fbpx

ნახეთ „ფორსაჟის“ პირველი სრული ტრეილერი, სადაც თბილისის ქუჩები ჩანს


გააზიარე სტატია

 

გასული წლის აგვისტოში საქართველოში, თბილისის რამდენიმე ცენტრალურ გამზირსა და რუსთავში ჰოლივუდური ბლოკბასტერ ფორსაჟის მეცხრე ნაწილის გადაღებები მიმდინარეობდა. 

26 იანვარს კი მსოფლიომ ფილმის 15-წამიანი თიზერი იხილა, სადა მთავარ პერსონაჟებთან ერთად თავისუფლების მოედანიც ჩანდა.

როგორც უკვე გითხარით, გუშინ, 31 იანვარს Fast and Furiousის ასევე პირველი სრული ტრეილერი უნდა გამოსულიყო და ასეც მოხდა. 

ტრეილერი ცოტა ხნის წინ იუთუბზე აიტვირთა: 

ამჯერადაც კადრებში თბილისის ცენტრალური უბნები ჩანს. ფილმის პრმეიერა კი 2020 წლის 22 მაისს იგეგმება.

ფორსაჟი ბოლო დროის ერთერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ამერიკული ბლოკბასტერია, რომლის პირველი ნაწილიც მაყურებელმა 2001 წელს იხილა. ფილმის შემოსავალი 207 მილიონი დოლარი იყო.

მე-8 ნაწილი კი 2019 წელს გამოვიდა და მისმა შემოსავალმა 760 მილიონ დოლარს გადააჭარბა. საერთო  ჯამში ფილმის ყველა ნაწილის ერთობლივი შემოსავალი კი თითქმის 6 მილიარდი დოლარია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.