გამოუცხადე მხარდაჭერა #შენთვის საყვარელ ბიზნესს – თიბისისა და Vendoo-ს ერთობლივი პლატფორმა
ალბათ ყველას ძალიან გვენატრება ჩვენს საყვარელ კაფეში გემრიელი ყავითა და თბილი მაფინებით თავის შექცევა, სილამაზის სალონში თავის მოწესრიგება, შოპინგზე სიარული და ჩვენთვისა და საყვარელი ადამიანებისთვის ტანსაცმელების, ფეხსაცმელებისა და აქსესუარების შერჩევა, სავარჯიშო დარბაზში სიარული, საღამოობით კი მეგობრებთან ერთად გართობა.
დღეს შექმნილი ვითარების გამო, ამ ყველაფერს მოკლებულნი ვართ, მაგრამ ყველაფერი მალე ჩაივლის და ისევ შევძლებთ სურვილების თავისუფლად ასრულებას. თუმცა ფაქტია, რომ ამ პერიოდში არაერთი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესი საჭიროებს მხარდაჭერას, რათა არ შეწყვიტონ არსებობა და როცა დავბრუნდებით, ძველებურად შეძლონ მომსახურება.
დღეს უკვე ამის შესაძლებლობა არსებობს. Vendoo-სა და თიბისის მხარდაჭერით #თიბისიშენთვის ფარგლებში 1 აპრილს შეიქმნა ახალი პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ დონაციების საშუალებით მხარი დაუჭიროთ თქვენთვის საყვარელ ბიზნესს. სანაცვლოდ მიიღებთ შემოწირულობის პროპორციულ ვაუჩერს, რომელსაც კომპანიები საქმიანობის გაგრძელების თანავე გაგინაღდებენ. ინიციატივას უკვე 100-ზე მეტი ქართული სტარტაპი შეუერთდა და მათ შორის აუცილებლად იქნებიან თქვენი რჩეულებიც, რომლებიც მომხმარებლებისგან მხარდაჭერას ელიან.
#თიბისიშენთვის თიბისიმ საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად შექმნა, რომლის ფარგლებშიც COVID-19-ის გამოწვევების დასაძლევად კომპანია 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს. პროგრამა 2 ნაწილისგან შედგება: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის გამოიყო, სადაც აქცენტი კეთდება დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, მოხუცების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე. 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში დაეთმობა, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესების საკომისიო ხარჯის შემსუბუქებას და მხარდაჭერას.
“მცირე და საშუალო ბიზნესი ეხლა დიდი გამოწვევის წინაშე დგას, ამიტომ მოგვაფიქრდა ასეთი პლატფორმის შექმნა. მათ აქვთ ფიქსირებული ხარჯები, რომელიც ამ პერიოდში უნდა დაფარონ, გადაუხადონ თანამშრომლებს ხელფასები და ა.შ. პლატფორმაზე ყველა მსურველს შეუძლია თავისი საყვარელი კომპანიის ვაუჩერი შეიძინოს, რომელსაც გამოიყენებს ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ. ბიზნესი კი მიღებული თანხით შეძლებს დაფაროს მიმდინარე ხარჯები”, – ამბობს თიბისის ბიზნესის გუნდის წარმომადგენელი ანკა თოთიბაძე.
Tbc4u.vendoo.ge-ზე დონაციების გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით. პროცესი ძალიან მარტივია: შედიხართ საიტზე, ირჩევთ თქვენთვის სასურველ კომპანიას და თანხის რაოდენობას, შემდეგ ასრულებთ ტრანზაქციას. ვაუჩერს ტელეფონის ნომერზე მიიღებთ, მის გამოსაყენებლად კი 2-წლიანი ვადა გაქვთ.
ახალ პლატფორმაზე ქართული კომპანიების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მათ სიაში შეხვდებით კაფეებს, სათამაშოებისა და ტანსაცმელების მწარმოებლებს, სილამაზის სალონებს, სხვადასხვა სტარტაპებსა და ა.შ.
“ბიზნესის მხრიდან ძალიან დიდია ინტერესი. მალე ყველა ადამიანი შეძლებს პლატფორმაზე თავისი საყვარელი კომპანია იპოვოს და შეიძინოს მათი ვაუჩერი”, – გვითხრა ანკა თოთიბაძემ.
Vendoo-ს მარკეტინგის დირექტორი, იმედა იმედაშვილი გვიყვება, რომ კამპანიაში უკვე ასობით ადამიანი ჩაერთო, რომლებიც თავიანთ რჩეულ ბიზნესებს ვაუჩერების სანაცვლოდ თანხებს ურიცხავენ.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ ქართულ ბიზნესს ამ პერიოდში, როცა ეკონომიკური აქტივობა ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვთ. ამ კამპანიით შესაძლებელია, რომ ადამიანების ჩართულობით თითოეულმა მათგანმა შეძლოს კრიზისის დაძლევა და თავის დროზე მუშაობის სრულყოფილად გაგრძელება. სულ ორი დღეა პლატფორმა ჩაირთო და უკვე ასობით ადამიანმა შეიძინა ვაუჩერები, რაც ძალიან გვახარებს”, – ამბობს იმედა იმედაშვილი.
“მიუხედავად იმისა, რომ ბარი დაკეტილია, ხარჯები მაინც დიდი გვაქვს. ჩვენი ხედვიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ იმ გუნდს, რომელიც წლებია მომხმარებლებს ემსახურებიან, არ შეგვიძლია მათი მიტოვება და გვინდა, რაიმე მაინც გავაკეთოთ. გარდა ამისა, უნდა მოვემზადოთ, რომ მომავალში არსებობა გავაგრძელოთ”, – ამბობს ის.
“ამაში კი თიბისისა და ვენდუს პლატფორმა ძალიან დაგვეხმარება”, – დაამატა მან.
ჩვენც გვჯერა, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და ისევ შევხვდებით ერთმანეთს მეობაში, ასე რომ დახმარების სურვილი თუ გაგიჩნდათ, აუცილებლად შეიძინეთ ვაუჩერი.
მანამდე კი გავიხსენოთ ეს გენიალური ღონისძიება, რომლის მასპინძელიც ბარი მეობა იყო:
70/80-იანების ლეგენდარული ფართი ბარ “მეობაში” – ფოტორეპორტაჟი;
3,923 total views, 1 views today