fbpx

სათიბე – ახალი დასახლება თბილისთან ახლოს


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ მაღულარია

სოფლის შენებას რა უნდა?! 

მას შემდეგ, რაც ჩვენს ცხოვრებაში FaceBook გაჩნდა, ყველა მისმა მომხმარებელმა პარალელური ცხოვრება დაიწყო. ამ ახალ პარალელურ რეალობაში კი ახალი ხალხი გამოჩნდა, ძველმა ნაცნობებმაც სულ ახალი სახით დაანახეს ერთმანეთს თავი. გაჩნდნენ ახალი მეგობრები და მეგობრებისმეგობრები, და მოკლედ, ყველამ თავიდან დაიწყო ერთმანეთის აღმოჩენა – ერთმანეთი მოიწონეს, დაიწუნეს, შეიყვარეს, დაბლოკეს, განბლოკეს, თუმცა ერთმა რამემ ყველა გააერთიანა… უკლებლივ ყველას ცხოვრებაში უპირობოდ გაჩნდა ირაკლი გაფრინდაშვილი. ამ ადამიანმა მოახერხა და თავისი სიკეთით, იუმორით, ნებისმიერ სიტუაციაში ადეკვატურობით და არაადეკვატურების ძალიან კულტურული არშემჩნევით, ფეისბუქის მთავარი სუპერგმირი გახდა. სუპერგმირს კი  სუპერძალა აღმოაჩნდა და, არც მეტი, არც ნაკლები, სოფლის აშენება გადაწყვიტა, აი ისეთის, მხოლოდ ოცნებაში რომ წარმოგიდგენია.

ახალი დასახლება თბილისის მახლობლად, სოფელ ორბეთის განაპირა ტერიტორიაზე მდებარეობს. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, წყნეთის ზემოთ. აქ რომ ცხელა, იქ გრილა, აქ რომ უჰაერობაა, იქ ჟანგბადი ცოტა გაძინებს კიდეც, ირგვლივ ყველაფერი მწვანე და მზისფერია.

ირაკლიმ სოციალურ ქსელში შეკრიბა ის ადამიანები თუ ახალგაზრდა  ოჯახები, რომელთაც დიდი ხანია სურდათ, ისეთ ადგილას დასახლებულიყვნენ, სადაც განსაკუთრებული ბუნება იქნებოდა და თან  ქალაქთან ახლოს, რათა იქ მთელი წლის განმავლობაში ეცხოვრათ, ან თუნდაც დასვენების დღეებში ასულიყვნენ. ეს იდეა ბევრს მოეწონა, მითუმეტეს, რომ ფასიც სხვა დასახლებებთან შედარებით საგრძნობლად ხელმისაწვდომი იყო. ამიტომაც ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები საშუალო შემოსავლის მქონე ახალგაზრდები აღმოჩნდნენ – მხატვრები, მუსიკოსები, არქიტექტორები, მწერლები, ანტერპრენერები, რესტორატორები, ბანკირები და საერთო სოფლის შენებას შეუდგნენ. სახელიც დაარქვეს „სათიბე“.

თუ თქვენც გინდათ გახდეთ სათიბელი, გააგრძელეთ კითხვა.

AT.ge  პირველ სათიბელს, იდეის ავტორს, მის განმახორციელებელს, მშენებელს  – ირაკლი გაფრინდაშვილს ესაუბრა.

 

გვითხარი, სოფლის შენებას რა უნდა?

სოფლის შენებას  მრავალფეროვანი ადამიანების გაერთიანება, მათი ხმების ერთმანეთთან შეწყობა  და ერთად ახლის კეთების სურვილი  უნდა.

როდის და როგორ დაიბადა სათიბეს იდეა?

სათიბეს არსი მთლიანად ამ იდეაზე დგას – სწორ დროს სწორ ადგილას ნანახი უსწორმასწორო რელიეფის სოფელი, რომლის გაშენებასაც ხელს ვერაფერი შეუშლის.

სათიბეს შექმნის ამბავი ორ პერიოდად იყოფა:  პანდემიამდე,  როდესაც 3000 კვ.მ მიწის ფართობზე მცირე მასშტაბის  სახელოსნო-სახლი-კოტეჯის აშენებას ვგეგმავდი და პანდემიის შემდეგ, როდესაც ის  ჩანაფიქრი ახლებური ცხოვრების შესაძლებლობად იქცა, რომელიც ყველა იმ ადამიანს გააერთიანებდა, ვისაც შექმნილმა ვითარებამ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლისა და ბუნებისკენ უბიძგა. ახლა კი  სათიბელები ერთად 30 ჰექტარს ვავითარებთ.

რატომ უნდა აირჩიოს ადამიანმა საცხოვრებლად სათიბე?

რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუ რატომ უნდა გახდე სათიბელი:

სათიბეს მთავარი მონაპოვარი მისი ბინადრები, სათიბელები არიან – საერთო ფასეულობების მქონე ადამიანები, რომლებთან თანაცხოვრება ნიშნავს ერთმანეთის სივრცის და ბუნების გაფრთხილებას,  იდეების გაზიარებით საინტერესო, შემოქმედებითი ადგილების შექმნას, სახლის და ოფისის ჰარმონიულად დაკავშირებას და რაც მთავარია –  ადგილს თბილისის მახლობლად, რომელიც  უნიკალურ ბუნებას თქვენს შეუცვლელ საცხოვრებლად აქცევს.

AT.ge-ზე შეგიძლიათ სათიბეს პრეზენტაციას გაეცნოთ. Satibe


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.