fbpx

10 კერძი, რომლის გამოძახებაც 19:00 საათამდე უნდა მოასწრო, მშიერი რომ არ დარჩე


გააზიარე სტატია

სტატიას წარმოგიდგენთ:

 

კომენდანტის საათის პირობებში ალბათ თქვენც გაგიტარებიათ მთელი ღამე საჭმელზე ფიქრში. მითუმეტეს, რომ ჩვენი დღის რეჟიმი ძალიან აირია და უფრო ღამის ადამიანები გავხდით, ვიდრე ვიყავით. თანაც, მიჩვეულები ვიყავით, რომ გლოვოთი სასურველ კერძებს ნებისმიერ დროს გამოვიძახებდით და ახლა დრო ისე გვეპარება, რომ ცარიელი მაცივრის ამარა ვრჩებით.

არადა, მთელი ღამე წინაა და ახალი სერიალის უამრავი სერია გვაქვს საყურებელი, რა უნდა ვქნათ? ადრე რომ გამოვიძახოთ, გაცივდება და ისეთი გემრიელი აღარ იქნება.

ჩვენ გეტყვით იმ 10 კერძს, რომელიც 19:00 სთ-მდე უნდა გამოიძახო და შეგიძლია ღამისთვის შეინახო.

 

პიცა (ვენდისიდან)

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დამღლელი სამუშაო დღის ან, უბრალოდ, ნებისმიერი დღის ბოლოს ყველა პრობლემის დროებით დავიწყება, საყვარელი სერიალის ჩართვა და გემრიელი საჭმელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამ დროს საჭმლის მომზადება რომ ძალიან გვეზარება, ესეც რეალობაა და ისღა დაგვრჩენია, კომფორტული გამოძახების სერვისით ვისარგებლოთ – მაგალითად, მოვასწროთ და 19:00  საათამდე გამოვიძახოთ ვენდისის პიცა. ოდნავ მოგვიანებით კი შევათბოთ და ოჯახის წევრებსაც გავუზიაროთ.

ვენიდისის 6-ნაჭრიანი პიცა, რომელსაც ძალიან თხელი ცომი აქვს და გემრიელი ინგრედიენტებითაა სავსე, ერთი გასინჯვით შეგიყვარდება.

 

სუში (sushi24.ge-დან)

ასევე არსებობს გემრიელი კერძები, რომლებსაც სულაც არ სჭირდება შეთბობა და გამოძახებიდან უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაშიც მაქსიმალურად ინარჩუნებს კარგ გემოვნურ თვისებებს.

აზიური სამზარეულოს მოყვარულებს sushi24.ge-ის სუშის გირჩევთ, რომელსაც საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი აქვს და არჩევანიც იმხელაა, რომ ნებისმიერ გემოვნებას დააკმაყოფილებს.

 

ხინკალი (Samikitno-Machakhela-დან)

ამ ჩამონათვალში ხინკალსაც რომ შეხვდები, შეიძლება გაგიკვირდეს და იფიქრო, რომ ცივი ხინკალი ვის რაში სჭირდებაო – ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული სამზარეულოს ყველაზე პოპულარულ კერძზე ბევრი არაფერი გცოდნია.

თუ აქამდე არ გიცდია, გირჩევ 19:00 საათამდე გლოვოდან Samikitno-Machakhela-ს ხინკალი გამოიძახო, როცა მოგშივდება, გემრიელად შებრაწო ტაფაზე და ჭამო.

კიდევ ერთი რჩევა ისაა, რომ ამიერიდან შემწვარ ხინკალს ძმრის ან ნიორწყლის გარეშე პირი არ დააკარო!

 

ატრია ქათტმის ხორცით (Sakura)

გადავინაცვლოთ ისევ აზიაში და გავიხსენოთ კერძები, რომლებსაც ნებისმიერ დროს დიდი სიამოვნებით შევჭამდით საყვარელი სერიალის ყურებისას – მაგალითად, ატრიაზე რას იტყვი?

Sakura სწორედ ის ობიექტია, რომელიც მოგიმზადებს გემრიელ, ახალი ბოსტნეულით და ხორცით სავსე ლაფშას. მზა საკვებს კი გლოვო მოგვიტანს დროულად. ამის შემდეგ მხოლოდ ის ეტაპი რჩება, რომ დაღამებას დაველოდოთ, ფანტაზიას მოვუხმოთ და თავი სასიამოვნო გარემოს მქონე აზიურ რესტორანში წარმოვიდგინოთ.

 

პიტა ფრეში (Pita Fresh-დან)

ქართული და აზიური საღამოს შემდეგ ძალიან მარტივად შეგვიძლია მექსიკისკენ გადავინაცვლოთ (ამჯერადაც ვირტუალურად) და გემრიელი პიტა ვჭამოთ.

გლოვოზე, Pita Fresh-ის გვერდზე, ბევრი სახეობის პიტას აღმოაჩენ –  მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარობით პიტა ფრეში და პიტა პოლო სარგებლობს.

აღსანიშნავია, რომ ჯანსაღი პროდუქტებით მომზადებულ ამ მექსიკურ „ბურგერს“ შეთბობა სულაც არ სჭირდება.

 

ლაზანია ისპანახით (Prego)

Prego-დან სტარტერები, სალათები, პიცა და წვნიანიც კი შეგიძლია გამოიძახო, თუმცა ამჯერად რეკომენდაციას ერთ განსაკუთრებულ კერძს, ისპანახით მომზადებულ ლაზანიას გავუწევთ.

ლაზანია იტალიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მარგალიტია და თავად იტალიაში და მსოფლიოშიც მის მოსამზადებლად ბევრი საინტერესო რეცეპტი არსებობს. მათ შორის განსაკუთრებულად გემრიელი კი სწორედ ისპანახით მომზადებული ლაზანიაა.

 

ხორცის ღვეზელი (Tasty 1996-დან)

თვითიზოლაციაში ცხოვრება ისედაც გვახსენებს ბავშვობას, 90-იანების პერიოდს, როცა ჩაბნელებულ ქუჩებში გასვლა არ გვინდოდა და საღამოს სახლში, სანთლის შუქზე მყუდროდ ვატარებდით დროს. თანაც, საკვებსაც სპეციფიკური გემო ჰქონდა.

Tasty 1996-ს შეუძლია კარგად დავიწყებული გემო გაგახსენოს და გემრიელი ხორცის ღვეზელი მოგიმზადოს – ამ ობიექტში ფასები იმდენად დაბალია, რომ თავისუფლად შეგიძლია ორმაგი ულუფა შეუკვეთო.

 

ბრინჯი კარის სოუსით (May Thai)

ბრინჯი კარის სოუსით კიდევ ერთი, არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა აზიური სამზარეულოს მოყვარულებისთვის, რომ დაუვიწყარი ვახშამი მოიწყონ.

დიახ, თუ სუშისა და ლაფშას ჭამა მოგბეზრდა, May Thai მზად არის ინდური გემოების მაგიურ სამყაროში ღირსეული გიდობა გაგიწიოს და თვითიზოლაციაში ცხოვრება ოდნავ მაინც გაგიხალისოს.

 

სოკოს სალათა (Shemoikhede Genatsvale)

კარგია, რომ სალათებსაც არ სჭირდება შეთბობა და მათი ჭამა შეკვეთის მოტანიდან მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

ამ შემთხვევაში Shemoikhede Genatsvale-ს სოკოს სალათას გირჩევთ, რომელიც ინგრედიენტების სასიამოვნო ბალანსით და რაც მთავარია ძალიან დაბალი ფასით გაგაკვირვებს.

 

ბერძნული სალათა (Greek Point)

თუ რამე უფრო მსუბუქი კერძი გინდა გამოიძახო, რათა თვითიზოლაციის უმოძრაობას ჯანსაღი კვებით მაინც „შეერკინო“, გახსენი გლოვოს აპლიკაცია და Greek Point მოძებნე.

სხვა საინტერესო, ჯანსაღ კერძებთან ერთად ჩამონათვალში აუცილებლად იპოვი ბერძნულ სალათას, რომელიც დაგანაყრებს და სიმძიმის შემაწუხებელ შეგრძნებასაც მარტივად აგარიდებს თავიდან.

მოკლედ, არჩევანი დიდია, მთავარია მოასწრო და სასურველი კერძი 19:00 საათამდე შეუკვეთო, რომელსაც გლოვო დროულად მოგიტანს სახლის კართან.


 

თუ ჯერ კიდევ არ გიწერია გლოვოს აპლიკაცია, რომელიც საქართველოში ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად მოგიტანთ ყველაფერს სახლში, რაღას უცდი? აუცილებლად გადმოწერე, ამას სულ რამდენიმე წამი სჭირდება:


რეკომენდებული სტატიები
ხინკლის TOP 12  ადგილი თბილისში - 2020 წლის იანვრის მონაცემებით

ხინკლის TOP 12 ადგილი თბილისში - 2020 წლის იანვრის მონაცემებით

ხინკლის TOP 12  ადგილი თბილისში - 2020 წლის იანვრის მონაცემებით
გთავაზობთ “ფეისბუქის” ქართველი გურმანი მომხმარებლების Top 12 ადგილს, სადაც ხინკლის საჭმელად აუცილებლად უნდა წახვიდეთ, სანამ ცოცხალი ხართ, ან უბრალოდ, სანამ ხინკალი თქვენს საყვარელ კერძებს შორის რჩება.
Georgian Fusion - ქართული რესტორნები

Georgian Fusion - ქართული რესტორნები

Georgian Fusion - ქართული რესტორნები
თბილისში მოიძებნება რამდენიმე ადგილი, სადაც ტრადიციული კერძების რეცეპტები მინიმალურად არის შეცვლილი და გათანამედროვებული, ასევე შეცვლილია კერძების მიწოდების ფორმაც
8 არხი Youtube-ზე მათთვის, ვისაც კულინარია გაინტერესებთ
Play Video

8 არხი Youtube-ზე მათთვის, ვისაც კულინარია გაინტერესებთ

8 არხი Youtube-ზე მათთვის, ვისაც კულინარია გაინტერესებთ
თუ ხართ გურმანი  და კულინარიული ექსპერიმენტებიც გხიბლავთ,  ჩვენ გთავაზობთ Youtube-ის რამდენიმე პოპულარულ თემატურ არხს
ტრენდული ჰობი - კულინარია - საზაფხულო რეცეპტები

ტრენდული ჰობი - კულინარია - საზაფხულო რეცეპტები

ტრენდული ჰობი - კულინარია - საზაფხულო რეცეპტები
თბილისში ბევრი ცნობილი არაპროფესიონალი შეფმზარეულია, რომელთა რეცეპტით მომზადებული კერძები გორდონ რამსისა და ჯემი ოლივერის ნახელავსაც კი არ ჩამოუვარდება. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანის საზაფხულო რეცეპტებს.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.