fbpx

ბენკსიმ ნიღბის ტარების წასახალისებლად ლონდონის მეტროში ნამუშევრები შექმნა


გააზიარე სტატია

ავტორი: ჰოსე და სილვა

 

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ინგლისის მასშტაბით არსებულ მაღაზიებში ნიღბის ტარება სავალდებულო გახდება, ამ მოვლენის საპასუხოდ კი ქუჩის მხატვარმა ბენკსიმ საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა.

ვიდეოში, სავარაუდოდ, თავად მხატვარი ჩანს, მაგრამ ის შენიღბულია – მისი ამოცნობა შეუძლებელია, რადგან საკუთარ იდენტობას მალავს. ის ლონდონის მეტროშია და მატარებლის სხვადასხვა ნაწილებზე თავის საფირმო ვირთხებს ხატავს – ერთ-ერთი მათგანი ნიღაბს არ ატარებს და აცემინებს, მეორე პარაშუტად იყენებს და ა.შ.

ვიდეო შემდეგი სცენით მთავრდება: ფონად ბრიტანული ჯგუფის, Chumbawumba-ს 90-იანების ჰიტის  – Tubthumping-ის ტექსტი გაისმის : “I get knocked down, but I get up again”, თუმცა მეტროს კედელსა და კარებზე არტისტმა ოდნავ განსხვავებული ვერსია დაწერა: “I get lockdown, but I get up again”. სიმღერის არჩევანი ალბათ ბანკსის ასაკსა და მუსიკალურ გემოვნებაზე მიუთითებს. Instagram-ზე განთავსებული ვიდეოს აღწერა ნათელია: “If you don’t mask – you don’t get”.

View this post on Instagram

. . If you don’t mask – you don’t get.

A post shared by Banksy (@banksy) on

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოპულარულმა მხატვარმა კორონავირუსის პანდემიაზე საკუთარი ნამუშევრებით საპასუხო რეაქცია გამოხატა. აპრილში კარანტინში ყოფნისას მან თავისი სააბაზანო ხელოვნების ინსტალაციად გადააქცია, ხოლო მაისში კი საუთჰემპტონის საავადმყოფოში ნახატი დახატა, რათა აუქციონით ჯანდაცვის  ეროვნული სამსახურისთვის (NHS) თანხა მოეგროვებინა. 

 

ორიგინალი: https://www.theartnewspaper.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.