fbpx

„მეამა“ შენს სახლში – ანუ ყველაფერი, რაც „მეამას“ კუთხის მოსაწყობად დაგჭირდებათ


გააზიარე სტატია

ავტორი: ელენე მარგალიტაშვილი


 

„მეამაში“ ერთხელ უკვე ვიყავით და დავრწმუნდით, რომ ყავა, რომელმაც თავი ასე მოკლე დროში შეგვაყვარა, განსაკუთრებული სიყვარულით მზადდება. შიდა სამზარეულოშიც შევიჭყიტეთ და აღმოვაჩინეთ, რომ თითოეული კაფსულა უნიკალურია, ქართველი მომხმარებლების გემოვნების მიხედვით იქმნება და მსოფლიოს არცერთ წერტილში არ მეორდება.

რამდენჯერ გინატრიათ, რომ სახლში მუშაობისას გემრიელი და ხარისხიანი ყავა გქონოდათ, რომლის დასალევად გარეთ გასვლა არ მოგიწევდათ? რამდენჯერ გიფიქრიათ, რომ თქვენს სამზარეულოს ძალიან მოუხდებოდა სურნელი, რომელიც ნამდვილი ყავის ჩამოსხმისას ტრიალებს? ან რა სჯობს არომატულ ყავას მაშინ, როცა სტუმრად მოსული მეგობარი საინტერესო ამბებს გიყვებათ? კიდევ ბევრი მომენტია, რომელიც შეიძლება ძალიან გეცნოთ. კარგი ამბავი კი ის არის, რომ უკვე არსებობს „მეამა“, რომელმაც ამ ძალიან მოკლე პერიოდში შეძლო და ჩვენს მყუდრო სახლებში შეუცვლელი ადგილი დაიკავა.

ამბობენ, რომ „მეამას“ კუთხეს ერთი ჯადოსნური თვისება აქვს: დილით, თვალის გახელისთანავე შვებას გგვრის და გახსენებს, რომ წინ ყველაზე სურნელოვანი და გემრიელი წუთები გელოდება. ეს სიამოვნება მთელი დღის განმავლობაში გრძელდება და იმდენჯერ მეორდება, რამდენჯერაც ყავის დალევას გადაწყვეტთ. მოკლედ რომ გითხრათ, არაფერი სჯობს იმის ცოდნას, რომ „მეამა“ სახლშია.

 

 

თუ ეს სიამოვნება ჯერ არ გამოგიცდიათ, მაშინ საქმე მოსალოცად გაქვთ და დროა, „მეამას“ კუთხის მოწყობაზე იფიქროთ.

 

თუმცა, სანამ კუთხის მოწყობაზე გადავალთ, ჯერ კაფსულებზე და მის ორ ფორმატზე მოგიყვებით….

მოდი, ჯერ იმას გეტყვით, რატომ სჯობს კაფსულები ყველა სხვა ალტერნატივას და რატომ უწოდებენ მათ ყავის მომავალს. ზოგადად, ჟანგბადთან ურთიერთქმედებით, ყავის არომატი და სიჯანსაღე ვერ ნარჩუნდება. ამიტომ, ნებისმიერი შეფუთვის გახსნის შემდეგ, გემოც სწრაფად იცვლება და სურნელიც მალევე ქრება. კაფსულები კი ჰერმეტულადაა დაცული, რაც გემოსა და არომატს პირვანდელი სახით ინარჩუნებს. სხვა სიტყვებით რომ გითხრათ, თუ კაფსულები გაქვთ, ჩათვალეთ, რომ ყოველ ჯერზე ცინცხალ, ახლად მოხლულ და დაფქულ ყავას მიირთმევთ.

 

 

რომელია შენი კაფსულა?

მეამას ყავის ფორმატი ორნაირია – ამერიკული და ევროპული. სხვათაშორის, „მეამას“ ყავის ქარხანა ევროპაში ერთადერთია, სადაც ორივე ფორმატის ყავის კაფსულებს ერთ სივრცეში ამზადებენ!

ფორმატის შერჩევისას საკუთარი გემოვნება და ცხოვრების სტილი უნდა გაითვალისწინოთ. ჩემი რჩევა ასეთია: თუ ყავის დალევა დიდი ჭიქით გიყვართ და სიამოვნების პროცესს მაქსიმალურად იხანგრძლივებთ, ამერიკული ფორმატის „მეამა“ თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. მაგრამ თუ ყავას „იტალიური“ სტილით სვამთ და თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი მისი ძალა, ინტენსივობა და მოცულობაა, მაშინ ევროპულ ფორმატს გირჩევთ.

აპარატს, რომელიც ევროპული ფორმატის ყავას მოგიმზადებთ  ესპრესოს რეჟიმიც აქვს და ლუნგოსიც, რომელიც ესპრესოზე ორჯერ მეტი მოცულობითა და შედარებით ნაკლები ინტენსივობით ხასიათდება, მაგრამ კოფეინს იმავე რაოდენობით შეიცავს.

სამი რეჟიმი აქვს ამერიკული ფორმატის აპარატს, ორი ღილაკით ყავის სხადასხვა რაოდენობა ისხმევა, ხოლო ერთი  ღილაკი განკუთვნილია კაფსულის ჩაისთვის, რომელსაც  „მეამა“ უახლოეს მომავალში შემოგვთვაზებს.

 

 

შენი გემო 15 უნიკალური ბლენდიდადან

„მეამას“ კაფსულებს, გემოს გარდა, ლამაზი და ფერადი დიზაინიც გამოარჩევს. მეამას ტექნოლოგებმა და ყავის ექსპერტებმა სხვადასხვა ქვეყნის მარცვლებით 15 უნიკალური ბლენდი შექმნეს და თითოეული არომატი ქართველი მომხმარებლების რეცეპტორებს მოარგეს.

სწორედ ამიტომ, კაფსულების არჩევისას, საკუთარ გემოვნებას უნდა „მოუსმინოთ“. თუ უპირატესობას ამერიკულ ფორმატს ანიჭებთ და დიდი მოცულობის კლასიკური ყავა გიყვართ, ბრაზილიური (08) ან გვატემალური (07) კაფსულები უნდა აირჩიოთ. ნაკლებად ძლიერი და ინტენსიურია კოლუმბიური (03), ეთიოპიური (05) და ელ-სალვადორული (04) ყავები. „გემოებით თამაშის“ მოყვარულთათვის თხილის, კარამელისა და ვანილის არომატებია შექმნილი, რომლებიც ამერიკული ფორმატის აპარატებში თავსდება.

რაც შეეხება ევროპული ფორმატის კაფსულებს, ისინი ერთმანეთისგან სიძლიერით, ინტენსივობითა და გემოთი განსხვავდება. ეს ფორმატი უნდა აირჩიოთ იმ შემთხვევაში, თუ მცირე მოცულობის ძლიერი ყავა თქვენი ფავორიტია.

მათთვის კი, ვინც კოფეინს ერიდება, მაგრამ ყავის გემოს ვერ ელევა, უკოფეინო კაფსულებიც არსებობს და ორივე ფორმატის კაფსულებში გვხვდება.

როგორც „მეამაში“ ამბობენ, მათი ტექნოლოგები ყავის ახალ გემოებზე მუშაობენ და სხვადსხვა არომატის განსაკუთრებულ სასმელს მალე შემოგვთავაზებენ.

 

სტარტერ ნაკრები ყველაფერი, რაც მეამას კუთხის მოსაწყობად გჭირდებათ

თუ გადაწყვიტეთ, რომ შინ გემრიელი და ხარისხიანი ყავის დალევა, ჯადოსნური არომატის დატრიალება და ინტერიერის გამდიდრება გინდათ, გირჩევთ, რომ სტარტერ ნაკრები შეიძინოთ. სწორედ ის აერთიანებს ყველაფერს, რაც „მეამას“ კუთხის მოსაწყობად გჭირდებათ. იგულისხმება სასურველი ფორმატისა და სახეობის 90 კაფსულა, ყავის აპარატი, უჟანგავი მეტალის ჭიქა და „აკვარიუმი“, რომელშიც კაფსულები ლამაზად და კომფორტულად თავსდება.

სახლის ინტერიერის მიხედვით, შეგიძლიათ აირჩიოთ შავი, ნაცრისფერი, წითელი ან თეთრი ფერის ყავის აპარატი. მნიშვნელობა არ აქვს, თქვენი სამზარეულო კლასიკურია, ვინტაჟური თუ ავანგარდული – „მეამა“ ყველაფერს უხდება. რაც მთავარია, აპარატიდან ყავის ჩამოსხმა ძალიან მარტივია – საკმარისია, თითი ერთ ღილაკს დააჭიროთ და გემრიელი ყავა მზად არის.

სტარტერ ნაკრების ყიდვა საბურთალოს „სითი მოლში“ მდებარე „მეამას სივრცეში“, კომპანიის ონლაინ მაღაზიაში და ცხელ ხაზზეც შეგიძლიათ. შეძენილ პროდუქციას კი საქართველოს ნებისმიერ წერტილში უფასოდ მოგიტანენ.

„მეამას“ სხვა სიახლეებს და კომპანიის მიერ დაგეგმილ არაერთ ინოვაციურ პროექტს, ასევე სულ მალე გაგაცნობთ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.