fbpx

ARCHDAILY-ს წლის საუკეთესო შენობის ჯილდოზე სხვადასხვა კატეგორიაში 6 ქართული არქიტექტურული პროექტია ნომინირებული


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

 

წელს, უკვე მეცამეტედ, ArchDaily თავის მკითხველს სთავაზობს  მონაწილეობა მიიღოს იმ პროექტების შერჩევასა და დაჯილდოებაში,  რომლებიც  გავლენას ახდენენ თანამედროვე არქიტექტურაზე.  ხმის მიცემით მკითხველი ხდება ჟიურის წევრი  და მას შეუძლია  დაასახელოს  4500-მდე პროექტიდან  15 გამორჩეული  თითოეულ კატეგორიაში. 

მომდევნო კვირების განმავლობაში, ხმის მიცემის შედეგად,  შერჩეული  შენობები ჯერ  SHORTLIST-ში მოხვდებიან, შემდეგ კი გამოვლინდებიან გამარჯვებულები. ნომინაციის ეტაპზე  My ArchDaily-ის პლატფორმის თითოეულ რეგისტრირებულ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა დაასახელოს ერთი პროექტი ყოველ  კატეგორიაში. ეს ეტაპი დაიწყება 25 იანვარს და დასრულდება 9 თებერვალს –  EST 12:01 საათზე. ამის შემდეგ თითოეულ  კატეგორიაში ხუთი პროექტი გადავა ფინალურ ეტაპზე.  ხმის მიცემა დაიწყება 9 თებერვალს და დასრულდება 17 თებერვალს – EST 12:01 საათზე. სწორედ ამ დროს გამოვლინდებიან გამარჯვებულებიც. 

წლევანდელ დაჯილდოებაზე მოხვდა 6 ქართული პროექტი:

 

Housing Block Bagebi / Wunderwerk + DM Studio
კატეგორია: საცხოვრებელი კომპლექსი 

 

Skatepark & Parkourground Mziuri / David Giorgadze Architects + Maxime Machaidze (LTFR)
კატეგორია: საზოგადოებრივი და ლანდშაფტის არქიტექტურა,  სპორტული არქიტექტურა

 

House in Tskneti – NOA Studio
კატეგორია: კერძო სახლი  

 

House in Artana – NS Studio
კატეგორია: კერძო სახლი, გამოყენებული მასალები, ინტერიერი

 

Tsiskvili Restaurant Complex / Studio 9
კატეგორია: კულტურული არქიტექტურა 

 

Paliashvili 67 Building / T-Architects
კატეგორია: საცხოვრებელი კომპლექსი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.