Reflection is the daughter of scandal – შოთა აფციაურის ნამუშევრები ბერლინში
24 ოქტომბერს ბერლინში სახელოვნებო ფონდის, Stiftung Kunstfonds-ის დაფინანსებით ქართველი გამოყენებითი ხელოვანისა და მხატვრის, შოთა აფციაურის ნამუშევრები გამოიფინა.
გამოფენაზე ქართველი ხელოვანის გარდა პატი ჰილის, შამირან ისთიფანის, ანჯელა მიუზის, რალუ პანაიოტუსა და მაქს პოლის ნამუშევრებს ვხვდებით.
აზროვნება მოიცავს ყველა პროცესს, რომელიც ცდილობს ცოდნა იდეებით, მოგონებებითა და კონცეფციებით ჩამოაყალიბოს. საჯარო თუ კერძო სფერო, საკუთრება და საცხოვრებელი ფართი იმ ცენტრალურ საკითხებს შორისაა, რომლებსაც ამ ჯგუფური გამოფენის მხატვრები პასუხობენ. ეს ტერმინები ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით პანდემიის გამო მოექცა.
სოციალური ინტერაქციისგან თავის დაღწევით, ჩვენ ახლებურად განვიცდით ღირებულებებს, სივრცესა და შინაარსს. გამოფენა სახელწოდებით „ანარეკლი სკანდალის ქალიშვილია“ სხვადასხვა კულტურებს ერთმანეთთან აკავშირებს – ვკითხულობთ ანჯელა მიუზის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ფოტო: გიკო დადიანი
წყარო: http://angelamewes.de/