fbpx

მაია სუმბაძე & F-LOVERS


გააზიარე სტატია

F-LOVERS დიდი ხანია უკვე მხოლოდ ყვავილების მაღაზია აღარაა. ყოველდღიური თუ სადღესასწაულო თაიგულების მზადების, მნიშვნელოვანი ღონისძიებების გაფორმების, თუ ინტერიერის დეკორატიული მორთვის გარდა, მაღაზიაში ფალიაშვილის ქუჩაზე ინტერიერის ულამაზეს ნივთებსაც აღმოაჩენთ.

და აი კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ალბათ გულგრილს ვერავის დატოვებს. მხატვარმა მაია სუმბაძემ F-LOVERS-ისათვის სპეციალურად, შესაფუთი ქაღალდების თუ ყუთების დიზაინი დაამზადა.

ყვავილი სულ უბრალოდ მირთმეული ხომ სასიამოვნოა, მაგრამ მაია სუმბაძის ნახატში შეფუთული, ალბათ საჩუქრით სიხარულს მინიმუმ გააორმაგებს.

თუ გინდათ თქვენი საჩუქარი ნამდვილად ყველასგან გამორჩეული იყოს, ეწვიეთ საახალწლოდ მაღაზიას F-LOVERS ფალიაშვილზე.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.