fbpx

გამოუცხადე მხარდაჭერა #შენთვის საყვარელ ბიზნესს – თიბისისა და Vendoo-ს ერთობლივი პლატფორმა


გააზიარე სტატია

ალბათ ყველას ძალიან გვენატრება ჩვენს საყვარელ კაფეში გემრიელი ყავითა და თბილი მაფინებით თავის შექცევა, სილამაზის სალონში თავის მოწესრიგება, შოპინგზე სიარული და ჩვენთვისა და საყვარელი ადამიანებისთვის ტანსაცმელების, ფეხსაცმელებისა და აქსესუარების შერჩევა, სავარჯიშო დარბაზში სიარული, საღამოობით კი მეგობრებთან ერთად გართობა.

დღეს შექმნილი ვითარების გამო, ამ ყველაფერს მოკლებულნი ვართ, მაგრამ ყველაფერი მალე ჩაივლის და ისევ შევძლებთ სურვილების თავისუფლად ასრულებას. თუმცა ფაქტია, რომ ამ პერიოდში არაერთი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესი საჭიროებს მხარდაჭერას, რათა არ შეწყვიტონ არსებობა და როცა დავბრუნდებით, ძველებურად შეძლონ მომსახურება.

დღეს უკვე ამის შესაძლებლობა არსებობს. Vendoo-სა და თიბისის მხარდაჭერით #თიბისიშენთვის ფარგლებში 1 აპრილს შეიქმნა ახალი პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ დონაციების საშუალებით მხარი დაუჭიროთ თქვენთვის საყვარელ ბიზნესს. სანაცვლოდ მიიღებთ  შემოწირულობის პროპორციულ ვაუჩერს, რომელსაც კომპანიები საქმიანობის გაგრძელების თანავე გაგინაღდებენ. ინიციატივას უკვე 100-ზე მეტი ქართული სტარტაპი შეუერთდა და მათ შორის აუცილებლად იქნებიან თქვენი რჩეულებიც, რომლებიც მომხმარებლებისგან მხარდაჭერას ელიან.

#თიბისიშენთვის თიბისიმ საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად შექმნა, რომლის ფარგლებშიც COVID-19-ის გამოწვევების დასაძლევად კომპანია 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს. პროგრამა 2 ნაწილისგან შედგება: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის გამოიყო, სადაც აქცენტი კეთდება დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, მოხუცების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე. 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში დაეთმობა, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესების საკომისიო ხარჯის შემსუბუქებას და მხარდაჭერას.

“მცირე და საშუალო ბიზნესი ეხლა დიდი გამოწვევის წინაშე დგას, ამიტომ მოგვაფიქრდა ასეთი პლატფორმის შექმნა. მათ აქვთ ფიქსირებული ხარჯები, რომელიც ამ პერიოდში უნდა დაფარონ, გადაუხადონ თანამშრომლებს ხელფასები და ა.შ. პლატფორმაზე ყველა მსურველს შეუძლია თავისი საყვარელი კომპანიის ვაუჩერი შეიძინოს, რომელსაც გამოიყენებს ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ. ბიზნესი კი მიღებული თანხით შეძლებს დაფაროს მიმდინარე ხარჯები”, – ამბობს თიბისის ბიზნესის გუნდის წარმომადგენელი ანკა თოთიბაძე.

Tbc4u.vendoo.ge-ზე დონაციების გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით. პროცესი ძალიან მარტივია: შედიხართ საიტზე, ირჩევთ თქვენთვის სასურველ კომპანიას და თანხის რაოდენობას, შემდეგ ასრულებთ ტრანზაქციას. ვაუჩერს ტელეფონის ნომერზე მიიღებთ, მის გამოსაყენებლად კი 2-წლიანი ვადა გაქვთ.

ახალ პლატფორმაზე ქართული კომპანიების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მათ სიაში შეხვდებით კაფეებს, სათამაშოებისა და ტანსაცმელების მწარმოებლებს, სილამაზის სალონებს, სხვადასხვა სტარტაპებსა და ა.შ.

“ბიზნესის მხრიდან ძალიან დიდია ინტერესი. მალე ყველა ადამიანი შეძლებს პლატფორმაზე თავისი საყვარელი კომპანია იპოვოს და შეიძინოს მათი ვაუჩერი”, – გვითხრა ანკა თოთიბაძემ.

Vendoo-ს მარკეტინგის დირექტორი, იმედა იმედაშვილი გვიყვება, რომ კამპანიაში უკვე ასობით ადამიანი ჩაერთო, რომლებიც თავიანთ რჩეულ ბიზნესებს ვაუჩერების სანაცვლოდ თანხებს ურიცხავენ.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ ქართულ ბიზნესს ამ პერიოდში, როცა ეკონომიკური აქტივობა ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვთ. ამ კამპანიით შესაძლებელია, რომ ადამიანების ჩართულობით თითოეულმა მათგანმა შეძლოს კრიზისის დაძლევა და თავის დროზე მუშაობის სრულყოფილად გაგრძელება. სულ ორი დღეა პლატფორმა ჩაირთო და უკვე ასობით ადამიანმა შეიძინა ვაუჩერები, რაც ძალიან გვახარებს”, – ამბობს იმედა იმედაშვილი.

ბარი მეობა

ბარი მეობა ქართველი ახალგაზრდების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თავშეყრის ადგილია, რომელიც დღეს გასაგები მიზეზების გამო დაკეტილია და ვერ აგრძელებს სტუმრების მიღებას. ჩვენ ბარის თანადამფუძნებელ ნიკა მამეიშვილს ვესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ძალიან ენატრება სტუმრების მიღება და მათთან ერთად გართობა.

“ძალიან შევეჩვიეთ იმ სითბოს, სიყვარულს და გართობას, რომელიც ჩვენს ბარში თითქმის ყოველ საღამოს დიდი დოზით იყო. დღეს ვერ ვაგრძელებთ მუშაობას, თუმცა გვჯერა, რომ ყველაფერი მალე ჩაივლის და ისევ ისეთ ტემპში შევხვდებით სტუმრებს”, – ამბობს ნიკა.

მეობა მართლაც არის ის ადგილი, რომლის მიმართაც ადამიანებს ემოციური კავშირი აქვთ. ბევრისთვის პარასკევი საღამო წარმოუდგენელია აქ გატარებული დღეების გარეშე. ნიკა მამეიშვილსაც ერთი სული აქვს, როდის გაერთიანდებიან კიდევ ერთხელ, მაგრამ ამისთვის მომხმარებლების დახმარება სჭირდებათ.

“ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ჩვენი პირველი შეხვედრა. ვფიქრობ, კიდევ უფრო ორიგინალური და მეტი სიხარულით სავსე, ვიდრე აქამდე იყო, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოხდეს, ძალიან გვჭირდება ჩვენი ერთგული მომხმარებლების დახმარება”, – ამბობს ნიკა.

დღეს ყველას შეგიძლიათ, რომ მეობას დაეხმაროთ, ამისთვის კი მხოლოდ ამ ლინკზე გადასვლაა საჭირო.

“მიუხედავად იმისა, რომ ბარი დაკეტილია, ხარჯები მაინც დიდი გვაქვს. ჩვენი ხედვიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ იმ გუნდს, რომელიც წლებია მომხმარებლებს ემსახურებიან, არ შეგვიძლია მათი მიტოვება და გვინდა, რაიმე მაინც გავაკეთოთ. გარდა ამისა, უნდა მოვემზადოთ, რომ მომავალში არსებობა გავაგრძელოთ”, – ამბობს ის.

“ამაში კი თიბისისა და ვენდუს პლატფორმა ძალიან დაგვეხმარება”, – დაამატა მან.

ჩვენც გვჯერა, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და ისევ შევხვდებით ერთმანეთს მეობაში, ასე რომ დახმარების სურვილი თუ გაგიჩნდათ, აუცილებლად შეიძინეთ ვაუჩერი.

მანამდე კი გავიხსენოთ ეს გენიალური ღონისძიება, რომლის მასპინძელიც ბარი მეობა იყო:

70/80-იანების ლეგენდარული ფართი ბარ “მეობაში” – ფოტორეპორტაჟი;

სპილოუ

Spillow საქართველოში დამზადებულ ბავშვის ორიგინალურ, ლამაზ და სახალისო ტანსაცმელებს აწარმოებს. დღეს მათაც შეზღუდული აქვთ მუშაობის საშუალება, არადა ბევრი მომხმარებელი ჰყავთ და უფრო მეტი წარმატებისკენ ილტვიან.

კომპანია სამმა დედამ დააფუძნა, ინსპირაცია კი მათი მოუსვენარი და მუდამ აქტიური შვილები იყვნენ.

“სპილოუ არის ტანსაცმელი ცელქი ბავშვებისთვის. ჩვენი აზრით ადამიანის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს მხიარული, ფერადი და თავისუფალი ბავშობა, შეძლოს ცელქობა და ბევრი თამაში. ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვებს ითამაშონ და იყვნენ მოუსვენრები და ასევე წაახალისებს მშობლებს, მისცენ ბავშვებს ცელქობის საშუალება”, – ამბობს სპილოუს თანადამფუძნებელი სოფო ჩხაიძე.

დღეს შექმნილი ვითარების გამო, კომპანიას რთული პერიოდი აქვს. სწორედ მაშინ, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე აპირებდნენ გასვლას და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან ჰქონდათ შეკვეთები, ეს პროცესი დაიწყო და მუშაობაც გაჩერდა.

“დღეს ჩვენნაირი სტარტაპები გადარჩენისთვის ვიბრძვით, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მომხმარებლები გვერდში დაგვიდგებიან. თიბისისა და ვენდუს ინიციატივა ძალიან დაგვეხმარება, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი საყვარელი საქმე და როდესაც ყველაფერი დასრულდება, მომხმარებლებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადავუხადოთ”, – გვითხრა სოფო ჩხაიძემ.

მართლაც, როდესაც ყველაფერი ჩაივლის, სპილოუ აუცილებლად განაგრძობს თქვენი შვილებისთვის ლამაზი და ორიგინალური სამოსის შექმნას. მანამდე კი, მხარდაჭერა ამ ლინკზე გადასვლით და ვაუჩერის შეძენით შეგიძლიათ გამოუცხადოთ.

787 total views, 4 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.