე გაცილებით მეტ ადამიანს აინტერესებს შენი შემოქმედება,  ვიდრე შენ ფიქრობ.  

 

აქ ჩავსვათ ლოგოებიანი ბანერი 

უკვე მეორე წელია, რაც “პრემია იკას” ოფიციალური წარმდგენია “ტერა ბანკი”.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.